http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
"ამერიკული The wall street journal-ის შეფასებით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი მიტინგის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერას ინარჩუნებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დემონსტრანტებთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ დამოუკიდებლობისდმი მიძღვნილი აღლუმი გადადო. მომიტინგეებს უკვე მეექვსე დღეა, გადაკეტილი აქვთ პარლამენტისა და პრეზიდენტის რეციდენციის შესაძვლელები და სააკაშვილის გადადგომას კატეგორიულად მოითხოვენ.
„ოპოზიცია საქართველოს პროდასავლურ პრეზიდენტ სააკაშვილს სულ უფრო მზარდ ავტორიტარიზმსა და შარშან აგვისტოში ქვეყნის რუსეთთან დამანგრეველი ომის გამო ადანაშაულებს“,-წერს გამოცემა და მოჰყავს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი“ ნინო ბურჯანაძის ციტატა.
„პარლამენტის წინ აქციები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე“, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერმა, სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა ნინო ბურჯანაძემ.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგომაზე უარი განაცხადა; ანალიტიკოსები და სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ის კვლავ საკმაოდ დიდ მხარდაჭერას ინარჩუნებს, ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სიღარიბისა და შარშანდელი ომის მიუხედავად.
როგორც გამოცემა მიუთითებს, მიტინგის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ ქვეყანაში არსებული უკმაყოფილება ნაწილობრივ ლეგიტიმურია. მისივე განცხადებით, ვერ იქნება კმაყოფილი, როდესაც ადამიანებს უჭირთ, თუმცა აღნიშნა, რომ მისმა რეფორმებმა ცხოვრების სტანდარტები გააუმჯობესა.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას დემოკრატიულ რეფორმებზე დიალოგი შესთავაზა, თუმცა მისი წინადადებები ჯერჯერობით უარყოფილია“, - შენიშნავს ამერიკული The wall street journal-ი. "
This post has been edited by onavara on 27 May 2009, 11:24