აჰა, ახლოვდება "ჟამი იგი", როდესაც მავანნი "მიშას ამთავრებენ" თან საბოლოოდ, ხოლო მეორე მავანნი "ოპოზიციას რეცხავენ" თან საბოლოოდ!
მეგობრებო, თუ აკვირდებოდით ჩემს პოსტებს, შეამჩნევდით რომ სადღაც უკვე ერთი წელია, მე მოვიცილე აქტიური ხელისუფლების მომხრის (ე.წ."მიშისტის") მანტია... თუმცა თავგადაკლულ ოპოზიციონარეთა ყბიდან მაინც ვერ ამოვედი და მათ თვალში მაინც ბოლომდე "მიშმაკაკად" დავრჩი... რა გაეწყობა ეს უფრო მათი პრობლემაა ვიდრე ჩემი.
აგვისტოს ომის შემდეგ უკვე მიმაჩნდა რომ სასურველი იყო სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა, ოღონდ რაიმე ადეკვატური და ნორმალური პრო-დასავლური ძალით... მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობდა 5 თვეში როგორ გამოიჩეკებოდა? ან საიდან... გამოგიტყდებით მცირე ხნით ალასანიაზე გამიჩნდა მბჟუტავი იმედი, მაგრამ სულ მალე ეს იმედიც გამიქარწყლდა, ვინაიდან ალასანიამ ჩემთვის მიუღებელი ბევრი პიროვნება თუ ძალა ამოიყენა გვერდით და ამასთან, იგი ვერ იქცა ჭეშმარიტ ლიდერად და დღესაც გარკვეულწილად გამყრელიძე-უსუფაშვილის და სხვათა ჩრდილშია.
მოკლედ "ორივე მხარეზე" ხელი ჩავიქნიე.
ჩავიქნიე კი არა ხანდახან ისეთი რაღაცეები მესმის, რომ თმები ყალყზე მიდგება და ლამისაა ისევ ძველ "ბანაკს" დავუბრუნდე

, ყოველ შემთხვევაში ჩემს თვალში დღევანდელი მოცემულობის ოპოზიციით ხელისუფლების ჩენეცვლება (მით უიმეტეს "რევოლუციური" მეთოდებით) იქნება ქვეყნისათვის ნაბიჯი უკან!
ამიტომ მიმაჩნია, რომ 9 აპრილის აქცია უნდა იყოს დიდი საერთო-სახალხო პროტესტის გამოხატულება, რომელიც ხელისუფლებას უბიძგებს გადადგას სწორი ნაბიჯები ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებისკენ და არავითარ შემთხვევაში აქცია "მიშას დასამთავრებლად". თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია და მე ბევრს არავინ არაფრს მეკითხება...

...და ვხედავ რომ არც ერთი მხარე არ აპირებს უკანდახევას...
მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მოვუწოდებ ორივე დაპირისპირებულ მხარეს, წავიდნენ კომპრომისებზე, დათმონ ამბიციების ნაწილი და იკადრონ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა!
ვისწავლოთ პასუხსიმგებლობით მოქცევა საკუთარი ქვეყნისა და ხახლის წინაშე.
დიალოგშია ერთადერთი შანსი იმისა, რომ მდგომარეობა აპრილის აქციების შემდეგ იქნება უკეთესი ვიდრე აქციებამდე! წინააღმდეგ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა ვინ "გაიმარჯვებს") მივიღებთ უარეს მოცემულობას!
თუ არა და კისერი გიტეხიათ! კინჩხი ამოგიგდიათ!
დავეწიოთ და გავასწროთ მოლდოვას!
ფოტო ვიდეო მასალა მოლდოვაში მომხდარზემე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ!
(ვიცი, ზოგიერთი იტყვის, რომ იდეური მტერი მირჩევნია შენნაირ განზე გამდგარ კაცსო, მაგრამ მე მწამს რომ სწორედ ის პოზიცია, რომელზედაც მე ვდგავარ არის ყველაზე უყფრო მართალი დღეს! და ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება).
უზერებო, რაშიI მეთანხმებით, რაში არა და რატომ?
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულხმა-ყო, ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და ემსგავსა მათ. (ფსალმუნი 48.20.)