„ჩვენ ვხედავთ მზეს“ 2009 ! მეტი სითბო
1 ივნისი, დღე როცა მზე გამორჩეულად ანათებს მზურში! დღე როდესაც დიდები ბავშვობაში ბრუნდებიან და ყველგან ბავშვების ჟრიამული ისმის!
ამ დღეს ყველას მზის სითბო აერთიანებს არ აქვს მნიშვნელობა ის მზრუნველობამოკლებულია თუ უნარ შეზღუდული.
საბავშვო ფესტივალი „ჩვენ ვხედავთ მზეს“ ფორუმელების გარეშე წარმოუდგენელია! 2006 წლიდან მოყოლებული, ფორუმელები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ღონისძიებაში.
ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი დღით დაიწყო: ხომ შეიძლება, რომ ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ მზიურ ქალაქში 1 დღე მაინც იყოს ისეთი, როგორზეც დიდი მწერალი ოცნებობდა? ყველა იღიმებოდეს, ბავშვების ჟრიამული ისმოდეს, ყველა უფროსი ბავშვობაში დაბრუნდეს. ყველა ბედნიერი იყოს… თუნდაც ერთი დღით მაინც!
პროექტის მიზანია რამდენიმე საათით მაინც ასრულდეს ნოდარ დუმბაძის ანდერძი და ყველა იქ მომსვლელმა ათასობით ადამიანმა თავი ნამდვილ ზღაპარში იგრძნოს!
ორგანიზატორებისა და პარტნიორების მონდომებით ყოველი წლის 1 ივნისს მზიური მართლაც ოცნების ქალაქია!
წლევანდელი ზეიმი 3 ძირითად მიზანს ემსახურება: 1. უდედმამო და ინვალიდ ბავშვთა საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა;
2. ზრუნვა ბავშვთა ქალაქ “მზიურზე” – ისე, რომ იქცეს ნოდარ დუმბაძის ოცნების ადგილად, ანუ ზღაპრის ქალაქად;
3. მზის ფესტივალის სახელწოდებაა ”ჩვენ ვხედავთ მზეს”, თუმცა, ყოველ წელს იცვლება მისი სლოგანი: ”გაგვიღიმეთ” (2006), ”სიყვარული ყველგან არის” (2007), ”სასწაული ხდება” (2008).
წლევანდელი სოლგანია „მეტი სითბო”!რატომ მეტი სითბო?
ყველა იმ ნეგატიური ამბების ფონზე, რაც ქვეყანაში აგვისტოს პერიოდში მოხდა, აუცილებელია ერთმანეთს მეტი სითბო გავუზიაროთ. ჩვენი ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება და ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება.
სლოგანი იბეჭდება დროშებზე, ამ თემაზე ბავშვები ხატავენ და ნახატები გამოიფინება მზიურის ტერიტორიაზე. ერთი სიტყვით, სლოგანი მთელ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევს.
პროექტის აღწერა
ჩვენი ფესტივალი უკვე ძალიან პოპულარულია, ბავშვები ელოდებიან 1 ივნისს, რომ ჩამოვიდნენ მზიურში, ამიტომ
ჩვენს ღონისძიებას უკვე აქვს თავისი სიმღერა, რომლის ავტორი და შემსრულებელი მუსიკოსი სალომე კორკოტაშვილია.
სიმღერა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაიწერება და ჩაწერისთანავე დატრიალდება სხვადასხვა რადიოარხებზე, ფონად გაჰყვება სატელევიზიო თუ რადიო რგოლებს და იმედია ყველასთვის საყვარელი სიმღერად იქცევა.

სიმღერის პრემიერა (ცოცხალი შესრულებით) შედგება 1 ივნისს, მზიურში!
ასევე, თითქმის უკვე მზადაა ფესტივალის ვებ-გვერდი
www.1ivnisi.ge სადაც მთელი ფოტო და აუდიო–-ვიდეო არქივის მოძიება შეიძლება. იგი მთლიანად ასახავს პირველ ივნისს „მზიურში“ არსებულ განწყობას .
წლევანდელი ზეიმზე მოწვეული იქნებიან ბოდბის მშობელთა მზურნველობა–მოკლებული ბავშვები (სულ 60 ბავშვი). მათ გადაეცემათ სპეციალურად მომზადებული საჩუქრები. დღის განმავლობაში ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებით და სასმელებით.
“მზის ფესტივალი” მზიურში გაიმართება 2009 წლის 1 ივნისს 14:00-დან 18:00 საათამდე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
1. გამოფენას თემაზე „მეტი სითბო“ ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდია მოაწყობს. ასევე, ნებისმიერ ბავშვს შეეძლება მოიტანოს ამ თემაზე დახატული ნამუშევარი, რომელიც იქვე გამოიფინება..
2. ნებისმიერ ბავშვს შეეძლება ფერადი ცარცებით ხატვა პარკის ტერიორიაზე.
3. მოეწყობა სხვადასხვა შეჯიბრებები ბავშვებს შორის. გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან სიმბოლური პრიზებით.
4. 16:00 დაიწყება კონცერტი;
5. ჩატარდება კარაოკე და ბავშვები სიმღერაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს;
6. ფოტოკლუბი ”გრაფ.გე” მოაწყობს ღია გამოფენას სახელწოდებით ”მეტი სითბო ბავშვებს”;
7. მთელი დღის განმავლობაში მზიურის ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობენ უზარმაზარი თოჯინა მზე და კლოუნები.
8. სამხატვრო სკოლის ბავშვებს გადაეცემათ სპეციალური სიგელები.
9. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს დაურიგდებათ ფურცლები და ფანქრები სადაც ისინი დაწერენ თავიანთ სურვილებს. შემდეგ ეს ფურცლები მიებმება ჰელიუმის ბუშტებს და კონცერტის ბოლოს ჰაერში 100 ბუშტი 100 ოცნებასთან ერთად ცაში აფრინდება!
10. ბოდბეს ბავშვთა სახლიდან ჩამოსული 60 ბავშვი დილით მოინახულებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები ჩაუტარებენ გაკვეთილს თუ როგორ უნდა მოუარონ კბილებს და ასევე გადაეცემთ საჩუქრები.
11. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით წელს მზის ფესტივალს 50 დევნილი ბავშვიც დაესწრება. ისინი სხვა ბავშვებთან ერთად გაერთობიან და მიიღებენ კონკურსებში მონაწილეობას. სხვადასხვა დროს ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ:
• პროკრედიტ ბანკი
• სახალხო ბანკი
• „ნესტლე“.
• „დიოგენე“,
• „თოლია“,
• ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) .
• UGT
• „მაკდონალდსი“,
• „ნატახტარი“,
• რადიო 106.4
• რადიო ”ფორტუნა
• საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
• ვისოლი
• იოლი
• კაუკაზუს ონლაინი
• ფოტო კლუბი ”ბოკე”
• ვებ პორტალი ევა - www.eva.ge
• თბილისის ფორუმი - www.forum.ge





ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტნიორები არიან: საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო უცნობი, რადიო ნაცნობი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფოტო საიტი გრაფ.გე (www.graf.ge) და რათქმაუნდა forum.ge რომელიც დარწმუნებული ვარ როგორც წინა წლებში აქტიურად იქნება ჩართული! www.1ivnisi.ge
This post has been edited by Ania on 17 Apr 2009, 00:39
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge