ნახევარი საათია ვდგავარ აივანზე და შურით გალურჯებული ვუყურებ ბავშვებით გადატენილ ჩემს ეზოს.
ისტერიულად მომინდა, რომ ჩავიდე მეც და, როგორც ადრე, ვითამაშო რეზინობანა, ჩიპოლინო-ბურატინო, წრეში ბურთი და ა.შ. მერე კი ბირჟაზე გვიანობამდე შევრჩე და ისიც კი მინდა, რომ ჩემებმა დამიძახონ და ტვინი გამიხვრიტონ ამოდი ამოდითი... მე კიდევ ვუპასუხო ძველებურად: აუ 5 წუთი რაააა მთელი ეზო ეზოშია..
არადა რა მოხდა რო.. მერე რა რომ 12 წლის აღარ ვარ და რომ ინდაურის წონა აღარ მაქვს.. თუ მინდა, რატომ არ უნდა ჩავდიოდე არა?? მაგრამ ჩემი დაქალები ვერ ავიყოლიე

ჩამოვურეკე ყველას (ბავშვობის დაქალები, ეზოსი) და გამეფრონცკენ, შენ ხომ არ გადარეულხარო...
არადა მინდა