დინამოში ახალი მწვრთნელის მოსვლა აუცილებელია და ალბათ მალე გაირკვევა ეგ ამბავი, მაგრამ ვინ მოვა ეგაა მთავარი. საფეხბურთო გუნდი ხალხისთვის თამაშობს, მართალია ბევრი არ დადის სტადიონზე, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია. ხოდა ხალხის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ხალხო გთხოვთ დააფიქსსიროთ თქვენი აზრი ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით.
როგორც აქ ითქვა ბუბა კითხოლობს ფორუმზე ხალხის პოსტებს, ხოდა მე როგორც დინამოს ერთ-ერთი ერთგული გულშემატკივარი ჩემს აზრს გამოვთქვამ და მივმართავ თხოვნით ბატონ ბუბას.
მიმართვა დინამოს მმართველ დირექტორს-ბუბა ტყავაძეს:
დანიშნეთ კარგი მწვრთნელი
ბატონო ბუბა, დინამო საქართველოში ძაან ბევრს უყვარს, ის არ არის მარტო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდი, ის უფრო მეტია ქართველებისთვის, ამ გუნდში გენიალური ფებურთელები გენიალურ ფებურთს თამაშობდენ, დინამოს აქვს დიდი ტიტულები და ქართველი გულშემატკივრების სიყვარული აქვს მოპოვებული და ამ გუნდისგან ხალხი ყოველთვის ბევრს ვითხოვთ და ამიტომ ფორუმ.გე-ს ფორუმელების თხოვნაა, რომ ეხლა მაინც დანიშნოთ დინამოში კარგი მწვრთნელი, ეს ყველას უნდა, რათა დინამომ ითამაშოს შედარებით მაინც კარგი ხარისხის ფეხბურთი. გთხოვთ დანიშნეთ კარგი მწვრთნელი, რომელიც დააყენებს კარგ გუნდს. ამ ფინანსებითაც შესაძლებელია კარგი გუნდის დაყენება როგორც უკეთესი ქართველი ფებურთელების და ასევე სამხრეთ-ამერიკელი და აფრიკელი ფებურთელების დინამოში ჩამოყვანით, მთავარია მოიყვანოთ ეხლა კარგი მწვრთნელი. პირადად ჩემი აზრით კი ქართველებიდან დევდარიანის ან გეგუჩაძის მოყვანა იქნება დინამოსთის კარგი, ხოლო უცხოელებიდან შუშაკის დაბრუნებაა ყველაზე კარგი ვარიანტი, თუ არადა გთოვთ სხვა კარგი მწვრთნელი მაინც ჩამოიყვანეთ და არ გვინდა არავის ცობელისნაირები, რომელსაც ყვირილის გარდა აღარაფრის თავი აღარ ქონდა და ვერ შეძლო კარგი გუნდის დაყენება, გთხოვთ ფრთხილად და გულდასმით მოეკიდეთ ამ საკითხს და იმედია არ დაგვტოვებთ ცუდ მდგომარეობაში გულშემატკივრებს, აღარ უნდა განმეორდეს ფარერებთან წაგება და ავტრიის გუნდებთან საერთო ჯამში 8:0 -ს წაგება, ესეთი სამარცხვინო წაგებები დინამოს არ ეკადრება, გთხოვთ წელს მაინც დანიშნეთ კარგი მწვრთნელი.
ფორუმის წევრი და დინამოს ფანკლუბის წევრი: გიორგი ირემაშვილი
პ.ს.: ბევრ ფორუმელს უნდა ახალი კარგი მწვრთნელის ჩამოყვანა დინამოში და თუ ეს მიმართვა ბევრი ფორუმელის სახელით დაიწერება (იმედია დამეთანხმებიან ფორუმელები) გოლი.გეზე, მსოფლიო სპორტის საიტზე და ერთ-ერთ გაზეთში მაინც თუ დაიწერება ძაან კარგი იქნება და თანაც საინტერესო იქნება, თუნდაც ასეთი სათაურით იყოს:
ფორუმელების მიმართვა დინამოს ადმინისტრაციისადმი...
This post has been edited by giorgi_ on 2 Jun 2009, 01:57
მიმაგრებული სურათი