თემის სათაურის შერჩევისას ცოტა დაფიქრებამ მომიწია.
ჩაშვება, დაბეზღება, ენის მიტანა, ჩაბოზება (''ხარება და გოგია'')....
რა საინტერესო კოლორიტია არა?!

დასმენა და კიდევ გაცხადება, ალბათ ესენია შედარებით ნაკლებ ნეგატიური სახელები.
მოდით შევეცადოთ განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს დასმენა.
სადაა მისი საზღვრები?
სად იწყება მისი ნეგატიური მხარე?
და
სად მთავრდება - დადებითი?დღეს დილით რაიონულ პოლიციის განყოფილებაში მომიწია შევლა.
ჩემი ყურადღება დიდმა პოსტერმა მიიპყრო.
''შენ იცნობ დამნაშავეს.
დამნაშავე გიცნობს შენ.
განაცხადე ანონიმურად პოლიციაში''
საინტერესო და ორიგინალურია არა?!

სწორედ ამან დამაფიქრა და გადამაწყვეტინა თემის გახსნა.
სამწუხაროდ ეხლა კვლავ გასასვლელი ვარ, ამიტომ ძირითად სათქმელს აქ მოვათავსებ მაგალითების სახით. რომ დავბრუნდები თქვენ აზრსაც გავეცნობი.
ჰოლანდიის ტელევიზიით ყოველდღე გადის გადაცემა, სადაც პოლიცია მიმართავს მოსახლეობას დახმარებისათვის. საოცარია რამდენი ადამიანი აკეთებს რეაგირებას. - ვინ იყო ამა და ამ ღამეს, ამა და ამ ადგილას და შენიშნა წითელი ავტომობილი? ძალიან ხშირად გადაცემის ბოლომდე არა მარტო ამ მანქანის ნომერი გაირკვევა ხოლმე, არამედ მისი ამჟამინდელი ადგილმდებარეობაც კი.
სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს მოსახლეობის წახალისებას დასმენაში.
ჰოლანდიელებთან მუშაობისას ერთ რამეს დავაკვირდი.
რაც არ უნდა შეცდომა მოგივიდეს, არასწორედ გააკეთო რაიმე... ჰოლანდიელი მუდამ გიღიმის და მარტო დადებითს გეტყვის, ამავე დროს მიდის უფროსთან და ყველაფერს ახსენებს.
- კი მაგრამ მე რატომ არ მეუბნები? რატომ მიდიხარ მასთან?
მე ვიცი რომ იგივე ქართველი ამას არ გააკეთებს, უფრო სწორედ კი საქართველოში ასე არ ხდება.
რთულია მათი ლოგიკის გაგება, მაგრამ მაინც მესმის (სხვაგვარად არ გამოდის)
ამ დღეებში მეგობარი ნასვამი ბრუნდებოდა გერმანიიდან. ბენზინის სადგურზე შეიარა სიგარეტის საყიდლად. გამოსვლისას ფეხი აერია და წაბორძიკდა.
- ახალგაზრდავ თქვენ ნასვამი ბრძანდებით - უთხრა იქვე მდგარმა ქალმა - საჭესთან არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჯდომა.
- მეგობრებთან ვიყავი სტუმრად და ... პირდაპირ სახლში მივდივარ
თავდაღუნული ჩაჯდა და გზა განაგრძო.
სახლში მისვლისას მას პოლიცია დახვდა და სთხოვეს ჩაებერა.
(ნომერით დაადგინეს მისამართი. ნომერი კი გასაგებია ვინც შეატყობინა)
მეგობარი ზანგი ერთხელ საუბრისას მეუბნება:
- ''თეთრები'' მართლა უცნაური, ლაჩარი და ჩამშვები ხალხია (ჩვენ ''თეთრებს'' არ მივეკუთვნებით)
როდესაც კაცურად ელაპარაკები მხოლოდ მოგჩერებიან. ეუბნები ფული მოიტა უსიტყვოდ იძლევიან. ამავე დროს, მოშორდები თუ არა პირდაპირ პოლიციაში გარბიან დასაბეზღებლად. ასე იქცევა ყველა. ჩვენ კი ასე ხომ არ ვიქცევით? სულ ცოტა ვცდით მაინც რომ თავად დავიცვათ თავი.
ასეთი ლოგიკა ჩვენთვის (ქართველებისათვის) არაა მემგონი უცხო

პიროვნებას უნდა შეეძლოს თავის დაცვა - სახელის გაფრთხილება ამ დროს აუცილებელია - სუსტს ხშირად ეს არ შეუძლია და ის მიმართავს დასახმარებლად. ის ჩამშვებია? მაბეზღარაა? თუ არა მაშ სადაა საზღვარი?