NEED FOR EXTREME 3D
მწარმოებელი: myplaycity.com
თამაშის ტიპი: უფასო
ვებგვერდი:
http://www.myplaycity.com/need_extreme_3d/რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე ეს თამაში და ძალიან მომეწონა
რალი ხორციელდება სათამაშო მანქანებით და მოიცავს 7 ტიპის ტრასას, 6 ტიპის მანქანას, რომლებიც თანდათან ხდება ხელმისაწვდომი ტრასების გასვლასთან ერთად..
რბოლის განმავლობაში მოთამაშეს შეუძლია შეაგროვის სხვასადხვა დამატებითი საშუალებები, ესენია: რაკეტები, რომლებსაც წინ მიმავალ მანქანას ვესვრით და გზიდან გადაგვყავს; ნაღმები, რომლებსაც ვუდებთ გზაზე ჩვენს უკან მომავალ მანქანებს; ნიტრო - სიჩქარის გარკვეული დროით მომატებისათვის და ჯავშანი, რომელიც ასევე გარკვეული დროით იცავს მანქანას რაკეტებისა და ნაღმების მოქმედებისაგან.
ყოველი ტრასა განსხვავებულია და სხვადასხვა ტიპისაა. შემდეგი ტრასის გასახსნელად აუცილებელია 1 ადგილზე გასვლა. თუ ეს ასე არ მოხდა, პროგგრამა გვთავაზობს ტრასის ხელახლა გავლას ან მანქანის გამოცვლას..
თავდაპირველად რბოლა შეიძლება მარტივი მოგვეჩვენოს, მაგრამ თანდათან რთულდება და ბოლო ტრასებში მოთამაშეს მთელი თავისი შესაძლებლობების გამოვლენა მოუწევს გასამარჯვებლად..
თამაში მთლიანობაში ძალიან სახალისოა და მოწყენის საშუალებას არ იძლევა
სისტემური მოთხოვნები:OS: Microsoft Windows NT/2000/XP
CPU: Pentium 200mhz
RAM: 64 MB
HDD: 15 MB
ეკრანის რეზოლუცია: 800x600 ან მეტი
DirectX 5.0 ან მეტი
გადმოსაწერი ლინკი:
http://files.myplaycity.com/files/nfe3d_setup.### (ბოლოში e xe)
ესეც სქრინები:

