იტოგში რა

მინდა ვიყო კაფკა. ტიპმა ეტყობა ჯერ "კატიპანი ფრაკასი" წაიკითხა, მერე "პროცესი" ან "კოშკი" და მოდი გოგლი-მოგლს გავაკეთებო

ეტყობა რო ფანტაზია აქვს და სიტყვასაც კარგად ფლობს, მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი ხდება მინუსი, იმიტო რო ზომა არ იცის. რის გამოც არ მევასება მე-19 საუკუნის ფრანგული ლიტერატურა, ტიპი მაგას აკეთებს მე-20 საუკუნის შუაში. იმინა გაუთავებელი აღწერები გოტიეს სტილში. ოთახების სრული დეტალიზაცია, რომელი ფორტოჩკიდან შემოდის მზის შუქი და რომელ კუთხეშია ჩრდილი და კაროჩე... რო იწყება აღარ მთავრდება. სიუჟეტი ძაან ნელა ვითარდება. და რაც ვითარდება გინდა განვითარებულა გინდა არა

დაYლევებული პერსონაჟების და რაღაც ნონსენსური მომენტების და სცენების ხარჯზე მიღწეული "სისტრანნე". პროსტა გოტიეს და კაფკას შეზავება რა იყო ვერ გავიგე. აშკარად არ ჯდება ერთმანეთში. ან ერთს უნდა მიწოლოდა ან მეორეს. კაფკას აზროვნება და გაქანება ტიპს აშკარად არა აქ და ვერც იმ დონის აზრს და იდეას ატარებს. ბოლოში სეკატორით სირბილები მაგარი იყო

ნუ მთლიანობაში წაიკითხება რის ვაი ვაგლახით. პროსტა როცა იცი რო კიდე ორი ტომი გელოდება, მაგარი ტეხავს

მე პირადად გამგრძელებელი აღარ ვარ, თუმცა შეიძლება მეორე უკეთესიც იყოს.
გროტესკული, სტრანნი და მრაჩნი რომენებიდან "გოლემი" ამასთან შედარებით ჰომეროსია.
ხო, და ტომებს რაც შეეხება, მგონი რომელიღაცას, ან ავტორს ან გამომცემს შეეშალა და სახელები აერია. პირიქით უნდა იყოს, პირველს უნდა ერქვას გორმენგასტი და მეორეს ტიტუსი.