დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები 84 წლის გიორგი მჭედლიშვილი გინესის რეკორდსმენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლომ გიორგი მჭედლიშვილი 2007 წელს 5 ტონიანი ავზის ქურდობაზე გაასამართლა და დამნაშავედ სცნო.
იმ მიზეზით, რომ მოხუცი არ დაეპატიმრებინათ, დამცველის რჩევით, მან დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, აღიარა. სასამართლომ კი, მას 2 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
განაჩენის მიხედვით, მოხუცმა 5 ტონიანი ავზი მარტომ მოიპარა. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოხუცი პრეტენზიას გინესის რეკორდსმენობაზე აცხადებს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=8106