"
რა მოხდა რეალურად ძებნილების მიკროავტობუსში?
ძებნილებსა და მიკროავტობუსში დამალულ სპეცრაზმელებს შორის სროლა გაიმართალინკი:
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmმუხროვანის ინციდენტის შემდეგ ძებნილი მაღალი ჩინის ოფიცრების - კრიალაშვილის, ოთანაძისა და ამირიძის დაკავება-ლიკვიდაციის საქმე ჯერაც ბურუსითაა მოცული.
«კვირის პალიტრისთვის» ცნობილი გახდა გარკვეული დეტალები სოფელ გლდანთან, გზაზე განხორციელებელი სპეცოპერაციისა, რომლის დროსაც კრიალაშვილი დაიღუპა, ხოლო ოთანაძე და ამირიძე მძიმედ დაიჭრნენ.
თავს ვერ დავდებთ ყველა დეტალის სიზუსტეზე, მაგრამ მკითხველს მცირეოდენ ახალ ინფორმაციას მაინც მივაწვდით.
იმ საღამოს ძებნილებს «მერსედესის» (სავარაუდოდ, თეთრი) მარკის მიკროავტობუსმა მიაკითხა ცხვარიჭამიასთან და ისინი თბილისისკენ გამოემართნენ.
სროლა მიკროავტობუსში ატეხილა მაშინ, როდესაც ისინი სოფელ გლდანს გამოსცდნენ. როგორც ირკვევა, მიკროავტობუსის უკანა ნაწილში თავიდანვე ჩამალული იყო რამდენიმე სპეცრაზმელი (სავარაუდოდ, სამი), რომლებიც ძებნილებმა მიკროავტობუსში ჩასხდომისას ვერ შეამჩნიეს.
ეს გარემოება მიუთითებს, რომ მიკროავტობუსის მძღოლმა საქმის ვითარება იცოდა და უკვე თანამშრომლობდა პოლიციასთან, ხოლო ძებნილები ისე ენდობოდნენ მას, რომ არც კი გაუჩხრეკიათ მანქანა. ერთი ვერსიით, მიკროავტობუსში მანდილოსანიც იჯდა, რომელიც, სავარაუდოდ, ორგანიზებას უკეთებდა ძებნილების გადაადგილებას.
ჩანს, ძებნილების აყვანის ოპერაცია სულ სხვა ადგილას იყო განზრახული და მომზადებული, მაგრამ გზაზე რაღაც მოხდა. შეიძლება ძებნილებმა შეამჩნიეს და აღმოაჩინეს მიკროავტობუსის უკანა ნაწილში ჩამალული სპეცრაზმელები, სპეცრაზმელებმა იარაღი მოიმარჯვეს, ძებნილებს დანებება მოსთხოვეს და ატყდა სროლა.
ერთ-ერთი ვერსიით, ძებნილებს ჰქონდათ ერთი ავტომატი და ორი პისტოლეტი.
ერთი ინფორმაციით, ერთ-ერთ სპეცრაზმელს იარაღი კრიალაშვილის ზურგზე ჰქონდა მიდებული. ორმხრივი სროლის დაწყების შემდეგ კრიალაშვილი ოთხგან დაიჭრა, დაეწყო არტერიული სისხლდენა და ბევრი სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა.
სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრნენ ოთანაძე და ამირიძე.
«კვირის პალიტრისთვის» ცნობილი გახდა, რომ ორი სპეცრაზმელის ჯავშანჟილეტებსაც ატყვია ნატყვიარები, სავარაუდოდ, პისტოლეტებისა, შეიძლება ტტ-ს ტიპის პისტოლეტითაც იყოს ნასროლი."
რაც აქ წერია ძალიან გავს იმას რაც იმავე ღამეს გავიგე მაგ ამბის შესახებ და მერე ისეთი კუდები გამოაბეს რომ რევიცი რევიცი...