http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე დღეს, 21.00 საათზე შავნაბადას რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
როგორც შს სამინისტროსთან მიმდინარე მიტინგზე ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, დღეს, ‘’ცოცხალი ჯაჭვის’’ აქციის მსვლელობისას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ერთი ერთზე შეხვდეს ლევან გაჩეჩილაძეს.
‘’მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია. ადვილია არშეხვედრა. აუცილებელია მოვისმინო, რა უნდა, რას ფიქრობს, ფიქრობს თუ არა, რომ ქვეყანაში არის კრიზისია, ფიქრობს თუ არა, რომ სამართლიანია ჩვენი ბრძოლა. მაინტერესებს მისი აზრი, ვინ არის ამ კრიზისის გამომწვევი და ამ კრიზისის შემქმნელი უნდა წავიდეს თანამდებობიდან, ამას ვეტყვი მას. პოლიტიკური პარტნიორები უკვე ჩავაყენე საქმის კურსში და ახლა აქციის მონაწილეებსაც ვაწვდი ინფორმაციას~, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ შავნაბადას რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ გია გაჩეჩილაძესთან ‘’საკანში’’ მივა და პირდაპირ ეთერში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას შეხვედრის დეტალებზე და ამ შეხვედრის შედეგებზე, თუ ასეთი იქნება.
ლევან გაჩეჩილაძემ ყველას, ვინც დღევანდელ აქციაში მონაწილეობდა, დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ბრძოლა სამართლიანია.
‘’ბრძოლის ერთგულები ვართ. ბევრი მცდელობა იყო, მე და მიხეილ სააკაშვილი შევხვედროდით, მაგრამ ვერ მოხერხდა. მე თავს ვიკავებდი ისეთი შეხვედრებისგან, რომელიც საზოგადოებისთვის არ იქნებოდა ცნობილი. ერთხელ ასეთი შეხვედრის გამო უკვე დავარტყი ცხვირი~, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
პოპკორნები მოვიმარაგეთ...