#24068399 · 18 Feb 2011, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას. საქართველო რომ განსხვავებული და პოლიტიკური სისტემის მხრივ გარდამავალი ქვეყანაა (ხშირად ნეგატიურადაც, სამწუხაროდ) ეს გასაგებია, მაგრამ მიჩნდება ერთი ობიექტური კითხვა: როდესაც ვხედავთ სხვა მრავალ გავითარებულ ქვეყნებს სადაც თანამედროვე და ძველი მწერლები აგრერიგ ფასობენ და აღიარებულები არიან, უწყობენ ხელს მათ მოღვაწეობას და სიცოცხლეშივე აფასებენ ჩვენთან რატომ არ ხდება მსგვასი არაფერი? თუნდაც თანამედროვე მწერალი პაოლო კოელიო, ბორის აკუნინი ან ჯ. კ. როულინგი (რომლებიც შეიძლება სულაც არ მოსწონდეს ბევრს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის) როგორც თავიანთ ქვეყნებში, ისე მთელს მსოფლიოში აღიარებულები არიან და თავიანთი ქვეყნები ცდილობენ მათი წარმომავლობის წარმოჩენას და ხელს უწყობენ საქმიანობაში.
ასეა დასავლურ ქვეყნებში - თუნდაც რემარკის, ჰერმან ჰესესა და თომას მანის კულტი გერმანიაში და გერმანულ კულტურაში, აკუტაგავა იაპონიაში, ალან პო, ჯეკ ლონდონი ან ჰემინგუეი ამერიკაში და სხვა...
ჩვენ რატომ მიგვაჩნია რომ მწერლები ან შემოქმედებითი საზოგადოება მაინცდამაინც ცუდს აკეთებს ქვეყნისათვის?! ან რა სახის ხელშეწყობაა მათთვის?!
არ ვიცი, არადა მსოფლიოში მწერლისა და კარგი ჟურნალისტის გულის მოგების გამო ვინ რას აღარ აკეთებს, თვით დიქტატორებიც კი ზრუნავდნენ ამ განხრით, საქართველოში კი ასე არ ხდება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შესაშურია სხვა ქვეყნებისა და ჩვენი ასეთი ურთიერთსხვაობა... და დღეს უკვე პრეტენზია განსაკუთრებულ შემოქმედებაზე კი არა სახელმწიფოს უბრალოდ ხელშეწყობაზეა, რისი მაგალითიც ზემოთ, სულ ცოტა სამი მწერლის სახით მოვიყვანე – და ბესთსელერი შექმნილია!..
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|