ვკეცე ვკეცე ვერ დავკეცე საქართველოს ველებიო -ასეა ჩვენი საქმე - სულ დავდივრთ, რამდენი ვნახეთ და კიდევ რამდენი გვაქვს სანახავი! რამდენი უშენებიათ ჩვენს წინაპრებს!
2012 წლის გასვლის გეგმები:
1) ფეტვიხევი
2) თეთრანთხევის მონასტერი + ბოტისის ღვთისმშობელი
3) რაჭა - უცნობი ძეგლების ნახვა
4) ხვამლის მთა
5) გარეჯის უცნობი კომპლექსები - რაც არ გვინახავს
6) ლეპისი და მესხეთის ნაკლებ ცნობილი ეკლესიები-ახლახან აღმოუჩენიათ აქამდე უცნობი ეკლესია აწყურთან
7) მეგალითური ტური - დაგვრჩა ბეშთაშენი და ჯავახეთის მეგალითები
8 ) სამეგრელოს ტური + სამეგრელოს მუზეუმები + ნოქალქევი - + მარტვილი
9) გურიის ეკლესიები
10) ეს სიურპირზია - ვიმოგზაურებთ 6000 წლის წინანდელ საქართველოში - სად? მერე გეტყვით...
11) კლდის ქალაქში მოგზაურობა - ხრამის ხეობაში
12) დმანისის რაიონის ძეგლები
13) ურაველის ხეობა
14) ქუთაისის გარშემო - გეგუთი მაინტერესებს ძალიან+ ქუთაისის მუზეუმი
15) ბაგინეთის გათხრები -ეს აქვეა და ნებისმიერ დროს ვნახავთ
16) ვაგრძელებთ ტურს ბორჯომის ხეობაში - ყვიბისი არ მინახავს, კორტანეთი+ უცნობი ეკლესიები და თუ გაგვიმართლა გოლიათების ხეობაშიც ავალთ..
17) აბასთუმნიდან საირმეში გადავალთ ფეხით...
18 ) ზესტაფონის გარშემო ვნახავთ ძეგლებს:
http://saunje.ge/index.php?id=351&lang=ka 19) პანკისის ხეობი ძეგლები
20) ახმეტის გარშემო უამრავი უძველესი ძეგლია... ბევრი უცნობი - მარტო ახმეტაში 20 ზე მეტია ძეგლია, ზოგი მე-6 საუკუნის
http://saunje.ge/index.php?id=253&lang=ka სიას კიდევ დაემატება