რა მიკვირს იცი ამ კაცების?
ამბობენ, ქალი წმინდანთან უნდა იყოს მიახლოებული, ოჯახს ზვარაკად შეეწიროს, საკუთარი თავი, გარეგნობა, ფიქრები, აზრები, ოცნებები ყველაზე და ყველაფერზე უკან გადასწიოსო, საჭმელებიც უნდა აკეთოსო, შვილებიც ბლომად გააჩინოსო, სახლიც სულ დაბზრიალებულ-დაწკრიალებული ქონდესო, სტუმარსაც დახვდესო დიდი სუფრებითო, პახოდუ, რაც არ უნდა დაიღალოს, მაინც სულ ღიმილიანი და სათნო უნდა იყოსო, სექსები ცუდიაო, ბევრი სექსები კიდევ უფრო ცუდია და მავნებელიაო, ცალ ხელში ხმალი-რომ მტერს შეეგებოსო და მეორეში კიდენა თასიო, რომ მოყვარეს მიაწოდოსო.
ეს ყველაფერი კაი, კიდევ შეეგუება ადამიანი ასე თუ ისე
მარა
თან ეგეთი ქალები რომ არ მოსწონთ? და რაც უფრო ასაკში შედიან, მით უფრო რომ არ მოსწონთ?
თან დიდი და ლამაზი ძუძუები რომ მოსწონთ და არა 3 ბავშვის ნაწოვი და მიწლაწულ-მოწლაწული?
თან თავისუფალი ქცევები და რეალიზებული ქალები რომ მოსწონთ? კაი მანქანაზე რომ ზის და მოკლე კაბიდან ლამაზი ფეხები რომ უჩანს?
თან კაი ჩაცმულ-დახურული, კაი ტანზე დამდგარი, კაი სუნამონაპკურები ქალები რომ მოსწონთ და არა ისეთები, საჭმელების სუნი რომ ასდის და კალთაზე ბავშვის ჩაფსმული რომ აქვს?
თან კაი სექსები რომ მოსწონთ, პოზები და რამე, ორალი უმაღლეს დონეზე, ქალი-ვეფხვი, ქალი-ოცნება, ქალი-ახდენილი ფანტაზიები?
ოღონდ ის ბრიყვობა არ დაახეთქოთ რა, ყველაფერი ერთადო და რაღაცა. და თუ დაახეთქებთ, მაგალითები მოიყვანეთ რეალური.
აბა, გისმენთ.
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno