კანგალი — ერთ-ერთი იმ შინაურ ცხოველთაგანია, რომელიც თავის ფუნქციას — დაცვას იდეალურად ასრულებს. კანგალი თურქეთის ნაციონალურ ჯიშად არის აღიარებული. ამ ძაღლს, რომელსაც ზრდასრულ ასაკში ძნელად თუ შეხვდებით 120 ფუნტზე (64კგ) ნაკლები წონისას, ტრადიციულად იყენებდნენ დაცვისთვის. კანგალი მიეკუთვნება მასტიფის ტიფს. კანი აქვს გამძლე, ფერმკრთალია ან სიასამურის ბეწვის ტიპის (რომელიც ძალზედ ძვირფასია) და აქვს შავი სახე (აუცილებლად). კანგალის მეორე სახელია ”კარაბაში”, რომელიც ითარგმნება როგორც შავ-თავა (თურქულად კარა-შავი ; ბაშ - თავი). ამ ჯიშს ხშირად მიაკუთვნებენ მეცხვარულ ძაღლს, მაგრამ მხოლოდ ამ ტიპად მოხსენიება არ შეიძლება, რადგან ის აქტიურად გამოიყენება არა ფარის შესაკრებად და გასარეკად (რაც მეცხვარის მოვალეობაში შედის), არამედ ცხვრის დასაცავად მგლისგან, ტურისგან და დათვისგანაც კი. ბავშვებისადმი კეთილადგანწყობილმა და მათმა მცველმა კანგალმა, ფართოდ მოიკიდა ფეხი თურქეთის ტერიტორიაზე.
გარეგნობამოზრდილ მამლებს დაახლოებით 28 ინჩის (75 სმ) სიმაღლის ფეხები აქვთ და იწონიან 60კგ-ს. ძუები ყოველთვის მნიშვნელოვნად პატარები და ნაკლებწონიანები არიან. ლეკვების წონა დაბადებისას აღწევს 900 გრამამდე და ამ დღიდან შვიდი კვირის შემდეგ ისინი უკვე 10კგ ს აღწევენ. კანგალი ნაკლებად წონიანია, ვიდრე მისი მონათესავე მასტიფური ჩამომავლობის ძაღლები, რაც საშუალებას აძლევს მას, განავითაროს 50კმ/სთ სიჩქარე. კანგალის კანი დაფარულია დაბალი რუხი ბეწვით, რომელიც თავის მხრივ გრძელი, უხეში ბეწვითაა დაფარული. ორმაგი ბეწვი უზრუნველყოფს დაცვას ზამთრის ყინვისა და ზაფხულის სიცხისგან, იმ დროს, როცა მისი გრძელი და უხეში ე.წ. ზედა ბეწვი წვიმას და თოვლს “იგერიებს”.
ფერი და ტყავის ტიპი შესაძლოა ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება იყოს კანგალისა აკბაშისაგან და ანატოლიურისაგან. ბეწვი უნდა იყოს დაბალი, ხშირი და არა გრძელი. ფერი: ფერმკრთალი მოწითალო-მიხაკისფერი ან მოყვითალო ყავისფერი. ყველა კანგალს აქვს შავი სახე, და შავი ან მოშავო ყურები. გამოკვეთილი თეთრი ადგილები: მკერდი, ნიკაპი, ფეხის თითები, შეიძლება არ იყოს დაშვებული სტანდარტის მიხედვით. გვხვდება კანგალები (უმეტესად მძიმე) რომელთაც მუქი ფეხები და მკერდი აქვთ. ბეწვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ზოლიანი ან ლაქებიანი. მცველად აღსაზრდელ კანგალს მწყემსები ყურებს აჭრიან დაბადებიდან რამდენიმე კვირაში. ეს მის გარეგნობას ალამაზებს და იცავს - ყური ძაღლის ყველაზე სუსტი ორგანოა. გრძელი ყურები მოწყვლადია (სუსტი წერტილი) მტაცებელთან ორთაბრძოლისას.
ტემპერამენტიიდეალური კანგალი უნდა იყოს წყნარი, დამოუკიდებელი და დამცველი. ისინი შეიძლება გულგრილები იყვნენ უცხო პირების მიმართ, მაგრამ უცხო გარემოში კანგალი ძალიან მეგობრულია მნახველების, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. ისინი არასდროს არიან მორცხვები ან ავები. კარგად გაწვრთნილი კანგალი არის მგრძნობიარე და სულ ფხიზლად არის, რომ სიტუაციის ცვლილება არ გამოეპაროს. ის საჭირო შემთხვევებში, ყოველთვის სწორად იღებს გადაწყვეტილებებს და უსაზღვრო სიმამაცესაც იჩენს. ისინი შეიძლება ვერ შეეწყონ გამოუცდელ მეძაღლეებს, რადგან კანგალის დამოუკიდებელი ხასიათი მას რთულ მოსწავლედ სახავს უმრავლესობისთვის.
ესეც ჩემი კანგალისა და აზიურის ნაჯვარი პატარაობაში This post has been edited by Nasus on 12 Jul 2013, 17:07