merabsoni
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 418
წევრი No.: 51893
რეგისტრ.: 19-January 08
|
#14293416 · 15 Jun 2009, 22:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მ ა ს ო ნ ო ბ ა
დასავლეთი
ა რ ქ ა ი ზ მ ი
აღმოსავლეთი
მკრეხელური აზრები “ ცივი და ცხელი” ადამიანებისათვის
წინასიტყვაობა
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ეტაპზე სიცრუეშია დანთქმული. ჩვენთან სიტყვა ცეცხლია და საქმე კი _ წყალი; სიცრუე ისეა გამჯდარი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, რომ იგი უკვე ბუნებრივ მოვლენად აღიქმება ჩვენს საზოგადოებაში (რა თქმა უნდა, არსებობს კეთილი გამონაკლისები). ჩვენი პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ყოფა მთლიანად სიცრუეშია და როგორც თევზი ვერ აცნობიერებს, რომ ის წყლის უზარმაზარ ოკეანეში არსებობს, ასევე ჩვენს საარსებო გარემოდ გარს შემოგვერტყა სიცრუე და ამ სიცრუის ოკეანეს ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ, რომ თითქმის აღარც გვახსოვს, რომ სიცრუის გარდა არსებობს ჭეშმარეიტება და სიმართლე. (თუმცა ყველა ჩვენგანის სახეზე ამოიკითხება ასეთ ყოფაში არსებობით გამოწვეული ტანჯვის კვალი და ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ ცნობიერად თუ არაცნობიერად, ყველანი მივილტვით იქ, სადაც არის ხსნა: სიმართლე, ჭეშმარიტება და ნათელი) Aამიტომ ასეთ საზოგადოებაში წყრომას სიცრუე კი არ იწვევს, რომელიც აულაგმავად დათარეშობს და რომლის მიმართაც მდგრადი იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, არამედ წყრომას იწვევს სიმართლე, რომელიც არაბუნებრივი მდგომარეობაა ჩვენთვის და ამიტომ სიმართლეც გვაღიზიანებს როგორც ყველაფერი, რასაც არ ვართ შეჩვეულნი; ეს გაღიზიანება, რომელიც ფსიქიურ-მშვინვიერია თავისი ბუნებით და აზრსა და პოლემიკაში უნდა იქნას გამოხატული და გადაჭრილი, ხშირად ვეღარ ეტევა ფსიქიურ-მშვინვიერში და თვით ფიზიკურ დონეზე ანგარიშწორებებამდეც კი ჩამოდის. ამას ადასტურებს ფაქტიც, რომ წერილი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, 1999 წელს არის დაწერილი, მაგრამ ჩვენმა პრესამ არა სახელმწიფო ან საეკლესიო, არამედ უფრო ”საზოგადოებრივი ცენზურის” შიშით დღემდე ვერ გამოაქვეყნა იგი.A ამდენად წერილი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, იმ შემთხვევაში, თუკი მასში არის რაიმე სიმართლისეული, ბევრ მკითხველში წყრომას გამოიწვევს; ეს წყრომა კი წერილის ავტორს დაუდასტურებს, რომ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში მართლაც არსებულა სიმართლის რაღაც ნატამალი. ხოლო თუ ჩვენმა მოსაზრებებმა არავინ დააფიქრა და არავინ გაანაწყენა, მაშინ ჩავთვლით, რომ ჩვენი აზრები სიუცრუეა, _ ”არც ცხელი არც ცივი” და დაუნანებლად უნდა გადავუძახოთ მაკულატურაში. Aამით იმის თქმა კი არ გვსურს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ, უსამართლოდ მოვექცეთ და ეს თვითმიზნად გადავაქციოთ ისე, თითქოს ეს კარგი რამ არის; ჩვენ მიგვაჩნია, რომ რადგანაც სიცრუეს ბუნებრივ ასაარსებო გარემოდ მივიჩნევთ, სიმართლეს არაბუნებრივ მოვლენად, _ მტკივნეულად, ჩხვლეტასავით აღვიქვამთ; მაგრამ თუ ეს ჩხვლეტა ვინმეს შეაკრთობს და თუნდაც წამიერად ”მოყვარეს პირში უძრახეს” პრინციპით სიმართლეში ამოაყვინთვინებს, მაშინ ეს ჩხვლეტა შეურაცხყოფად კი არა, პოზიტიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. Mმართებული იქნება ითქვას, რომ წერილის ავტორს სრულებითაც არ აქვს პრეტენზია, რომ იგი ჭეშმარიტებას ლაპარაკობს; მაგრამ ავტორი იმას კი ცხადად აცნობიერებს, რომ ჭეშმარიტება სადღაც აქ არის, ჩვენი ამჟამინდელი თემის სიახლოვეს და იქნებ ჩვენმა მოსაზრებებმა ის მაინც შეძლოს, რომ თემის ირგვლივ აღძრას სხვების - სხვა და უკეთესი აზრები.
* * * * *
Mმასონობა _ "ბუა" უფროსებისთვის
ანუ არქაიზმი და არქაისტები
`იგი (გაბრიელ ეპისკოპოსი) სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული.~
ილია ჭავჭავაძის სიტყვიდან გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე.
* * *
ვინაც ფლობს ცოდნას და ხელოვნებას, აქვს რელიგიაც. ვისაც ორთავე აკლია, ჰქონდეს სარწმუნოება. გოეთე.
* * *
ყველა ქვეყანაში უფროსებს აქვთ საფრთხობელა სიტყვების (უსაგნო ობიექტების) მთელი არსენალი მცირეწლოვან ბავშვთა მართვისათვის. ეს არის უაზრო გრძნობების და ბგერით-ემოციონალური სუბსტანციებისაგან ამოღებული შიშის შემცველი ელემენტების ბგერითი ექსტრაქტი, ამ ელემენტების გუნდა. ეს გუნდა თითქოს აზრით არის შეკრული, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციონალური რამ არის და მასში არაფერია აზრობრივი. საქართველოში ყველაზე გავრცელებული ასეთი სიტყვა არის – "ბუა". ჩვენ ამ სიტყვით ვაშინებთ ჩვენს პატარებს; მათ არ იციან რა არის ეს "ბუა", მათ ამ სიტყვის გაგონებაზე უჩნდებათ შიშის არაცნობიერი განცდა და თუკი ბავშვს ჰქონდა ეზოში გასვლის სურვილი, უფროსს კი არ ეცალა მისთვის, – ეზოში "ბუა" არისო და ბავშვის სურვილი დათრგუნულია შიშით. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ უფროსიც ისეთივე არაცნობიერია ამ სიტყვის მიმართ, როგორც უმცროსი. ბავშვი – ბავშვია და მას ვერ მოსთხოვ გაერკვეს ამგვარი სიტყვების არსში, მაგრამ, არც უფროსები ვიწუხებთ თავს ამით. ერთი სიტყვით, ორივენი _ უფროსიც და უმცროსიც ამგვარ სიტყვათა მიმართ რჩებიან არაცნობიერნი. ეს რაც შეეხება ბავშვებს, მაგრამ გადავინაცვლოთ უფროსთა სამყაროში და დავინახავთ, რომ ეს სამყაროც სავსეა ბუასმაგვარი საფრთხობელა სიტყვებით და უფროსებიც ისეთივე შიშით რეაგირებენ მათზე, როგორც პატარები. რაც მეტად ცივილიზებული და ცნობიერია საზოგადოება, მით უფრო ნაკლებია მასში ამგვარი არაცნობიერი შიში და პირიქით, რაც უფრო არქაული და არაცნობიერია იგი, მით უფრო მეტია მასზე საფრთხობელა სიტყვების ზემოქმედების ეფექტი. უფროსთა სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებულია რელიგიურ-სულიერი სფეროდან ამოგლეჯილი საფრთხობელა სიტყვები, რომლებიც ცნობიერი თვალის და ყურისათვის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ არიან საშინელნი. ასეთი სიტყვებია: სექტანტი, ბაპტისტი, მასონი, კოსმოპოლიტი, ზოგან თვით ”ებრაელიც” კი… ადამიანები ამ სიტყვებს რელიგიურ-სულიერი სფეროდან იღებენ იმის გამო, რომ სწორედ ამ სფეროს მიმართ არიან ყველაზე მეტად არაცნობიერნი და ყველაზე დიდი შიში ჩნდება სწორედ შეუცნობელთან მიმართებაში. საქართველოში უფროსებისათვის განკუთვნილ საფრთხობელა სიტყვებიდან ყველაზე დიდი გამოყენება აქვს სიტყვა ”მასონს”. მასონი – ეს არის "ბუა" უფროსებისათვის. მოდით მივმართოთ, რამდენადაც ეს ძალგვიძს, ჩვენი ცნობიერების სინათლე ამ სიტყვისაკენ. ჩვენი აზრით, ეს სჯობია გაკეთდეს არა კუშტი სერიოზულობით, არამედ ირონიული და პირველ რიგში თვითირონიული თავისუფლებით, რადგან ეს არის ისეთივე უსასრულო თემა, როგორც თვით ადამიანი და უსასრულობაზე საუბრისას ჩვენი მხრიდან ირონიანარევი ტონი იქნებ უფრო ადექვატურიც კი იყოს, ვიდრე _ კატეგორიული. მითუმეტეს, რომ წერილის ავტორი არ იცნობს არც ერთ ადამიანს, რომელიც განაცხადებდა, რომ იგი მასონია და მასალებიც, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ, არის არამასონური, მაგრამ _ სანდო წყაროები, რომელთა დასახელებისგან ჩვენ შეგნებულად შევიკავეთ თავი. ვინ ვის აშინებს ამ სიტყვით? _ საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელმაც თითქოს იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა და შინაარსი, ცდილობს შეაშინოს მეორე ნაწილი, რომელიც ასევე თითქოს ხედავს თუ გრძნობს მასონობის საშინლად ნეგატიურ არსს და ამიტომ ძალზე აღშფოთებული და შეშინებულია "უფროსების ბუათი". მაგრამ, საზოგადოების ორივე ნაწილი ისეთივე არაცნობიერია ამ სიტყვის შინაარსის მიმართ, როგორც "ბუას" მიმართ ბავშვები და მათი შემშინებელი უფროსები. არც შემშინებელმა უწყის რა არის მასონი, არც შესაშინებელმა იცის, რატომ უნდა ეშინოდეს მასონის. კერძოდ, საზოგადოების რომელი ნაწილია პირველი – შემშინებელი? ჩვენი დაკვირვებით, ეს არის საქართველოში (საერთოდ ყველგან) არსებული კონსერვატიულად, ანდა სხვაგვარად რომ ვთქვათ, არქაისტულად განწყობილი ნაწილი, რომელიც მუდამ უკან იხედება – წარსულში. მათი სამშობლო და მიზანი არის წარსულში. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა გამოჩნდეს, მე ასე ვიტყოდი, _ თუმცა ჩვენ არ ვართ მუსლიმური ქვეყანა, - ეს არის საქართველოს მოსახლეობის ფანატიკურ ისლამისტური ნაწილი. ისლამისტური იმიტომ, რომ სწორედ ისლამის წიაღში ჰპოვა არქაიზმმა, ფანატიზმმა თუ დოგმატიზმმა ყველაზე მეტად ნოყიერი ნიადაგი. საქართველოში კი ფორმალურად ეს ნაწილი ყველაზე მეტად ქრისტიანია, ყველაზე მეტად ეროვნული; ეს ნაწილი ყველაზე მეტად იცავს ქართული ენის სიწმინდეს, მის სიძველეს; ის ყველაზე მეტად უფრთხილდება ქართულ კულტურას, ქართულ საგანძურს. მოსაწყენია ამდენი ბრჭყალების თუ წინწკლების ხმარება, თორემ ყველა ეს მათი სიქველე წინწკლებში იყო ჩასასმელი. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ თვით ამ სტრიქონებშიც საზოგადოების ამ ნაწილის წარმომადგენლები აზრს კი არ ეძებენ, არამედ იმას, რამდენად არის შელახული მათი გრძნობები და ემოციები, რამდენადაა დარღვეული ქართული ენის გარეგანი ქსოვილი და ა.შ. ამრიგად, ეს არის ფუნდამენტალიზმისკენ, _ პოლიტიკაში ნაციონალისტური და რელიგიაში ორთოდოქსური ფუნდამენტალიზმისკენ მიდრეკილი მასა. ფუნდამენტალურს უწოდებენ ისეთ გაბატონებულ იდეოლოგიას, რომელიც საზოგადოების ყველა ინტერესს, ყველა მის შინაგან თუ გარეგან რესურსს მხოლოდ ერთ იდეაზე, ერთ საძირკველზე მიაშენებს და გამორიცხავს დემოკრატიას და პლურალიზმს. ასე მაგალითად, თუ ჩვენი ქვეყანა გახდება ნაციონალისტური ფუნდამენტალიზმის ქვეყანა, (ამის მცდელობა იყო და არის) მაშინ ყველაფერი უნდა დავატრიალოთ ჩვენი ეროვნულობის ირგვლივ; მაშინ ჩვენთვის ამ სამყაროში ყველაფრის თავი და ბოლო უნდა იყოს ქართველი და ქართული. ჩვენმა მწერლებმა უნდა წერონ ეროვნული ნაწარმოებები; ქართველმა მხატვრებმა უნდა ხატონ ქართული იები და ქართული მუხები; ქართველმა ისტორიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ყველგან - პელაზგურში, ფინიკიურში, აცტეკურში თუ ჩინურში, _ ყველგან იბერიულ-ქართული ფენომენი არის დამალული; ქართველმა გამომგონებლებმა უნდა გამოიგონონ ეროვნული ანტენები და აგრეთვე ეროვნული კომპიუტერები, რომლებიც გამოთვლიან, რომ ქართველი ოცდაოთხჯერ სჯობია რუსს, შვიდჯერ გერმანელს და ა.შ..… მახსენდება ეროვნული მოძრაობის წლები: მესტიაში თბილისიდან ამოვიდა ეროვნული მუხტით აღვსილი ეკოლოგების ჯგუფი, რომელთაც სვანეთში უნდა შეექმნათ ერთ-ერთი ეკოლოგიური რგოლი და როდესაც ამ რგოლის წევრად იური ბურლაკოვიც დავასახელეთ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებით ამ სფეროსთან არის დაკავშირებული, (ეს შესანიშნავი პიროვნება იმჟამად მესტიაში ცხოვრობდა) თბილისიდან მოსულებმა სასტიკად გაგვკიცხეს: "-როგორ შეიძლება ამ კუთხის შვილები რუსს რთავდეთ ასეთ ეროვნულ საქმეში?!" ანდა თუ ჩვენი ორთოდოქსალები გადაგვწონიან და მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის ქვეყნად გადავიქცევით, (ძალიან კარგი პირობებია შექმნილი აგრეთვე ქურდული ფუნდამენტალიზმისათვის) მაშინ ყველაფერი უნდა გახდეს ნაკურთხი - სანთლები, წყალი, ჰაერი, შენობები, კორუმპირებულ მოხელეთა და ფულის მინისტრთა კაბინეტები, თვითონ ეს მინისტრები და მათი ნაქურდალი ფული. უნდა ვაკურთხოთ ლურსმნები, ქაფჩები და ჩაქუჩები. ხოლო თუ იქამდეც განვვითარდებით, რომ ურწმუნოები, სხვა რელიგიის მიმდევრები, სექტანტები და სხვაგვარად მოაზროვნეები უნდა ჩამოვახრჩოთ, მაშინ აუცილებლად დაგვჭირდება ნაკურთხი სახრჩობელები. რა თქმა უნდა, ვხუმრობთ, მაგრამ ფუნდამენტალიზმის სახე მართლაც ასეთი გროტესკული ხდება, თუ მას დრო და სივრცე მიეცა განვითარებისათვის: ალაჰია ერთადერთი ღმერთი და მუჰამედი მისი ერთადერთი მოციქული; გერმანელი - აი ნამდვილი არიელი და ებრაელი - აი მისი უბოროტესი მტერი; "Ленин жил, Ленин жив, Ленин будет жить"… ამრიგად ფუნდამენტალიზმი არის ცნობიერების შევიწროება მხოლოდ ერთი, აკვიატებული იდეის მხუთავ არტახებში. ჩვენ ძირითად თემასთან დავბრუნდით. ამ მასისათვის მთავარია არა აზრი, არა გონი, არამედ ემოციის და გრძნობებისგან ნაქსოვი პატრიოტიზმი და კეკლუცობა ენის არქაიზმით, მისი მოჟღურტულე, ოღონდ უაზრო სტიქიით. მკითხველი კარგად გაიგებს რას ვგულისხმობთ ენის არქაიზმში, თუ აიღებს და გადაშლის ნიცშეს "ასე ამბობდა ზერატუსტრას" ტატიშვილისეულ თარგმანს, (რათქმა უნდა უდიდეს პატივს ვცემთ ერეკლე ტატიშვილს, როგორც დიდ და ორიგინალურ ინდივიდუალობას, როგორც ქართული ენის უდიდეს სპეციალისტს, როგორც უმამაცეს ადამიანს, რომელმაც კომუნისტური დიქტატურის ყველაზე შავბნელ ხანაში შეჰბედა ნიცშესთან მიახლოება. Pპრეტენზიას გამოვთქვამთ მხოლოდ ხსენებული, კონკრეტული თარგმანის მიმართ), სადაც ნიცშეს ნააზრევი თითქმის ბოლომდე შეუწირავს ქართული ენის არქაიზმს, ენის ამუსიკება-გასიმღერებას და საეჭვოა ვინმემ რაიმე აზრი გამოიტანოს ამგვარი ”ზარატუსტრადან”. რა თქმა უნდა თვით ნიცშეს ორიგინალიც, როგორც სავარაუდოა და როგორც ამას ადასტურებენ ჩვენთვის ხელმისაწვდომ სხვა ენებზე შესრულებული თარგმანები და ასევე გერმანულის მცოდნენი, უდიდეს პოეზიას ასხივებს აზრთან ერთად, მაგრამ ეს არ ხდება აზრის ხარჯზე, არმედ აზრთან პარალელურად და ჰარმონიაში. ხსენებულ ქართულ თარგმანში კი აზრი ჩრდილადღა თუ ახლავს ენის სუბიექტურ არქაიზმს. ქართულ მწერლობაშიც უხვად არის ნაწარმოებები, _ გრძნობით–ემოციური ამუსიკების და სენტიმენტალური კეკლუცობის უაზრო მაგალითები, _ თუმცა კი ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მზად იმისათვის, რომ ვინმემ გაბედოს ამ ავტორიტეტული მწერლების დასახელება, რადგან ვინც გაბედავს და იტყვის, ის "უცილოდ დაიწვება უშრეტის ცეცხლით". ამგვარად ეს მასა შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც, მათდა სამწუხაროდ, საქართველოში დაიბადნენ, სადაც აღმსარებლობა ვერ იქნება მთლად ისეთი ფანატიკური, როგორც მუსლიმურ ქვეყნებში, თორემ რა თქმა უნდა, არა მთელი მასა, მაგრამ ამ მასის ყველაზე რადიკალურ-ექსტრემისტული ნაწილი აუცილებლად გახდებოდა აიათოლა ჰომეინის, სადამ ჰუსეინის თუ ბენ ლადენის თავდადებული თანამებრძოლი. თავიანთი წვერებით ან ჩადრებით სიამოვნებით აიფეთქებდნენ თავსაც და ყველაზე ხალხმრავალ სუპერმარკეტს თუ მეტროპოლიტენის სადგურსაც სადმე პარიზში ან ნიუ-იორკში, თუკი ასე ინებებდა მათი სულიერი წინამძღოლი. დაახლოებით ასეთად გვესახება საზოგადოების ის არქაისტული ნაწილი, რომელიც მასონობით აშინებს რომელიღაც მეორე ნაწილს და თუ ამ უკანასკნელს კარგად ჩავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ეს მეორე ნაწილი ძირითადად იმ პირველივე ნაწილს წარმოადგენს. პარადოქსია? შეიძლება, მაგრამ როგორც შევთანხმდით, გაცნობიერების ჩვენეული მცდელობა იქნება თავისუფალი და თვითირონიულიც კი, რადგან მეტისმეტი სერიოზულობა ყველაფერს მეტისმეტად არასერიოზულს ხდის. _ ამრიგად გამოდის, რომ შემშინებელი თავის თავსვე აშინებს, რადგან, მსგავსი მუდამ ნახულობს მსგავსს და ყველაზე მეტად - თავისსავე წიაღში. მოდით, ჯერ უფრო ღრმად შევიდეთ უფროსთა "ბუას" ფენომენში და მერე ვცადოთ ზოგადად მაინც გავერკვეთ ნამდვილ მასონობაში. შევთანმხდეთ და ადამიანს, რომელიც მასონობით აშინებს სხვებს, დავარქვათ ძველი, ან იგივე არქაისტი ადამიანი. რა არის მთავარი მახასიათებლები ამ ტიპის ადამიანისთვის? _ ასეთი ადამიანი არასდროს არ ცდილობს თავისი ცნობიერება საკუთარი თავისკენ მოაბრუნოს. მისი მზერა ყოველთვის მიმართულია გარეთ – სხვისაკენ, და როდესაც მხოლოდ სხვას უყურებ, აღმოაჩენ, რამდენი უარყოფითი რამ არის სხვაში. როგორც ჩვენ ყველას გაგვიგონია, ადამიანი დაეცა. ეს ყველას გვსმენია, მაგრამ ადამიანი არ ცდილობს დაინახოს ეს რეალობაში. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ეს დაცემა აღვიქვათ არა როგორც ნამდვილი, არსებითი, ეგზისტენციალური ფაქტი, რომელიც ეხება ყოველ ჩვენთაგანს: მე, შენ, თქვენ.. რომ ეს ყოველი ჩვენგანია დაცემული, დეგრადირებული. ჩვენ დავკარგეთ სულიერი ყოფიერების სიმაღლე, ჩვენი თავდაპირველი სამშობლო _ სამოთხე, და ჩამოვვარდით მიწიერი არსებობით შევიწროებულ ცნობიერებაში – ტალახიან მატერიალიზმში. სწორედ ამ ტალახს და მატერიალიზმს ხედავს სხვისკენ მიმართული მზერა სხვა ადამიანში და რადგანაც ის არასდროს არ უყურებს საკუთარ თავს, ამიტომ ვეღარც იმას ამჩნევს, რომ იგი თვითონაც ასეთივე ამოსვრილია და იქნებ უფრო მეტადაც კი. მაგრამ, შიშველი რეალიზმი ისეთია, რომ თუ არ დაინახე შენი ნაკლი, ვერც ვერასდროს გამოასწორებ მას. დანახვა კი ტკივილს იწვევს, ტკივილი მწარეა და სულაც არ მინდა განვიცადო იგი; ამიტომ მე ჩემს მზერას არ მოვაქცევ ჩემსკენ, ჩემი შეცდომებისკენ (ცოდვებისკენ), ის მუდამ სხვისკენ მაქვს მიმართული და სხვის დაცემულობას ვუყურებ და ვკიცხავ; დაე, სხვას ეტკინოს სატკივარი. როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი შედგება ასეთი ადამიანებისაგან, რომელთა მზერაც მიმართულია არა თავისაკენ, არამედ გარეთ, მაშინ ძალიან ძნელია, რომ ასეთ საზოგადოებაში არსებობდეს სიყვარული. სიყვარული ჩნდება შინაგან მდგომარეობაში, როდესაც შენს მზერას საკუთარ თავსვე მიაპყრობ და აღმოაჩენ, რამდენი შეცდომაა შენში, რამდენი ნაკლი, და, როდესაც გვყოფნის მამაცობა და უკვე ნახსენები ტკივილის მიღებით მიიწევ შენი ნაკლოვანებების (ძველებურად ცოდვების) სიღრმეში, ერთხელაც დაინახავ, რომ ამ შეცდომების შიგნით, ძალიან, ძალიან შორს _ _ შენი არსების უსასრულო უფსკრულში ჯერაც ცოცხალია და ფეთქავს ამ შეცდომებით დაფარული შენი ნამდვილი, დაცემამდელი წმინდა არსი, შენი ნამდვილი "მე", რომელიც მარად შიგნით არის, სიღრმეში, ჩვენი შინ დაბრუნების მოლოდინში და თუ შეძელი მასთან მიახლოება თუნდაც ისე, რომ სუსტად მაინც მოგწვდეს მისი სუნთქვის შემკვრელი ცრიატი, მაშინ იმასაც დაინახავ, რომ შენს გარეთაც, ყველგან და პირველ რიგში, ყველა ადამიანში თვლემს ეს ნათელი. აი, ამ მდგომარეობამდე მისვლას ერქვა მონანიება ძველ ქრისტიანულ ოკულტიზმში. ამ მდგომარეობაში გასაგები ხდება, რა ყოფილა სიყვარული და რატომ უყვარდათ და უყვართ დიდ სულებს დაცემული და გასვრილ-გაბოროტებული ადამიანი, რაშიც ეს დიადი ადამიანები სწორედ ამ მთვლემარე ნათელს ჭვრეტენ უამრავი ნაკლის და ბოროტების მიღმა და შიგნით. ადამიანს, რომელიც ამის გაცნობიერებას იწყებს, თავს დაატყდება დამთრგუნავი, სასოწარმკვეთი სინანული და განცდა, რომ მთელი მისი არსებობა, ყველა მისი საამაყო საქციელი, ვაჟკაცობა, მეგობრობა, რელიგიურობა და ა.შ. რითაც აქამდე ასე მოჰქონდა თავი, ყველაფერი ეს ყოფილა მხოლოდ მისი ”ეგოს”, მისი პატივმოყვარეობის, მისი ნახევარკაცობის გამოხატულება _ სხვა არაფერი! Dდა თუკი ადამიანი ამ სინამდვილეს თვალს მამაცურად გაუსწორებს და შეშინებული კვლავ არ დაიმალება მისი პატარა ”მეს” ცრუ, ილუზორულ დაცულობაში, მასში იწყება დიადი მონანიება, განმწმენდი სინანული _ კათარზისი. სწორედ ეს არის მონანიება და არა ის, რომ რომელიმე ”მოძღვარ მამაოსთან” იარო წყალწყალა აღსარებებისთვის, რაც ისევ ”ეგოს” გაძლიერებას იწვევს, რადგან ახლა სხვა ამაო სიამაყეებს ემატება კიდევ ერთი სიამაყე, რომ _ ”მე ახლა მორწმუნე ვარ, მე მყავს მოძღვარი, ვისთანაც ვიწმინდები ჩემი აღსარებებით”. Nნამდვილ მონანიებაში შესული Kკი თავიდან თუ მოსიყვარულე არა, შემწყნარებელი მაინც ხდება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან ახლა უკვე ხედავს, რომ გაუკუღმართებული ცხოვრების გამოსწორება ყველამ თავისი თავიდან უნდა დაიწყოს და არა სხვათა ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით და სხვათა გაკიცხვით. როგორც უკვე ვთქვით, თუ საზოგადოებაში არ არსებობს ეს რეფლექსია, ეს ცნობიერი სამშვინველი, (ვიხმაროთ ნებისმიერი მსოფლმხედველობის ტერმინი), რომელიც ნაკლის ძიებას საკუთარი თავიდან იწყებს, მაშინ ასეთ საზოგადოებაში ადგილი არ რჩება სიყვარულისათვის. ამგვარ საზოგადოებაში უფრო მეტად არსებობს სიძულვილი, არსებობს ფანატიზმი და ამას სიყვარულად ან ერთგულებად ნათლავენ. მაშინ ეს საზოგადოება არის სიძულვილით გაერთიანებული საზოგადოება, რომელიც შესაძლოა, ერთ მუშტადაც კი იყოს შეკრული ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ, მაგრამ, ეს იქნება სიძულვილის მუშტი. ასეთ საზოგადოებაში ადვილია ააგორო ყველაფერი, რაც იმპულსს ეგოიზმიდან და სიძულვილიდან იძენს: ნაციზმი, სეპარატიზმი, აგრესიულობა ყოველივე ახლისადმი, აგრესიულობა შენთვის მიუღებელი რელიგიებისადმი და შენთვის მიუღებელი აზროვნების, პოლიტიკის თუ პოლიტიკოსისადმი. საზოგადოების სწორედ ამ ნაწილს ვუწოდებთ არქაისტულს და სწორედ ეს ნაწილი ხმარობს საფრთხობელა სიტყვებს ყველას დასაშინებლად. ამ ნაწილისათვის მასონობა ასოცირებულია რაღაც ნეგატიურ დასავლურთან, რომელიც თითქოს ცდილობს დაამხოს ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ისტორია, ხელში ჩაიგდოს ჩვენი საგანძური, წაგვართვას ენა და გაგვხადოს (შემოდის ახალი საფრთხობელა სიტყვა) კოსმოპოლიტები.
ეროვნული და ზეეროვნული
აქ მცირედ გადავუხვიოთ ჩვენი აზრების მთავარი გეზიდან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცადოთ ეროვნულ და ზეეროვნულ (კოსმოპოლიტურ) ფენომენში შეხედვა; ფენომენში, რომელიც ასეთ წინააღმდეგობრივ დაპირისპირებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. საკითხი მშვენივრად არის განათებული ვაჟა ფშაველას წერილში "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". ცივილიზებულ –კულტურული ცნობიერება დაახლოებით ამგვარად უდგება ამ საკითხს: ეროვნულობა ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენი ინდივიდუალური ფიზიკური სხეულის მსგავსად. ჩვენ აუცილებლად და კარგად უნდა მოვუაროთ ამ სხეულს, რასაკვირველია არა სხვა სხეულების შევიწროების და დაჩაგვრის ხარჯზე. ეს არის აუცილებელი პირობა ჩვენი ფიზიკური არსებობისათვის. ასევე უნდა განვიხილოთ ჩვენი ეროვნულობა. როგორც ცალკეული ადამიანისათვის მისი ინდივიდუალური ფიზიკური სხეული არის ამქვეყნიურობაში განსხეულების და თვითრეალიზაციის საშუალება, ასევე ერი წარმოადგენს მრავალ პიროვნებათაგან შემდგარ ერთ ცალკეულ ეროვნულ ინდივიდუალობას სხვა ერთა შორის. მაგრამ, როგორც ცალკეული ადამიანის ფიზიკური სხეული არის არა თვითმიზანი, არამედ მხოლოდ საშუალება, რომ ეს ადამიანი თავისი სრულყოფილი, ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური არსებობით იქცეს სოციალურ არსებად, რომელიც ჩადგება სრულყოფილი სოციალური და ეროვნული საქმის სამსახურში და არ იქნება მხოლოდ საკუთარი სულიერ-ფიზიკური არსების მსახური, ასევე, ესა თუ ის ერი უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო საქმის სამსახურში და არ უნდა დაემორჩილოს ყოველ ცალკეულ ერზე ზეგრძნობადი ნეგატიური არსებებიდან გარდამომდინარე გამთიშველ შელოცვა–ჩურჩულს (შეიძლება ვთქვათ აგრეთვე ინსპირაციას), რომელიც ყველა ერს ეჩურჩულება მისი განსაკუთრებულობის და სხვა ერებზე აღმატებულობის შესახებ. შელოცვის ამგვარივე მომენტი არსებობს ცალკეულ პიროვნებებთან მიმართებით. ყველა ცალკეული ინდივიდუალობაც ასევე განიცდის არაცნობიერ ზეწოლას უხილავი ეგოიზმის სულებისგან; მოწოდებას ეგოიზმის და გაამაყებისაკენ, შთაგონებას, რომ ის ყველაზე კარგი და ჭკვიანია. მაგრამ ორივე შემთხვევაში ამ ჩურჩულს აყოლილი და ამის გამო გათვალული ინდივიდუალობაც და ერიც წყდება სამყაროს განვითარების ობიექტურ–ღვთაებრივ მდინარებას და თანდათან გადადის პათოლოგიურ, შეპყრობილ ეგოიზმში, რაც თუკი ცალკეული ინდივიდუალობის შემთხვევაში ნაკლებ მასშტაბური და ამდენად ნაკლებ საშიშია, ერის შემთხვევაში, მით უმეტეს თუ ეს დიდი ერია, მთელ კაცობრიობას ექმნება დიდი საშიშროება. (მაგალითი გერმანული ნაციზმი). ამრიგად, არც ცალკეული ინდივიდუალობა და არც ცალკეული ერი არ წარმოადგენს თვითმიზანს სამყაროს განვითარებაში. პირველ, ე.ი. ინდივიდუალობის შემთხვევაში სწორია მიდგომა, როდესაც ეს ინდივიდუალობა ყოველმხრივ ავითარებს თავის თავს, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ ის თავის კერძო და ინდივიდუალურ ამბიციებს, გამორჩეულობას თუ სიკარგეს, (თუ მართლა აქვს ასეთი თვისებები) ეგოიზმის და სიამაყის მათრობელა გარსში კი არ ჩაკეტავს, კი არ განდგება და განცალკავდება გაამაყებული, არამედ ყოველივე ამას მსხვერპლად სწირავს ეროვნულს, და თუკი აქვს თვით ეროვნულზე აღმატებული რამ, ის თავისი სისავსიდან უნაწილებს საერთო, ზოგადადამიანურ პრინციპს, ის ხდება კოსმოპოლიტი. ასევე, არც ეროვნულობა არის თვითმიზანი. ერმაც ყველა თავისი გამორჩეული კეთილი თვისება, უნარი, თავისი ნიჭიერება, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ უნდა განავითაროს, მაგრამ როგორც ინდივიდის შემთხვევაში, არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არა იმისათვის რომ შემდეგ ეგოისტი ინდივიდუალობის მსგავსად ისიც გაამაყდეს და ამ სიამაყეში აზიზად განაბული განდგეს სხვა ერებისაგან, არმედ მანაც, როგორც ინდივიდუალობის შემთხვევაში ვთქვით, ყველაფერი ეს ზვარაკად უნდა მიიტანოს კაცობრიობის დიად სამსხვერპლოზე და ამაშია მსხვერპლშეწირვის მარადიული აზრი – ყველაფერს, რაც მეტი მაქვს – დადებითი თუ უარყოფითი, მე ვდებ განვითარების დიად სამსხვერპლოზე და ეს სამსხვერპლო ყოველივე ამას განვითარების და წინსვლისთვის გარდაქმნის; ხოლო ის, ვინაც რაღაცა გაიღო თავისი თავიდან, განთავისუფლდა იმისაგან, რაც დააგროვა და ახლა მას კვლავ ეძლევა იმპულსი ახალი დაგროვებისათვის. ილიასეული მოწოდებაც: "ენა, მამული, სარწმუნოება" კი არ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ თქმულს, არამედ ვფიქრობთ სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნეს გაგებული. როგორც ცალკეულ ინდივიდუალობას სჭირდება კარგად განვითარებული ფიზიკური ორგანოები მაგალითად–გული, ფილტვები, ტვინი და ა.შ. რათა სრულყოფილად შეეძლოს როგორც თვითრეალიზება და აგრეთვე ერის სამსახურში დგომა, ასევე ერს ესაჭიროება სწორად და ჯანსაღად განვითარებული მამული, ენა, სარწმუნოება, სოციალური-პოლიტიკური ცხოვრება და ა.შ. რომ ეს ერიც ღირსეულად იდგეს როგორც საკუთარი, ასევე სამყაროს სამსახურში სხვა ერთა შორის. მამულდაქცეული, ენააღრეულ–გაპარტახებული და სარწმუნოებაგახევებული ერი არც თავისთვის ვარგა და არც სამყაროსათვის. ამრიგად ჩვენი დაკვირვება აღნიშნულ საგანზე მოვიდა პუნქტამდე, როდესაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ არსებობს ორგვარი მიდგომა როგორც ცალკეული ინდივიდუალობების, ასევე ერების ურთიერთდამოკიდებულებებისადმი: პირველი – ეგოისტური მიდგომა, როდესაც ინდივიდუალობა ან ერის შიგნით ინდივიდუალობათა რაღაც ჯგუფები, ან ერი თუ ერთა რაღაც რასობრივი ჯგუფები ცდილობენ თავიანთი მეობის სამყაროში დამკვიდრებას და რეალიზებას ეგოისტური, განზე დგომა–განცალკევებით, რაც შემდგომ დაპირისპირებას შობს მათს და სხვა ინდივიდუალობებს თუ ერებს შორის. ამისი საფუძველი ორივე შემთხვევაში არის ვიწრო მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული ორი პრიორიტეტი – ჩაკეტილი აღმსარებლობა და სისხლით ნათესაობა. (ტოლერანსის და საყოველთაო სულიერი ნათესაობის საპირისპიროდ). ამრგვარი გათიშვა კი ინდივიდების შემთხვევაში ამა თუ იმ ერის შიგნით ქმნის კუთხურ–გვაროვნულ–ნათესაურ კლანებს და ერების შემთხვევაში კი – რასიზმს. პრინციპში ეს არის, თუ ასე ითქმის, ბიოლოგიურ–გენეტიკური მატერიალიზმი და ამას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ რელიგიურობასთან და სულიერებასთან. რა თქმა უნდა, ყველანი, ვინაც ამ პირველ ეგოისტურ დამოკიდებულებას ნერგავენ სამყაროში, თავს მოიაზრებენ როგორც ეროვნულ და რელიგიურ-სულიერი მიზნებისთვის თავდადებულ მებრძოლებად, მაგრამ მათი სულიერება ვერ სცილდება სისხლს და გენეტიკას და ამიტომაც საყოველთაო, ჭეშმარიტი სულიერი ძმობის მაგივრად, მათ სამყაროში შემოაქვთ გათიშულობა და სისხლი. ისინი ნეგატიურ ძალთა ჩურჩულს (ეს ჩურჩული ხორციელდება ძილში თუ ღვიძილში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ადამიანისათვის სრულებით არაცნობიერად) ბრმად აყოლილნი სამყაროში ნერგავენ ფანატიზმს, ძალადობას და ნაციზმს. რამდენადაც ჩვენ ვიცით და რასაც ამჯერად ვერ ჩავუღრმავდებით ამგვარი მიდგომის ცნობილი თეორეტიკოსი გახლდათ ვუდრო ვილსონი თავისი განთქმული პუნქტებით, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ჭეშმარიტ ქრისტიანულ სულიერებასთან და სწორედ ეს ნახსენები, ეგოისტურ იმპულსთა გამტარებელი მასა ქმნის "ბუას" ნამდვილი კოსმოპოლიტიზმისაგან; იმ ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიზმისაგან, რაზედაც ასე გასაგებად ლაპარაკობს ვაჟა ფშაველა თავის, ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ წერილში. ნამდვილი კოსმოპოლიტი ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ისეთ დიდ ადამიანად, რომელსაც ისე ღრმად და ისეთი დიდი სიყვარულით აქვს გადგმული ფესვები თავისი ერის წიაღში,
|