barcafan
I Saw Drones

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11856
წევრი No.: 36359
რეგისტრ.: 11-June 07
|
#14515199 · 1 Jul 2009, 19:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლადო პაპავა - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მტკიცებულებების გარეშე ყველანაირ შანსს იყენებენ, რათა ერთმანეთი რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულონ
რუსეთთან თანამშრომლობაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთმანეთის მიმართ ბრალდებებზე, აქტივისტების მიმართ რეპრესიული მანქანის გამოყენებაზე; აგრეთვე, მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე ფართომასტაბიანი საპროტესტო აქციები და როგორ შეიძლება განხორციელდეს გადაჯგუფება ოპოზიციურ ფლანგზე, „ინტერპრესნიუსი~ ექსპერტ ლადო პაპავას ესაუბრა.
_ ბატონო ლადო, ხელისუფლება ოპოზიციას, ოპოზიცია კი ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. თქვენი აზრით, რომელი მხარის ბრალდებები გამოიყურება უფრო დამაჯერებლად?
_ რუსეთის თემა ქართულ პოლიტიკაში ობიექტურადაც და სუბიექტურადაც ძალიან პოპულალურია. ობიექტურად პოპულალურია უარყოფითი თვალსაზრისით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს, საერთაშორისო ასპარეზზე უარყოფით როლს თამაშობს და საქართველოს საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებს აწარმოებს. იმავდროულად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მტკიცებულებების გარეშე ყველანაირ შანსს იყენებს, რათა ერთმანეთი რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულონ. ორივე მხრიდან მტკიცებულებების გარეშე ბევრია ბრალდება, ლანძღვა ისმის, თუმცა, იმავდროულად, არის გარკვეული ლოგიკა, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა.
თავის ბრალდებებში ორივე მხარეს აქვს ლოგიკური ბრალდებები?
ლოგიკა მეტ-ნაკლებად ორივე მხარეს არის. რუსი ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ქართული ოპოზიციისა და რუსეთში ხელისუფლების მხარდამჭერი მოძრაობების მოქმედებებში ძალიან დიდი მსგავსებაა - საკნები, კურდღლები, სტაფილოები და ასე შემდეგ. გაცილებით სერიოზული რუსი ექსპერტები აკეთებენ დასკვნას, რომ დღეს რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელია საქართველოს დღევანდელი რეჟიმი, რადგანაც ამ რეჟიმის პირობებში მოსკოვი თბილისთან საუბარს არ აპირებს. ასეთი პოზიცია კრემლს აძლევს საშუალებას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. იმავე ექსპერტთა აზრით, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს შემდეგი ლიდერი, მაინც პროდასავლური ორიენტაციის იქნება და რუსეთი მასთან ვერ მოახერხებს იმავე პოზიციის გატარებას. ახალი ხელისუფლების პირობებში მოსკოვი იძულებული იქნება, დაელაპარაკოს საქართვლოს ახალ ხელისუფლებას და საერთაშორისო ასპარეზზეც გადადგას გარკვეული ნაბიჯები.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება საზოგადოების რადიკალიზმის განელებას რეპრესიებით ცდილობს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედება უკვალოდ არ ჩაივლის, უკმაყოფილების მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე საპროტესტო აქციების მორიგი ფართომასშტაბიანი ტალღა?
_ საქმე ის არის, რომ არ გადაწყვეტილა არც ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აღელვებს. ამიტომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რამდენად ყოჩაღი იქნება ოპოზიცია, არამედ იმაზე, მოსახლეობას რამდენად ექნება იმის განცდა, რომ საზოგადოების მოთხოვნები დაკმაყოფილდა. სამწუხაროდ, ხელისუფლება უფრო იმაზე ზრუნავს, რომ საზოგადოებას დაანახოს ოპოზიციის სისუსტე, რაშიც გარკვეულ წარმატებებს ნამდვილად აღწევს და სულაც არ ფიქრობს იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლებიც ხალხს აწუხებს და საპროტესტო მუხტის საფუძველია. ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს სასამართლოს თავისუფლების ხარისხის გასაზრდელად, არც „ტელეიმედის~ კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე უზრუნია; არც არაფერი გაკეთებულა, რომ ე.წ. ნაციონალური ტელეკომპანიები მართლაც დამოუკიდებელნი იყვნენ და მათ საქმიანობაში ხელისუფლება არ ერეოდეს. არის შედარებით მარტივი საკითხები _ აღდგეს სპორტის აკადემია, მწერალთა კავშირს დაუბრუნდეს შენობა, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს, რომლებსაც დაუნგრიეს სახლები, მიეცეთ ბინები. ახლა მთავრობა ახალი ეკონომიკური ინიციატივებით გამოდის და რა დააშავა თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დაზარალებულმა ხალხმა, რომლებსაც სახლები ძალით დაუნგრიეს. ხელისუფლებას არც ერთი ის საკითხი არ გადაუწყვეტია, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და მის საქმიანობაში ამ პრობლემათა გადაწყვეტის სურვილიც არ ჩანს. თუ ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციის „გაშავებაზე“ იზრუნებს და კონკრეტულ პრობლემებს არ გადაწყვეტს, შემოდგომაზე საპროტესტო ტალღა კვლავ დიდი იქნება. ოპოზიცია ხელისუფლებას თავისი სისუსტით, გარკვეულწილად, ხელს უწყობს, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლება საზოგადოების ინტერესს არ აკმაყოფილებს, ხალხში საპროტესტო მუხტი მაინც დარჩება. ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში საჭიროა ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ალბათ ჩვენ ახლა ვდგავართ იმ პროცესის წინაშე, როცა ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური პარტიები; შეიძლება, დაფუძნდეს ახალი პოლიტიკური გაერთიანებები და, შესაბამისად, შემოდგომაზე მოწმე გავხდეთ ახალი პოლიტიკური ინიციატივების.
_ ოპოზიციაში ძალთა გადაჯგუფების თემა აქტუალურია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება გადაჯგუფება ოპოზიციურ სპექტრში და გადაჯგუფების შემდეგ რამდენად შეძლებს ოპოზიცია საზოგადოებისთვის ახალი პოლიტიკური ალტერნატივის შესთავაზებს?
_ ამ პროცესში ორი რამ არის გასათვალისწინებელი. ერთი, ასე ვთქვათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - სხვადასხვა ალიანსების შექმნა და დაშლა არაფრის მომცემია, თუ შინაარსობრივად მიდგომები პრინციპულად არ შეიცვლება. ოპოზიციაში საჭიროა არა გადაჯგუფებები, არამედ ახალი ინიციატივები, პარტიები ახალი იდეებით, ხედვებით, მოსაზრებებითა და წინადადებებით. დღეს ოპოზიციის ყველაზე სუსტი მხარე არის ის, რომ ვერ აჩვენებს დასავლელ პარტნიორებს, რა უნდა და რის გაკეთებას აპირებს, როგორია მათი ხედვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. უცხოელ პარტნიორებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას არა აქვს ჩამოყალიბებული მომავლის ხედვა. პრობლემა იმაში კი არ არის, საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წელს ჩატარდება თუ - 2013 წელს. ჩვენ ამ დროისთვის იმავე პრობლემების წინაშე ვიდგებით და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავის ხედვა და ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რას გააკეთებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. როგორც ძველმა, ისე ახლმა პარტიებმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბონ მოქმედების გეგმა. გადაჯგუფება და შიდა დაპირისპირებები ბუნებრივია, და არა მარტო იმიტომ, რომ ქართველები არიან ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში, ეს პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი, ჩვეულებრივი პროცესია.
_ გადაჯგუფების შემდეგ ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდება თუ უფრო მოსალოდნელია პოლიტიკურ ძალთა დაქსაქსვა?
_ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ძლიერი საპროტესტო მუხტი შენარჩუნდება, აქტიური ოპოზიციური პარტიების აუცილებლობა იქნება. მაგრამ, თუ ოპოზიციურ პარტიებში არ გამოიკვეთა საქართველოს მომავალზე რეალური პოლიტიკური ხედვა და მათ საზოგადოებას არ შეთავაზეს ახალი ინიციატივები და წინადადებები, ოპოზიციის სიძლიერეზე საუბარი, პრაქტიკულად, შეუძლებები იქნება. მაგალითად, როდესაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო, გამხდარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოპოზიციის მხრიდან ყველაზე ძლიერი ნაბიჯი იქნებოდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას დაესახელებინა თავის წარმომადგენელი ყველა მინისტრის მოადგილედ. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავდა მართვასა და მართვის პროცესის გაკონტროლებაში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივაში სხვა ოპოზიციურმა ძალებმა არ მიიღეს მონაწილეობა. ნათქვამია, მტყუანს სამარის კარამდე მიჰყევიო. ზურაბიშვილი არ დაინიშნა, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, როცა ხელისუფლება თანამშომლობაზე წასულ ოპოზიციას უარით გაისტუმრებდა. სამწუხაროდ, გამბედავ ნაბიჯებზე ოპოზიციური პარტიები ვერ მიდიან. ოპოზიცია თან უმწიკლოობის შენარჩუნებას ცდილობს და თან გარკვეული შედეგის მიღწევას, ასე არ გამოვა.
“ინტერპრესნიუსი” კობა ბენდელიანი
--------------------
Influtusa
|