#58712272 · 20 Dec 2021, 22:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ფორუმელებო, რამდენიმე ახალგაზრდამ შევქმენით ხელოვანთა კლუბი. დაინტერესებულები ვართ ახალი ადამიანების გაცნობით, ჩვენი შემოქმედებისა და აზრთა გაზიარებით და სხვა.
ჩვენი ძირითადი საქმიანობა: ვიკრიბებით დროგამოშვებით, ონლაინ ვერთვებით და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შემოქმედებას.
კლუბში მოსახვედრად აუცილებელია წერდეთ (ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს და სხვა). არ არის აუცილებელი რომ "კარგად" გამოგდიოდეთ, ჩვენ მაინც შეგიყვარებთ და მოვისმენთ თქვენს შემოქმედებას!
გვაქვს დიდი გეგმები. ვაპირებთ ივენთების მოწყობას სხვადასხვა საინტერესო ადგილას. თავიდან ვინც დაინტერესდება შეგვეხმიანება ონლაინ ჩავერთვებით და სხვა წევრებსაც გაგაცნობთ. დროთა გნმავლობაში შევხვდებით და დავმეგობრდებით.
ჯგუფის ოქროს წესი:
ურთიერთპატივისცემა, მოსმენა და გაგება. ერთმანეთის გათვალისწინება. ჩვენთვის მთავარია თავისუფლად გამოხატოთ თქვენი აზრი თქვენი შემოქმედებით ან თუნდაც საუბრით.
პატივისცემით თავისუფალ შემოქმედთა კლუბი.
|