
სრული სახელი: Hamburger Sport-Verein e. V
არაოფიციალური სახელები("კლიჩკები"):
Rothosen
HSV
Hanseaten
Urgestein (Primary Rocks) Bundesliga Dino (TheDinosaur)
დაარსდა : 1887წლის 29 სექტემბერს
პრეზიდენტი: ბერდ ჰოფმანი (გერმანია)
მენეჯერი : დიტმარ ბეირსდორფერი
მთავარი მწვრთნელი: მარტინ იოლი (ჰოლანდია)
ოფიციალური ვებ გვერდი http://www.hsv.de
ტელეფონი: +49 40 / 4155-01
Fax: +49 40 / 4155-1060
სტადიონი: HSH Nordbank Arena
მაყურებელთა რაოდენობა: 57,274---------
ტიტულები:გერმანიის ჩემპიონი 7 : 1922 , 1923, 1928, 1960, 1979, 1982, 1983
გერმანიის თასი 3 : 1963, 1976, 1987
გერმანიის ლიგის თასი 2 : 1973, 2003
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები 1: 1983
ევროპის თასების მფლობელთა თასი 1: 1977
უეფას ინტერტოტოს თასი 3 : 2003, 2004, 2007
სეზონის წინა ტურნირები და თასები :
სანტიაგო ბერნაბესუ თასი 1 : 1982
დუბაის თასი 2 : 2007, 2008
ემირეითსის თასი 1: 2008
-------------
ისტორია:ჰამბურგი არის გერმანული გუნდი რომელიც რა თქმა უნდა ჰამბურგში დაარსდა 1887 წლის 29 სექტემბერს. ეს გუნდი გამოირჩევა თავისი დისწიპლინით და აკადემიური, დახვეწილი სტილით. გუნდის პირველი წარმატებაა 1923 წელს Union Oberschöneweide დამარცხება ნაციონალურ ფინალში. მომავალ წელს ისინი ნიუნბერგთან დამარცხდნენ, მაგრამ 1928 წელს ვიქტორიასთან გამარჯვებით ეს ტიტული დაიბრუნეს
ჰამბურგი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი გუნდია, რომელსაც მეტად საინტერესო ფაქტი უკავშირდება, ის ერთადერთი კლუბია, რომელმაც ბუნდესლიგის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ამ ტურნირის დაარსებიდან( 1963 წელი) დღემდე. ბუნდესლიგამ დაარსების 40 წელიწადი სწორედ ჰამბურგი-ბაიერნის მატჩზე აღნიშნა, 2004 წლის 24 აგვისტოს. დიდების ხანა "დინოზავრებს" 70 წლების ბოლოსკენ დაუდგათ, ამ პერიოდში მათ საკმაოდ ბევრი ტიტულები მოიხვეჭეს,1976 წელს კლუბმა გერმანიის თასი მოიგო. მომდევნო წელს კი პირველი ევროპული წარმატება იზეიმა. აღმართა რა. თასების მფლობელთა თასი. 1979 წელს მოგებულ იქნა გერმანიის ჩემპიონატი , შემდეგ იყო უდიდესი წარმატება, კერძოდ 1983 წელს, როდესაც ჰამბურგმა ფელიქს მაგათის გოლით 1-0 დაამარცხა ტურინის იუვენტუსი და ჩემპიონთა თასს დაეუფლა ,კლუბი ახლოს იყო ჩემპიონთა თასის მოგებასთან წინა სეზონშიც ,დინოზავრებმა გასვლაზე 2-0 წაგების შემდეგ, სახლში 5-1 აჭამეს მადრიდის რეალს და ფინალში გავიდნენ, სადაც რობერტსონის ერთადერთი გოლის წყალობით დამარცხდნენ ნოტინგემთან
ჰამბურგს სხვა გამოსარჩევი ფინალებიც უთამაშია, მათ შორის : უეფას თასის 1 , სუპერთასის 2 ,საკონტინენტთაშორისო თასის 1 და თასების მფლობელთა თასის 1 ფინალი
1982 და 1983 წელს კლუბმა ზედიზედ 2 ჯერ და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი
----------------------------
სტადიონი:კლუბი საშინაო მატჩებსა ატარებს HSH Nordbank Arena-ზე (სტადიონზე დაახლოებით 60 000 კაცი ეტევა). სტადიონი გაიხსნა 2000 წელს, როგორც Volksparkstadion. პირველი სტადიონი კი 1935 წელს გაიხსნა. AOL Arena(როგორც მას მოკლედ ეძახიან) უეფას სტანდარტებით 5ვარსკვლავიანი სტადიონია. მას შეუძლია უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის ფინალებს. აქ ჩატარებულა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონათი და ევრო 88. სტადიონზე ასევე ჩატარდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ და მეოთხედფინალურ შეხვედრებს.
2010 წლის უეფას თასის ფინალი , სწორედ ამ სტადიონზე გაიმართება


--------
შემადგენლობა :მეკარეები :1. ფრანკ როსტი
12. ვოლფგან ჰესლი
29. რაფაელ ვოლფი
33. ხალიდ სინუ (მაროკო)
მცველები :2. ალექს სილვა (ბრაზილია)
3. ტიმოთი ატუბა (კამერუნი)
4.ბასტიან რაინჰარდტი
5. იორის მატიისენი (ჰოლანდია)
16. მიხაელ გრავგაარდი (დანია) (არენდა გამოსყიდვის უფლებით)
19. ჟერომ ბოატენგი
20. გი დემელი (კოტ'დიუარი)
40. დენის აოგო
ნახევარმცველები :7, მარსელ იანსენი
8. ალბერტ შტრაიტი (არენდა გამოსყიდვის უფლებით)
14. დავიდ იაროლიმი (ჩეხეთი) კაპიტანი
15. პიოტრ ტროხოვსკი
18. რომეო კასტელენი (ჰოლანდია)
21. ჯონათან პიტროიპა (ბურიკინა ფასო )
24. მარსელ ნჯენგი (კამერუნი) არენდა
25. ტომას რინკონი (ვენესუელა)
28. მიკაელ ტავარესი (კაპე ვერდე)
30. კოლინ ბენჯამინი (ნამიბია)
31.ტიმო კუნერტი
თავდამსხმელები :9. ხოსე პაულო გერერო (პერუ)
10. მლადენ პეტრიჩი (ხორვატია)
11. ივიცა ოლიჩი (ხორვატია)
17. მაკულაი კრისსანტუსი (ნიგერია)
22 ჩუპო მოტინგი
35 თუნაი ტორუნი (თურქეთი)
------
საინტერესო ამბები :ჰამბურგი, დაუმარცხებელი იყო, 1982 წლის, 16 იანვრიდან— 1983 წლის, 29 იანვრამდე (36 მატჩი) ეს ბუნდესლიგის რეკორდია
ჰამბურგი იყო 1-ლი გერმანული გუნდი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა (1950წ)
ჰამბურგის დაუძინებელ მტრად ითვლება თანაალაქელი ზანქტ პაული და ბრემენის ვერდერი (ნორდ,დერბი)
ჰამბურგის დამეგობრებული კლუბებია, ჰანოვერი და გლაზგო რეინჯერსი
ჰამბურგში უთამაშიათ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან :
ფელიქს მაგათი. ხორსტ ხრუბეში,ტომას დოლი, ლორდან ლეჩკოვი, კევინ კიგანი,მანფრედ კალცი, ფრანც ბეკენბაუერი, უვე ზეელერი, ული შტაინი,ერვინ ზეელერი,დიტერ ზეელერი, თანამედროვეებიდან ამ ფეხბურთელების გამოყოფა შეიძლება
სერგეი ბარბარესი,ტონი იებოა,ნიკო კოვაჩი,რაფაელ ვან დერ ვაარტი , ვენსან კომპანი , ნაიჯელ დე იონგი,დანიელ ვან ბუიტენი ,ჰალიდ ბულაჰრუზი, ხუან პაბლო სორინი როი პრეგერი , ტომას გრავესენი , კარდოსო , ბაინლიხი და ა.შ
დახმარებისთვის დიდი მადბლობა Basti87ს იმედია წარმატებული თემა იქნება
წინა თემა :
Hamburger SV This post has been edited by Tifozi on 24 Mar 2009, 11:05