ვიხალისოთ მეგობრებო სრულიად უანგაროდ, მოვიხსნათ დაძაბულობა და ყველამ მოვირგოთ დავითაშვილის ტყავი და ავირჩიოთ კონკრეტული კითხვა გავცეთ პასუხი. ბოლოსდაბოლოს რაღა დაგვჩება მეტი?
ჯერ კარგად წაიკითხეთ თუ რაზეა საუბარი.
გმადლობთ ყურადღებისათვის
ეს ორი ადამიანი დიდი ხნის მანძილზე ერთად იბრძოდა შევარდნაძის და აბაშიძის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ, როგორც ხშირად ხდება ქართულ პოლიტიკაში,
სხვადასხვა პოზიციაზე აღმოჩნდა. ერთი დარჩა იქ, სადაც იყო, ხოლო მეორე ოპოზიციაში გადაბარგდა. ორი კობა - ასე ვიცნობთ ჟურნალისტურ სამყაროში ბატონებს: კობა ხაბაზსა და კობა დავითაშვილს. ჩვენი ახალი რუბრიკის სტუმრად ერთ-ერთი კობა მოვიწვიეთ და ვთხოვეთ მეორე კობას ტყავი მოერგო. მაშ ასე, ოპონენტის ტყავში წარმოგიდგენთ კობა ხაბაზს.
- გამარჯობათ, ბატონო კობა, ახალი რუბრიკა დავიწყეთ... "ოპონენტის ტყავში".
- ეგ რას ნიშნავს?
- რას და თქვენ უნდა ისაუბროთ ისე, როგორც ისაუბრებდა თქვენი ოპონენტი.
- რუბრიკის პირველი სტუმარი ვარ?
- არა, პირველი ირინა სარიშვილი იყო და გივი თარგამაძის ტყავი შესანიშნავად მოირგო.
- გასაგებია, მე ვინ უნდა ვიყო ახლა?
- თქვენ მხოლოდ გვარს და გაბარიტებს შეგიცვლით, კობა დავითაშვილი იქნებით.
- ესე იგი ოპოზიცია ვარ?
- ასე გამოდის...
- კარგი, ვიქნები. ისე, 2003 წლამდე სულ ოპოზიციაში ვიყავი და ვიცი, რაც არის ოპოზიციონერობა, თუმცა 2003 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ოპოზიციონერობა უფრო ადვილია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნა.
- ბატონო კობა, დავითაშვილის ტყავში უნდა გაეხვიოთ...
- დიდი არ მექნება?
- შეიძლება, მაგრამ შეეცადეთ.
- კარგი, შევეცდები.
- ბატონო კობა, 7 აგვისტოს რა მოხდება?
- რაც 9 აპრილს, 26 მაისს და ა.შ. მოხდა.
- ანუ კიდევ ერთი დიდგორი?
- წელიწადში 365 დღეა და ამ ხელისუფლებისთვის ყველა დღე იქნება დიდგორი! ჩვენი ნებაა, რომელ დღეს ავირჩევთ, 2013 წლამდე 1400 დღეზე მეტია. შევარჩევთ რამდენიმე დღეს და დავარქმევთ დიდგორს, შამქორს, ბასიანს და ასე შემდეგ.
- რა იყო თქვენი და პრეზიდენტის უთანხმოების მიზეზი?
- ქვეყნის მოწყობის ჩემეული გეგმა არ მიიღო, მე კი მისას არ დავეთანხმე. ამაზე მოგვივიდა კამათი და გადაიზარდა ჩვეულებრივ კვებით პრობლემებში. მე მიყვარდა "ასეტრინა," იმას კი არა! ამის მოთმენა როდემდე შეიძლებოდა?
- გასაგებია. ყველას რომ იწვევს დიალოგზე მიშა, თქვენ რატომ არ გიწვევთ?
- ალბათ ეშინია, გული არ ავუჩუყო, ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით.
- თქვენ არ აგიჩუყდებათ გული?
- მე რამდენჯერაც ამიჩუყდა გული, იმდენჯერ მცემეს... ასე რომ, აღარ ამიჩუყდება.
- გასაგებია თქვენი და პრეზიდენტის დამოკიდებულება, მაგრამ მის მომხრეებს რაღას ერჩით?
- ჩემთვის მისი მომხრეები ერთია ყველანი.
- კობა ხაბაზს რომ ემუქრებოდით, უნდა ვცემო, თუ სადმე შევხვდიო, აასრულეთ მუქარა თუ ისევ ეძებთ?
- ჩემი და ხაბაზის გაბარიტები რომ გავითვალისწინე, ვიფიქრე, ამას მაინც მოვერევი-მეთქი, მაგრამ მერე მეგობრებმა მითხრეს, მთლად მასეც არაა საქმე, ცოტა ფრთხილად იყავიო და მეც ვფრთხილობ.
- რესტორანში ისევ დადიხართ?
- კი დავდივარ, მაგრამ უფრო ფრთხილი გავხდი. ტუალეტშიც რომ შევდივარ, ვათვალიერებ, სადმე კამერა ხომ არ მიღებს. კიდევ იმიტომ ვარ ამ მთავრობაზე განაწყენებული: 20 ათასი ხომ მომცა იმ კაცმა, 80 ათასი კიდევ უნდა მოეტანა და არ დამაცადეს. ამას ვაპატიებ სააკაშვილს?
- 26 მაისს სტადიონიდან ავლაბრამდე თქვენც ფეხით წამოხვედით?
- კი და, სხვა თუ არაფერი, წონაში დავიკელი.
- ეგრე თუ გინდოდათ, გაჰყოლოდით გუბაზს რეგიონებში.
- დამასწრო გუბაზმა, თორემ მეც მინდოდა წასვლა. ნახეთ, გუბაზი როგორი ტანწერწეტა დაბრუნდეს.
- თქვენ ერთ-ერთი ბრძანდებით იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მანდატები დაჭრეს. ხომ არ ნანობთ?
- არ მეგონა, ის მაკრატელი ასეთი მჭრელი თუ იყო. როგორც კი შევახე, მაშინვე შუაზე გადაჭრა მანდატი. მერე გავიგე, ვანოს გაკეთებული ყოფილა ის მაკრატელი.
”კვირის პალიტრა”
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/6077-qram...r-mtsemesq.html This post has been edited by qartveli77 on 17 Jun 2009, 11:33
მიმაგრებული სურათი
ქართველი ვერ გახდები, ქართველად უნდა დაიბადო.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
“სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის! გული – სამშობლოს! მძორი ჯალათებო, თქვენია და რაც გინდათ ის უყავით მას”.
--------------------------------------------------------------