წეღან დაღლილი მოვდიოდი გამოცდიდან და ჩანთაში იმდღეს ნაყიდი 1984 მქონდა,პინგვინის გემრიელი გამოცემა.ხელში რომ ზუსტად ისე ჯდება,როგორც გინდა.ხოდა ავტობუსში ვკითხულობდი,მივაღწიე იმ ადგილამდე,ბავშვები რომ უყვირიან მოღალატეო და მივხვდი რომ ზაფხულის ამ გრილი საღამოსათვის.მძიმეა რა,გგრუზავს.პირველადაც ესე წავიკითხე,ბორჯომში ვიყავი წასული,რაღაცეები წამეკითხა საბჭოთა კურორტებზე და სანატორიუმებზე,ნაძვები იქნებაო,სიგრილე და მოხუცები იქნებიანო,ხოდა მეთქი მშვიდად ვიქნები,იქ კიდე მეორე ვარკეთილი და ოხრად ხალხი დამხვდა.ასეთმა დაგრუზულმა კიდე 1984 წავიკითხე და იქიდან სამ დღეში გამოვიქეცი.მგონი იქ ყოფნა მარტო მაგ წიგნის წაკითხვა გამომივიდა,დაბოღმილმა მაღაზიაშიც კი ნაბეღლავი ვიყიდე.
ხოოოდა რას მოვაყოლე ახლა ეს.
არსებობენ ზაფხულის წიგნები და ზამთრის წიგნები.ძალიანაც რომ გინდოდეს,დიკენსის კითხვით ზაფხულში როგორ იკაიფებ?იქ რო ოლივერ ტვისტს შესცივა შენ კიდე ამ დროს გცხელა და შორტები გაცვია
ან კიდე,ტომ სოიერს ზამთარში როგორ წაიკითხავ,ან განძთა კუნძულს.
ხოდა,არსებობს ზაფხულისა და ზამთრის წიგნები ჩემის აზრით.ნუ შემოდგომისაც,მაგრამ შემოდგომის წიგნები აქ გამოსაფენი არაა,იმას სხვანაირი რომანტიკა აქვს
ახლა მართლა,ტომ სოიერებს და კაპიტან გრანტის შვილებს ხო არ ჩამოვთვლი
აჰათ კაი საზაფხულო წიგნი.ზაფხული,საფრანგეთი,შატო,ღვინო და ფრანგი ქალები...

Peter Mayle good year.
This post has been edited by narmonana on 20 Jul 2017, 23:27