მოკლედ, ეს თემა ეხმიანება პადოშას გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ პოლემიკას. იქ ბევრი საკითხის შესახებ ვიმსჯელეთ, მაგრამ ეს რატომღაც გამოგვრჩა.
საქმე ეხება იმ ამაზრზენ და ყოვლად უსამართლო სიტუაციას, რომ ქვეყანაში არსებობენ პრივილეგირებული ადამიანები: მთავრობის წევრები, დეპუტატები, ყოფილი დეპუტატები (!!!) დ.ა.შ. რომელთაც კანონი აძლევს იარაღის ტარების ნებართვას, მაშინ როდესაც უბრალო მოქალაქეს გაზის "პუგაჩის" ტარების მეტი არაფერი შეუძლია. ხოდა ეხლა არ მინდა გაზის იარაღის "ეფექტურობაზე" კამათი – ვიცით მე მგონი ყველამ რამდენადაც "ეფექტურია".
მოკლედ, თურმე ვიღაცა მინისტრს, მინისტრის მოადგილეს ან დეპუტატს თუ დაესხა ვინმე, მას უნდა ჰქონდეს საკუთარი სიცოცხლის დაცვის შესაძლებლობა და უბრალო მოქალაქე კი თურმე დაუცველი უნდა იყოს. ანუ, ეს ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ - ვიღაცა ჩინოვნიკის სიცოცხლე გაცილებით ღირებული ყოფილა, თურმე, ვიდრე უბრალო მოქალაქის

მოკლედ, ესაა ყოვლად უსამართლო და ამაზრზენი სისტემა. სამართლიანობა თუ გვინდა, მაშინ ან არავის უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება, სამართალდამცველების (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში) გარდა, ან უნდა ჰქონდეს ყველას, როგორც მაგალითად აშუშუშია.
რა თქმა უნდა, თითოეულ სისტემას აქვს თავისი ლოგიკა, თავისი პლიუს-მინუსები და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როცა მარტო ვიღაცა ბობოლას აქვს თავდაცვის მიზნით იარაღის ტარების ნება, ეს ყოვლად უსამართლო და ამაზრზენია. მით უმეტეს ყოფილ დეპუტატებზე როცაა ბაასი - მაგათაც ხო იცი, მოკვლით ემუქრება ვინმე და აბა იარაღით თუ არ იარეს, რა ქნან?
ხო, ისეთი განცხადებები - აბა თავდაცვა რო დაჭირდეთო, არაა საჭირო - არსებობს შესაბამისი სამსახური (პირადი დაცვის) და კეთილი ინებონ და იმით დაკმაყოფილდნენ. თუ არადა მაშინ ყველას გვქონდეს იარაღის ტარების უფლება.
P.S. ხო, ვიცი ეს დიდი თემაა, ბევრი არგუმენტები იქნება სხვადასხვა მხრიდან, ეხლა დრო არ მაქვს და ძალიან მოკლედ ვწერ. გავდივარ, საღამოს შემოგიერთდებით და ვიმსჯელოთ ობიექტურად.
This post has been edited by Makumba666 on 14 Jun 2009, 14:57