#14306188 · 16 Jun 2009, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას კარგად მოგვეხსენება რამდენი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, დაწყებული ფინანსურ - ეკონომიკური დამთავრებული სამხედრო პრობლემებით. ყველას გვინდა რომ მალე მოვიდეს ის დღე როდესაც საქართველო იქნება მდიდარი და განვითარებული ქვეყანა, და ხშირად გვშურს ხოლმე სხვა ქვეყნების (მაგალითად ისრაელის რომლებიც ზომით პატარაა მაგრამ მსოფლიო არენაზე ერთერთი მთავარი მოთამაშეა).
ჩვენ ვცდილობთ გავყიდოთ ღვინო და ბორჯომი, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გვაქვს მივიწყებული - ინტელექტი. ქართველები ჭკვიანი ერი ვართ და არაერთი ბუმბერაზი მოაზროვნე დაბადებულა საქართველოში. იქნებ მოგვეხმო ჭკუისთვის და დაგვებანდებინა ფული და შემართება განათლებაში და ტექნოლოგირ განვითარებაში? იქნებ დაგვეფინანსებინა სამეცნიერო კვლევები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი შესაძლებლობები მედიცინაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ელექტრონიკაში, ქიმიაში. წავახალისოთ და დავაფინანსოთ გამომგონებლები. ინვესტორების ძებნაში და სხვადასხვა ქვეყნებისგან შემწეობის თხოვნაში გაწაფულებს ყველაზე დიდი სიმდიდრე - ჩვენი ინტელექტი - გვილპება და გვიჟანგდება...
რა კეთდება დღეს საქართველოში სამეცნიერო განვითარებისთვის?
გააჟღერეთ თქვენი აზრი.
This post has been edited by spilo101 on 16 Jun 2009, 18:55
--------------------
fesvebi.com <- გავერთიანდეთ უცხოეთში მცხოვრები ქართველები
http://www.gamacine.com/27 <- ათასჯერ რომ ვუყურო მაინც გამეცინება
|