დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ რუსეთი კავკასიაში მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის
დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ რუსეთი კავკასიაში მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის.
“რია ნოვოსტი~ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის “რია ნოვოსტი~ განცხადებაში, რომელიც საქართველოში გაერო-ს მისიის მანდატის გაუქმებას ეხება.
“რუსეთი რეგიონში მხოლოდ თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს და მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით ისარგებლა და საქართველოში გაერო-ს მისიის მანდატი შეაჩერა. ჩვენ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხვა წევრები დიდხანს ვმუშაობდით რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც ყველა მხარის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. თუმცა, რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა, რითაც მხოლოდ თავისი ინეტრესებიდან გამომდინარე იმოქმედა”, - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დასძენს, რომ გაერო-ს მისიამ ხელი შეუშალა რეგიონში დაძაბულობის ზრდას, ახალი კონფლიქტის წარმოქმნას.
“გაერო-ს მისიის გაუქმება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსხელობაზე ცუდად აისახება. რუსეთმა უნდა იმოქმედოს საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით. მათ უნდა გამოიყვანონ თავიანთი საჯარისო შენაერთები კონფლიქტის ზონიდან, ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღონ და ხელი შეუწყოს იმ რაიონში ჰუმანიტარული მისიების მოქმედებას, რომელიც დე-ფაქტო რუსული კონტროლის ქვეშ იმყოფება”, - მიიჩნევს დევიდ მილიბენდი.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
Don't argue with fools. They'll drag you down to their level and beat you with their experience