დედოფლისწყაროს რაიონში დაზარალებული ფერმერები მიწის გადასახადის გადახდისგან აღარ გათავისუფლდებიან. ამის შესახებ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ გონაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ისედაც საბიუჯეტო პრობლემებია და დაზარალებულების გადასახადების გადახდისგან გათავისუფლება ბიუჯეტის შესრულებას კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ფერმერთა უმრავლესობა არა სტიქიის შედეგად, არამედ იმის გამო დაზარალდა, რომ ხორბალი გვიან დათესა. დაზარალებული ფერმერები კი გონაშვილის ამ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, ხორბლის ყანები მწერებმა და გვალვამ გაანადგურა. შეგახსენებთ, შირაქში მოსავლის 80 პროცენტზე
მეტი განადგურებულია.
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8810&ct=17ამავდროულად:
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 1,7 მილიონით, ხოლო მთავრობის კანცელარიისა კი მილიონი ლარით შემცირდება.
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8802&ct=3სამაგიეროდ:
ფინანსთა სამინისტრო: საგარეო ვალს უპრობლემოდ ვიხდით
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8798&ct=3