დედების აქცია სამმართველოსთან
უკომენტაროდ:
http://gevision.tv/12 წუთიანი ვიდეო -იწყება ქალბატონ ბურჯანაძის მისვლით სამმართველოსთან + აქციის მონაწილეთა კომენტარები.
ვისაც არ უნახავს.
ტექსტი განსჯისთვის:
ქართველი დედების განცხადება პოლიციის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში არ ჩაიბარეს
18 / 06, 2009 17:03
ქართველი დედების განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში არ ჩაიბარეს.
როგორც `ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, განცხადებაზე იყო 24 დედის ხელმოწერა, რომლითაც ითხოვდნენ დაკავებულების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათ საავადმყოფოში გადაყვანას.
განცხადება დროებითი მოთავსების #2 იზოლატორის ხელმძღვანელის ვალერი კაკაურიძის სახელზე იყო, თუმცა კანცელარიაში განაცხადეს, რომ განცხადება ფოსტით უნდა გაიგზავნოს.
`ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადება ჩაიბაროს. ვინაიდან ეს განცხადება არ ჩაიბარეს, ფოსტით გავაგზავნით და სახალხო დამცველსაც მივმართავთ, მოხდეს ამ საკითხის შესწავლა და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც განცხადება არ ჩაიბარა. მასზე 24 დედის ხელმოწერა იყო. სანამ ფოსტით გავაგზავნით, ხელმოწერები უფრო მეტი იქნება~, _ აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.
თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დედების მდუმარე აქცია მიმდინარეობს
18 / 06, 2009 15:54
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დედების მდუმარე აქცია მიმდინარეობს.
აქციას ოპოზიციის ლიდერებიდან ”დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ”ალიანსი საქართველოდან” კი მანანა ნაჭყებია და ფიქრია ჩიხრაძე ესწრებიან.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, დედებს აქვთ უფლება, შვილები დაიცვან.
”პოლიცის შენობაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი ველურად მოიქცა. ფოტომასალიდან ჩანს, რომ წაქცეულ ერთ ადამიანს ხუთი პოლიციელი ურტყამდა. ასევე, კადრებიდან ჩანს, როგორ უჭირავს პოლიციელს ჩაქუჩი. იმ პოლიციელებს, ვინც არ მიიღო ცემაში მონაწილეობა, საყვედური გამოუცხადეს, ხოლო, ვინც სასტიკად გაუსწორდა აქციის მონაწილეებს, არ დასჯილან”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ დედების მდუმარე პროტესტი უფრო ხმამაღალია.
საპატრულო პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, აღშფოთებულია ახალგაზრდებისა და ქალების ცემით.
”როდემდე შეიძლება, ეს ღია ტერორი გაგრძელდეს. შეშფოთებული ვარ, რომ დაკავებულები მძიმედ არიან, ფიზიკურ ზეწოლას განიცდიან და მათთან ექიმებს არ უშვებენ~, _ განაცხადა ია მეტრეველმა.
პოლიციის სამმართველოსთან დედების აქცია დასრულდა
18 / 06, 2009 17:03
თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დედების და ოპოზიციის წარმომადგენლების აქცია დასრულდა.
როგორც `ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, მიუხედავად სახალხო დამცველის და ადვოკატების თხოვნისა, არ მოხდა იმ პირების საავადმყოფოში გადაყვანა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს და დაზიანებები აღენიშნებათ.
”ქართველი დედები მობრძანდნენ სამმართველოსთან და ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ არ ეძლევათ დაკავებულებს მკურნალობის შესაძლებლობა. არ შეიძლება ახალგაზრდებს ასეთი მეთოდებით უსწორდებოდე და იგნორირებას უკეთებდე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, _ განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.