უკვე ნერვების მომშლელია როცა გიგზავნიან შეტყობინებას და გეუბნებიან გაუგზავნე ეს ამა და ამდენ ადამიანს ამა და ამდენ დროში რო ჩაეტიოო და ამა და ამ დროს მოხდება ესა და ესო

იმას ვინც ავრცელებს ხო ეჭვი ეპარება იმაში რომ ეს სისულელეა რაღაც ნაწილობრივ მაინც სიმართლე ჰგონიათ და შეიძლება კი დღეს 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცა? (საუბარი არამაქ იმაზე ვინც გართობისთვის აკეთებს ამას) თუმცა ვინც გართობისთვის აგზავნის ხელს უწყობს სისულელის გავრცელებას და დამნაშავეა მაინც...
აი ისეთი რაღაცა კიდო შეიძლება რომ იყოს ლამაზი სიტყვები და გაუგზავნეთ ეს იმათ ვინც ღირსი არის ამ სიტყვებისო და ბოლოში არ უნდა მოყვებოდეს პირობა რომ თუ გაუგზავნით ლოვე დაგირეკავს,კაფეში დაგპატიჟებს და ასეთი სისულელეები....
მე საერთოდ ცრუმორწმუნეობაზე მაქვს გართულება და მაგალითი მოვიყვანე, ფორუმზე არის გახსნილი თემები 666-რიცხვის შესახებ ტელეფონის სიმ-ზე 89995-რომ წერია შემოტრიალებული რომ წაიკითხო ხო 666-ს მივიღებთო და წავშალოთ სიმ-ზე 999-ო და რავიცი უამრავი სისულელეებით გვაქვს ტვინი გამოტენილი... არასდროს გქონიათ მცდელობა(მცდელობის ქონის მცდელობა მაინც) რომ ერთეულები მაინც გამოგეყვანათ სიბნელიდან,სიბნელიდან რომელსაც ცრურწმენა ჰქვია, მაგრამ ჯერ შენი თავი უნდა გამოიყვანო რათა სხვისი გამოყვანა შეძლო... სცადო მაინც სხვისი გამოყვანა...