tamunia_chრა და last.fm წარმოადგენს ფაქტიურად ონლაინ მუსიკალურ ჩარტებს და ვიკის.
ანუ აყენებ last.fm-ის პლაგინს, რომელიც მედია ფლეიერთან, ვინამპთან ან სხვა ფლეიერთან (რომელსაც მიუთითებ) ერთად ეშვება და რასაც კომპში უსმენ იმ სიმღერების სახელები და შემსრულებლები იტვირთება საიტზე. შემდეგ მათგან დგება შენი საკუთარი ჩარტი, ანუ შეგიძლია ნახო რომელ შემდრულებლებს და სიმღერებს უსმენ ყველაზე ხშირად და ა.შ.
გარდა ამისა რომელიმე უცნობი ჯგუფის/შემსრულებლის მოსმენისას საიტზე ავტომატურად იქმნება მისი გვერდი, სადაც სურვილის მიხედვით შეგიძლია ატვირთო ამ ჯგუფის/შემსრულებლის ფოტოები, დაწერო ბიოგრაფია და ა.შ.
ასევე მანდვე განთავსებულია რეალური დროის ინფორმაცია იგივე ტურების შესახებ და ა.შ.
ასევე შესაძლებელია კონცერტების შესახებ ინფორმაციის განთავსება, უზერის მიერ მონიშვნა მათ დასწრებაზე და ა.შ.
პლიუს ამას კომენტირების შესაძლებლობა ყველა პერსონალურ თუ შემსრულებლის გვერდზე..
ასევე საკუთარი ონლაინ რადიოს გაკეთება, ბლოგი, friend-ების სისტემა, ჯგუფების შექმნა (მაგ. forum.ge) და გაწევრიანება..
მოკლედ საიტი ითავსებს, როგორც მუსიკალურ ასევე სოციალურ ფუნქციებს...
რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემის საკითხს:
ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, საშუალება აქვს მოსმენილ სიმღერაზე თუ ჯგუფზე შექმნას ტეგები, ანუ მაგალითად ირაკლი ჩარკვიანზე Georgian, Alternative, Singer-Songwriter ტეგები.
მათი საშუალებით ხდება relative შემსრულებლების და სიმღერების გენერირება კონკრეტულ შემსრულებლებზე/სიმღერებზე და ა.შ..
ანუ ამ ტეგების ლოკალური გაქართულება გამოიწვევს ქართული ჯგუფების მოწყვეტას და იზოლირებას დანარჩენი, მსოფლიო შემსრულებლებისაგან,
წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოხდეს ლასთ.ფმ-ის მთლიანი ძრავის გაქართულება (თავისი ბაზების შექმნით და ა.შ.), რომელიც ძალიან დიდი და ამავე დროს უაზრო საქმიანობაა იმჰო :|



მიმაგრებული სურათი