მე, მყავს ახლობელი რომელიც ნარკომანიის სენით იყო დაავადებული, რამდენჯერ იმკურნალა ვინ იცის, არა და არ იქნა მისი საშველი. რამდენიმე თვის წინ დაიწყო მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში სიარული. ადამიანის ესეთი შეცვლა თუ შეიძლებოდა კერძოდ ამ პიროვნების და მას თუ რამე ეშველებოდა არავის არ გვეგონა. ფაქტიურად დაიწყო თავიდან ცხოვრება ოჯახი ცოლი შვილები, დაისვენა ყველამ. თუ ასეთი პრაქტიკული საშუალება არსებობდა სად იყო აქამდე, ვინ იცის რამდენი ადამიანი დაიღუპა ნარკომანიით, და რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა ეს პროგრამა ადრე, რომ შემოეტანათ საქართველოში. ღმერთმა უშველოს ყველა უძლურებაში მყოფს.