http://jvarosnebi.com/index.php?option=com...45-09&Itemid=57პავლე ეპისკოპოსი, ღმრთის მსახურთა მსახური, წმიდა კრების მამებთან ერთად, სამუდამო სახსოვრად დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ შესავალი
1. ხელი შევუწყოთ ყველა ქრისტიანს შორის ერთობის აღდგენას: ასეთია ვატიკანის მეორე წმიდა მსოფლიო კრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. უფალმა ქრისტემ ერთი ეკლესია დაამკვიდრა, თუმცა ბევრი ქრისტიანული საკრებულო ადამიანთა წინაშე საკუთარ თავს იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მემკვიდრედ წარმოადგენს. ყველას თავი ქრისტეს მოწაფედ მიაჩნია, თუმცა მათ სხვადასხვაგვარი აღქმა და განსხვავებული გზები აქვთ, თითქოს თავად ქრისტეც განყოფილიყო. ცხადია, რომ ასეთი განყოფა აშკარად ეწინააღმდეგება ქრისტეს ნებას, მაცთურია მსოფლიოსთვის და საზიანოა წმიდა საქმისთვის, რომელიც ყველა ქმნილებისთვის სახარების ქადაგებას გულისხმობს. მაგრამ უფალმა საუკუნეთა, რომელიც სიბრძნითა და მოთმინებით ასრულებს საქმეს და ჩვენ, ცოდვილებს, თავის მადლს გვანიჭებს, უკანასკნელ დროს უფრო უხვად დაიწყო ერთმანეთისგან გამიჯნულ ქრისტიანებში მონანიებისა და ერთობის სურვილის აღძრვა. ამ მადლით მოცული ადამიანი ყველგან ბევრია. ჩვენგან გამიჯნულ ძმებშიც, სული წმიდის მადლის ზემოქმედებით, ჩაისახა და თანდათანობით გაფარდოვდა მოძრაობა, რომელიც ყველა ქრისტიანს შორის ერთობის აღდგენისთვის არის გამიზნული. ერთიანობისკენ მიმართულ ამ მოძრაობაში, რომელსაც „ეკუმენური“ ეწოდება, ისინი მონაწილეობენ, ვინც ღმერთს სამებად მოუხმობს ( qui Deum Trinum invocant) და იესოს როგორც უფალსა და მაცხოვარს აღიარებს; ამას ისინი არა ცალკე, თავისთვის უნდა აკეთებდნენ, არამედ იმ საკრებულოებთან ერთად, რომლებშიც მათ სახარება მოისმინეს და რომლებსაც თითოეული მათგანი თავის და ღმრთის ეკლესიას უწოდებს. მათ შორის თითქმის ყველა, თუმცა სხვადასხვა სახით, მიისწრაფვის ღმრთის ერთიანი და ხილული ეკლესიისკენ, რომელიც იქნება ჭეშმარიტად საყოველთაო და მთელი სამყაროსთვის მოვლინებული, რათა სამყარო სახარებისკენ მოიქცეს და ასე იქნას გამოხნილი სადიდებლად უფლისა. ყოველივე ამას წმიდა კრება სიხარულით აღიქვამს. მან უკვე განაცხადა ეკლესიის შესახებ თავისი მოძღვრება. იგი გამსჭვალულია სურვილით, დამყარდეს ერთიანობა ქრისტეს ყველა მოწაფეს შორის. ამიტომ კრებას სურს, ყველა კათოლიკეს შესთავაზოს საშუალებები, გზები და ხერხები, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემენ, უპასუხონ ამ საღმრთო მოწოდებასა და მადლს.
თავი I
ეკუმენიზმის კათოლიკური პრინციპები 2. ჩვენს შორის ღმრთის სიყვარული იმით განცხადდა, რომ ღმრთის მხოლოდშობილი ძე მამამ სამყაროში მოავლინა, რათა მას, ადამიანად ქმნილს, გამოსყიდვით კაცობრიობა აღედგინა და ერთად შეეკრიბა. სანამ ჯვრის სამსხვერპლოზე თავს უბიწო მსხვერპლად შესწირავდა, მან ყველა მორწმუნეთათვის მამას ლოცვით მიმართა და თქვა: „რაÁთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაÁთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაÁთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (იოან. 17, 21). თავის ეკლესიაში მან დაამკვიდრა ევქარისტიის განსაცვიფრებელი საიდუმლო, რომელიც აღნიშავს და კიდეც განახორციელებს ეკლესიის ერთობას. თავის მოწაფეებს მან ურთიერთსიყვარულის ახალი მცნება მისცა და მათ ნუგეშინისმცემელ სულს შეჰპირდა, რათა იგი, უფალი და ცხოველმყოფელი, მათთან საუკუნოდ დარჩენილიყო. ჯვარზე აღმართულმა და განდიდებულმა უფალმა იესომ აღთქმული სული მოჰფინა. მისი მეშვეობით მან მოუწოდა ახალი აღთქმის ერს, რომელიც არის ეკლესია, და ის შეკრიბა სარწმუნოების, იმედისა და სიყვარულის ერთობაში, როგორც ამას მოციქული ასწავლის: „ერთ Ãორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაÁთა; ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღება“ (ეფეს. 4, 4-5). „რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ... რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოÁს მიერ“ (გალ. 3, 27-28). სული წმიდა, რომელიც მორწმუნეებში მკვიდრობს, აღავსებს და წარმართავს მთელს ეკლესიას, ახორციელებს მორწმუნეთა ამ განსაცვიფრებელ ურთიერთობას და ისე მჭიდროდ აკავშირებს ყველას ქრისტეში, რომ ის ეკლესიის პრინციპი ხდება. ის ახორციელებს მადლთა და მსახურებათა განყოფას, ის ანიჭებს იესო ქრისტეს ეკლესიას სხვადასხვა ფუნქციას, „დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა“ (ეფეს. 4, 12). ხოლო იმისათვის, რომ საუკუნეთა აღსასრულამდე ქრისტეს წმიდა ეკლესია ყველგან დამკვიდრებულიყო, ქრისტემ თორმეტთა დასს მიანდო სწავლების, მართვისა და წმიდა-ყოფის ფუნქცია. მათ შორის მან პეტრე აირჩია. მას შემდეგ, რაც პეტრემ სარწმუნოება აღიარა, ქრისტემ განიზრახა, თავისი ეკლესია მასზე აღემართა. იგი მას ცის სასუფევლის კლიტეს შეჰპირდა და როცა პეტრემ თავისი სიყვარული დაუმტკიცა, ქრისტემ ყველა კრავის რწმენაში განმტკიცება და სრულყოფილ ერთობაში მათი მწყემსობა მას მიანდო. ხოლო თავად იესო ქრისტე საუკუნოდ რჩება თავსაკიდურ ქვად და ჩვენი სულების მწყემსად. მოციქულთა და მათი მემკვიდრეების, ანუ ეპისკოპოსთა მეშვეობით, რომელთა სათავეში პეტრეს მემკვიდრე დგას, ხორციელდება სახარების ერთგული ქადაგება, საიდუმლოთა განწესება და მართვა სიყვარულში. ყოველივე ამის საფუძველზე და სული წმიდის მოქმედებით, იესო ქრისტეს მისი ერის გაზრდა სურს და იგი სრულყოფს ერის კავშირს ერთობაში ((eiusque communionem perficit in unitate),რაც ერთი სარწმუნოების აღსარებას, საღმრთო ღმრთისმსახურების (divini cultus) ერთობლივ აღსრულებას და ღმრთის ოჯახის ძმურ თანხმობას გულისხმობს. ამგვარად, ეკლესია არის ღმრთის ერთიანი სამწყსო, ვითარცა ნიშანი, ერთათვის აღმართული. მთელი კაცობრიობისთვის მშვიდობის სახარების მიმნიჭებელი, იგი იმედით მსხემობს მიზნისკენ - ზეციური სამშობლოსკენ. ასეთია ეკლესიის ერთობის წმიდა საიდუმლო ქრისტეში და ქრისტეს მიერ, სული წმიდის მოქმედებით სხვადასხვა მსახურებებში განხორციელებული. ამ საიდუმლოს უზენაესი ნიმუში და სათავე არის ერთი ღმრთის - მამის, ძისა და სული წმიდის პირთა ერთობა სამებაში.
3. ღმრთის ამ ერთიან და ერთადერთ ეკლესიაში იმთავითვე გაჩნდა გარკვეული განხეთქილებანი, რომლებსაც მოციქული მკაცრად კიცხავს. მომდევნო საუკუნეებში თავი იჩინა უფრო მნიშვნელოვანმა დაპირისპირებებმა და საკრებულოთა დიდი რიცხვი გაემიჯნა კათოლიკე ეკლესიასთან სრულყოფილ კავშირს. ზოგჯერ ეს თავად ადამიანების ბრალი იყო, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. მაგრამ განხეთქილების ცოდვას მათ ვერ მივაწერთ, ვინც ასეთ საკრებულოებში ახლა გაჩნდა და ვინც ქრისტეს რწმენით არის გამსჭვალული. კათოლიკე ეკლესია მათ ძმური პატივისცემითა და სიყვარულით იღებს. ხოლო ვისაც ქრისტე სწამს და წესისამებრ ნათლობა აქვს მიღებული, ის მაინც არის გარკვეულ – თუნდაც არასრულყოფილ _ ურთიერთობაში კათოლიკე ეკლესიასთან. რა თქმა უნდა, მათსა და კათოლიკე ეკლესიას შორის არსებულ სხვადასხვა დაპირისპირების გამო, რომლებიც თავს იჩენს სამოძღვრო (in re doctrinali) და ზოგჯერ დისციპლინათა საკითხებში, აგრეთვე ეკლესიის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩნდება სხვადასხვაგვარი წინააღმდეგობა, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულიც, რომელიც ხელს უშლის სრულ საეკლესიო ურთიერთობას. სწორედ ამის გადალახვას ცდილობს ეკუმენური მოძრაობა. და მაინც, გამიჯნულნიც, ნათლობის რწენით გამართლებულნი (iustificati ex fide in baptismati), ქრისტეს ესისხლხორცებიან (Christo incorporantur). ამიტომ მათ სამართლიანად ეწოდება ქრისტიანები, ხოლო კათოლიკე ეკლესიის შვილები მათ უფლისმიერ ძმებად (fratres in Domino) მიიჩნევენ. ამასთანავე, ზოგიერთი იმ ელემენტებიდან თუ ღირებულებებიდან (bonis), (ზოგჯერ ისინი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანიც არიან) რომელთა ერთობლიობით იგება და ცხოველიყოფა ეკლესია, შეიძლება არსებობდეს კათოლიკე ეკლესიის ხილული საზღვრების გარეთაც. ასეთებია: დაწერილი საღმრთო სიტყვა, მადლის ცხოვრება (vita gratiae), რწმენა, იმედი და სიყვარული, აგრეთვე სული წმიდის შინაგანი ნიჭნი და ხილული ელემენტები. ყოველივე ეს, რაც ქრისტესგან გამოდის და მისკენ მიუძღვება, სამართლიანად განეკუთვნება ქრისტეს ერთადერთ ეკლესიას. ჩვენგან გამიჯნულ ძმათა შორისაც სრულდება ქრისტიანული რელიგიის მრავალი წმიდა ქმედება. მათი მეშვეობით უდაოდ შეიძლება, ცალკეული ეკლესიისა თუ საკრებულოსთვის დამახასიათებელ გარემოებათა შესაბამისად, აღმოცენდეს მადლის ცხოვრება. უნდა ითქვას, რომ მათი მეშვეობით იხსება გზა გამოხსნის ზიარებისკენ (in salutis communionem). ამიტომ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ეკლესიებსა და გამიჯნულ საკრებულოებს გარკვეული ნაკლი აქვს, მათ მაინც გააჩნია მნიშვნელობა და ღირებულება გამოხსნის საიდუმლოებაში. მართლაც, ქრისტეს სული არ არის წინააღმდეგი, რომ ისინი როგორც გამოხსნის საშუალებები გამოიყენოს, რომელთა ძალა მადლისა და ჭეშმარიტების იმ სისავსიდან მომდინარეობს, რომელიც კათოლიკე ეკლესიას არის მინდობილი. მაგრამ ჩვენგან გამიჯნულ ძმებს, როგორც ცალცალკე, ასევე მათ საკრებულოებსა და ეკლესიებს, არ გააჩნია ის ერთობა, რომლის მინიჭება იესო ქრისტეს ყველასთვის სურდა, ვინც მან ერთიანი სხეულისა და განახლებული ცხოვრებისთვის აღადგინა და ცხოველყო, რასაც წმიდა წერილი და პატივდებული საეკლესიო ტრადიცია მოწმობს. მხოლოდ ქრისტეს კათოლიკე ეკლესიის მეშვეობით _ იგი გამოხსნის საყოველთაო საშუალებაა _ შეიძლება მიღწეულ იქნას გამოხსნის საშუალებათა სრული სისავსე. გვწამს, რომ მხოლოდ სამოციქულო საყდარს, რომელსაც პეტრე უძღვება, უფალმა მიანდო ახალი აღთქმის მთელი სიმდიდრე, რათა მიწაზე დამკვიდრებულიყო (constituendum) ქრისტეს ერთიანი სხეული, რომელშიც სრულყოფილად უნდა შევიდეს ყველა, ვინც ამა თუ იმ სახით ღმრთის ერს უკვე ეკუთვნის. მიწიერი მსხემობის განმავლობაში ეს ერი, მის ცალკეულ წევრთა სახით, ცოდვისგან დაზღვეული არ არის, მაგამ ის მაინც იზრდება ქრისტეში. ღმერთი, თავისი საიდუმლო განზრახვის შესაბამისად, ამ ერს მიუძღვის, სანამ ის, სიხარულით აღსავსე, ზეციურ იერუსალიმში საუკუნო დიდების სრულ სისავსეს არ მიაღწევს.
4. დღეს სამყაროს ბევრ კუთხეში, სული წმიდის მადლით, ლოცვით, სიტყვითა და საქმით ბევრი რამ კეთდება ერთობის იმ სისრულის მისაღწევად, რომელიც სურს იესო ქრისტეს. ამიტომ წმიდა სინოდი მოუწოდებს ყველა კათოლიკე ერთგულს, ამოიცნონ დროის ნიშნები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ეკუმენურ საქმეში. „ეკუმენური მოძრაობა“ გულისხმობს ქრისტიანთა ერთობისთვის განკუთვნილ და ორგანიზებულ საქმიანობებსა და ინიციატივებს, რომლებიც ხორციელდება ეკლესიის სხვადასხვა მოთხოვნილებებისა და გარემოებათა საფუძველზე. ასეთია, უპირველეს ყოვლისა, ყოველგვარი მცდელობა, თავიდან ავიცილოთ ისეთი გამოთქმები, განსჯანი და საქმეები, რომლებიც სამართლიანობისა და ჭეშმარიტების თვალსაზრისით არ შეესაბამება გამიჯნული ძმების მდგომარეობას და ამიტომ მათთან ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს. გარდა ამისა, „ეკუმენური მოძრაობა“ გულისხმობს „დიალოგს“, რომელიც რელიგიურ ხასიათს ატარებს და, სათანადოდ განსწავლულ სპეციალისტთა მონაწილეობით, სხვადასხვა ეკლესიებისა თუ საკრებულოების წარმომადგენელთა შეკრებებზე იმართება. ამ დროს თითოეული წარმომადგენელი უფრო ღრმად განმარტავს თავისი საკრებულოს მოძღვრებასა და უფრო ნათლად წარმოადგენს მის თავისებურებებს. ასეთი დიალოგის მეშვეობით ყველა იძენს უფრო ჭეშმარიტ ცოდნას ამა თუ იმ საკრებულოს მოძღვრების შესახებ, უკეთესად ეცნობა მის ცხოვრებას და უფრო სწორად აფასებს ყოველივე ამას. ასეთი გზით ეს საკრებულოები უფრო ფართოდ თანამშრომლობენ სხვადასხვა საქმეში საერთო კეთილდღეობისათვის, რომელიც მთელი ქრისტიანულ საკრებულოს სინდისის მოთხოვნებს შეესაბამება. რამდენადაც შესაძლებელია, ერთსულოვნებას ისინი საერთო ლოცვაში აღწევენ. და ბოლოს, ყველა მოწმობს ეკლესიასთან მიმართებაში ქრისტეს ნებისადმი თავის ერთგულებას და სათანადო შემართებით შეუდგება განახლებისა და ცვლილების (reformationis) საქმეს. კათოლიკე ეკლესიის ერთგულნი, რომლებიც მღვდელთა ზედამხედველობით ყოველივე ამას გონივრულად და მოთმინებით აკეთებენ, ხელს უწყობენ სამართლიანობისა და ჭეშმარიტების, თანხმობისა და თანამშრომლობის დამყარებას, აგრეთვე ძმობისა და ერთობის სულის გაღვივებას. ამ გზით, თანადათანობით, იმ დაბრკოლებათა გადალახვით, რომლებიც ხელს უშლის სრულყოფილი საეკლესიაო საკრებულოს არსებობას, ყველა ქრისტიანი, ევქარისტიის ერთიან აღსრულებაში, შეიკრიბება ერთიანი და ერთადერთი ეკლესიის იმ ერთობაში, რომელიც ქრისტემ თავის ეკლესიას დასაბამითვე მიანიჭა. გვწამს, რომ ის განუხრელად არსებობს კათოლიკე ეკლესიაში და, იმედი გვაქვს, სულ უფრო განმტკიცდება საუკუნეთა აღსასრულამდე. ცხადია, რომ იმ ცალკეულ პირთა მომზადებისა და შერიგების საქმე, რომელთაც სრული კათოლიკური ერთობა სურთ, თავისი ბუნებით განსხვავდება ეკუმენური ინიციატივისგან. და მაინც, მათ შორის არ არის არავითარი დაპირისპირება, რადგან ერთიცა და მეორეც ღმრთის განსაცვიფრებელი განგებულებიდან (dispositione) მომდინარეობს. ეკუმენურ საქმიანობაში კათოლიკე ერთგულები, უდაოდ, უნდა ზრუნავდნენ თავისი გამიჯნული ძმებისთვის, ილოცონ მათთვის, ესაუბრონ მათ საეკლესიო საქმეთა შესახებ და გადადგან მათკენ პირველი ნაბიჯები. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა გულრწფელად და დაკვირვებით გაიაზრონ ყველაფერი, რაც თავად კათოლიკურ ოჯახში უნდა განახლდეს და განხორციელდეს, რათა მისი ცხოვრება უფრო ერთგულად და ნათლად მოწმობდეს იმ მოძღვრებისა და განწესებათა (institutisque) შესახებ, რომელიც ქრისტემ მოციქულთა მეშვეობით გადმოსცა. ღმერთმა კათოლიკე ეკლესია ჭეშმარიტებითა და მადლის ყველა საშუალებებით დააჯილდოვა, და მაინც მისი წევრები მთელი გულმოდგინებით არ ცხოვრობენ. ამის გამო ეკლესიის სახე არასაკმარისად ბრწინავს ჩვენი გამიჯნული ძმებისა და მთელი სამყაროსთვის, შენელებულია ღმრთის სასუფევლის ზრდა. ამიტომ ყველა კათოლიკე უნდა მიისწრაფოდეს ქრისტიანული სისრულისაკენ. საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველი მათგანი უნდა ეცადოს, რომ ეკლესია, რომელიც საკუთარ თავში იესოს დამდაბლებას და სიკვდილს ატარებს, თანდათანობით განიწმიდოს და განახლდეს, სანამ ქრისტე მას არ წარუდგენს როგორც დიდებულს, უმწიკვლოსა და უბიწოს. აუცილებელ საკითხებში ერთობის დაცვასთან ერთად, თითოეულმა, იმ ფუნქციის შესაბამისად, რომელიც მას აკისრია, უნდა შეინარჩუნოს თავისუფლება სულიერი ცხოვრებისა და დისციპლინის სხვადასხვა ფორმაში, ლიტურგიულ წესთა მრავალგვარობასა და თვით გამოცხადებული ჭეშმარიტების თეოლოგიურ დამუშავებაშიც კი: მათ ყველაფერში სიყვარული უნდა თესონ. ასეთი ქმედებით ისინი სულ უფრო სრულად გამოხატავენ ეკლესიის კათოლიკობას და, ამასთანავე მის სამოციქულოობას. მეორეს მხრივ, აუცილებელია, რომ კათოლიკეებმა სიხარულით აღიარონ და დააფასონ ჭეშმარიტად ქრისტიანული ღირებულებები, საერთო მემკვიდრეობის ნაყოფი, რომელიც ჩვენგან გამიჯნულ ძმებთან მოიპოვება. სამართლიანია და ხსნის მომტანია ქრისტეს სიმდიდრეებისა და ძალთა მოქმედების აღიარება სხვათა ცხოვრებაში, ვინც ქრისტეს მოწმობს, ზოგჯერ საკუთარი სისხლის ფასადაც: ღმერთი მუდამ განსაცვიფრებელია და აღტაცების ღირსია თავის საქმეებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის, რაც სული წმიდის მადლით ჩვენგან გამიჯნულ ძმებში სრულდება, შეიძლება ჩვენი განათლებისთვისაც იყოს სასარგებლო. ჭეშმარიტად ქრისტიანული არასდროს უპირისპირდება რწმენის ნამდვილ ღირებულებებს, არამედ ყოველთვის შეიძლება ხელს უწყობდეს ქრისტესა და ეკლესიის საიდუმლოების უფრო სრულად მიღწევას. და მაინც, განსხვავებები ქრისტიანთა შორის ხელს უშლის ეკლესიას, განახორციელოს მისთვის დამახასიათებელი კათოლიკობის სისრულე თავის შვილებში, რომლებიც მას ნათლობით ეკუთვნიან, მაგრამ მასთან სრული ურთიერთობისგან გამიჯნულნი არიან. მეტიც: თავად ეკლესიისთვისაც სულ უფრო ძნელი ხდება კათოლიკობის სისრულის გამოხატვა ყველა ასპექტით, თავად ცხოვრების სინამდვილეში. მოცემული წმიდა სინოდი სიხარულით ადასტურებს, რომ დღითი დღე იზრდება ერთგულ კათოლიკეთა მონაწილეობა ეკუმენურ საქმიანობაში. იგი მთელი მსოფლიოს ეპისკოპოსებს აკისრებს ამ საქმიანობის გულმოდგინე ხელშეწყობასა და მის გონივრულ წარმართვას.
თავი II
ეკუმენიზმის განხორციელება 5. ერთობის აღდგენისთვის ზრუნვა მთელს ეკლესიას ეკისრება, როგორც ერთგულებს, ასევე მღვდლებს, თითოეულს – საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით, როგორც ყოველდღიურ ქრისტიანულ ცხოვრებაში, ასევე თეოლოგიურ და ისტორიულ ძიებებში. ეს ზრუნვა უკვე გარკვეული სახით გამოხატავს ყველა ქრისტიანს შორის კავშირის არსებობას და, ღმრთის ნებით, საყოველთაო და სრული ერთობისაკენ გვიძღვება. 6. ეკლესიის ყოველგვარი განახლება არსებითად მისი მოწოდებისადმი მზარდ ერთგულებას ნიშნავს. უდავოა, რომ ერთობისკენ მიმართული მოძრაობა ამ განახლებაში იღებს დასაბამს. ეკლესიას, მისი მსხემობის გზაზე, ქრისტე მუდმივი გარდაქმნისაკენ (reformationem) მოუწოდებს. ეკლესია ამას განუწყვეტლივ საჭიროებს, რადგან ის ადამიანური და მიწიერი ინსტიტუტია. ხდება ხოლმე, რომ გარკვეულ ვითარებაში რომელიღაც საკითხი, იქნება ეს ზნეობის სფერო, საეკლესიო დისციპლინა თუ მოძღვრების უწყების ფორმა – რაც მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ თავად სარწმუნოების საუნჯისაგან _ არასაკმარისი გულისყურით განიხება; ასეთი შეცდომები ხელსაყრელ დროს, სწორედ და სათანადოდ უნდა გასწორდეს. მაშასადამე, ამ განახლებას ეკუმენური მნიშვნელობა აქვს. განახლება ეკლესიის ცხოვრების სხვადასხვა ფორმების მეშვეობით სრულდება. ეს არის ბიბლიური და ლიტურგიული მოძრაობა, საღმრთო სიტყვის ქადაგება და კატეხიზაცია, საეროთა მოციქულობა, რელიგიური ცხოვრების ახალი ფორმები, ქორწინების სულიერი ხასიათი, ეკლესიის მოძღვრება და მოღვაწეობა საზოგადოებრივ საქმეში. ყოველივე ეს უნდა მივიჩნიოთ იმ საწინდარად და ნიშნად, რომლებიც მომავალში ეკუმენიზმის განვითარებას მოასწავებს. 7. შინაგანი მოქცევის გარეშე ნამდვილი ეკუმენიზმი არ არსებობს. ერთობის სურვილი ხომ გონების განახლებიდან, საკუთარი თავის უარყოფიდან და სიყვარულის თავისუფალი გამოვლენიდან მომდინარეობს და იძენს სიმწიფეს. ამიტომ სული წმიდას უნდა შევთხოვოთ მადლი გულრწფელი უარყოფისა, სიმდაბლისა და სიმშვიდისა მსახურებაში, აგრეთვე სხვათა მიმართ ძმური სულგრძელებისა. “გლოცავ თქვენ მე“, ამბობს ხალხთა მოციქული, „კრული ესე უფლის მიერ, რაÁთა ღირსად ხÂდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშÂდიდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშÂდობისაÁთა“ (ეფეს. 4, 1-3). ეს დარიგება ეხება, უპირველეს ყოვლისა მათ, ვინც წმიდა ხარისხში არის აღყვანილი ქრისტეს მისიის გასაგრძელებლად, რომელიც ჩვენს შორის „არა მოვიდა, რაÁთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად“ (მათ. 20, 28). ერთობასთან მიმართებაში შეცდომათა შესახებ საყურადღებოა წმ. იოანეს მოწმობა: „უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაÁ მისი არა არს ჩუენ შორის“ (1იოან. 1, 10). მორჩილი ლოცვით პატიებას ვითხოვთ ღმრთისა და გამიჯნული ძმებისგან, როგორც თავად მივუტევებთ ჩვენს მოვალეთ. დაე, ყველა ქრისტეს ერთგულს ახსოვდეს, რომ ისინი მით უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ქრისტიანთა ერთობას – მეტიც: განახორციელებან მას, _ რაც უფრო მეტად შეეცდებიან, იცხოვრონ წმინდა სახარებისეული ცხოვრებით. რაც უფრო მჭიდროდ იქნება მათი კავშირი მამასთან, სიტყვასა და სული წმიდასთან, მით უფრო ღრმა და ადვილი გახდება ურთიერთძმობა.
8. ეს სულიერი მოქცევა (haec cordis conversio) და ცხოვრების სიწმიდე, ქრისტიანთა ერთობისათვის კერძო და საჯარო ლოცვებთან ერთად, მთელი ეკუმენური მოძრაობის სულად უნდა მივიჩნიოთ და მას სავსებით კანონზომიერად შეიძლება სულიერი ეკუმენიზმი ვუწოდოთ. კათოლიკეთა საზეიმო ჩვეულებაა, ხშირად შეიკრიბონ ეკლესიის ერთობისათვის იმ ლოცვის გამო, რომლითაც გარდაცვალების წინა დღეს თავად მაცხოვარი მხურვალედ ევედრა მამას: „რაÁთა ყოველნი ერთ იყვნენ“ (იოან. 17, 21). გარკვეულ ვითარებაში, როგორიც არის ლოცვები „ერთობისათვის“, აგრეთვე ეკუმენურ შეკრებებზე (conventibus), დასაშვებია და სასურველიც, რომ კათოლიკეები თავის გამიჯნულ ძმებთან ლოცვისას ურთიერთობდნენ. ასეთი ერთობლივი ლოცვები უდაოდ ძალზე ეფექტური საშუალებაა ერთობის მადლისთვის სავედრებლად და ჭეშმარიტი ერთობის ნიშანიც არის, რომელიც კათოლიკეებს გამიჯნულ ძმებთან დღემდე აკავშირებს: „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათÂს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18, 20). ამასთანავე, საიდუმლოთა გზით ურთიერთობა (communicatio in sacris) არ უნდა მივიჩნიოთ ისეთ საშუალებად, რომელიც განურჩევლად შეიძლება იქნას გამოყენებული ქრისტიანული ერთობის აღსადგენად. ამ ურთიერთობას, უპირველეს ყოვლისა, ორი პრინციპი განსაზღვრავს: ეკლესიის ერთობის აღნიშნვა და მადლის საშუალებებში მონაწილეობა. ერთობის აღნიშნვა ძირითადად ხელს უშლის ურთიერთობას, ხოლო მადლის მოსაპოვებლად ის ზოგჯერ საჭიროა. რაც შეეხება ქმედების კონკრეტულ ფორმას, მის შესახებ გონივრულად უნდა განსაჯოს ადგილობრივმა საეპისკოპოსო ხელისუფლებამ, თუკი ეპისკოპოსთა კონფერენციამ, საკუთარი ნორმების შესაბამისად, სხვაგვარი დადგენილება არ მიიღო, ან წმიდა საყდარმა სხვაგვარად არ გადაწყვიტა.
9. გამიჯნულ ძმათა სულიერი განწყობის ცოდნა არის საჭირო. ამისათვის აუცილებელია სწავლა, რომელიც ჭეშმარიტების შესაბამისად და კეთილგანწყობით უნდა წარიმართოს. სათანადოდ მომზადებული კათოლიკეები უფრო ღრმად უნდა ჩასწვდნენ ძმების მოძღვრებასა და ისტორიას, სულიერ ცხოვრებასა და ღმრთისმსახურებას, რელიგიურ ფსიქოლოგიასა და კულტურას. ამის მიღწევას დიდად უწყობს ხელს შერეული შეკრებები. იქ, უპირველეს ყოვლისა, თეოლოგიური საკითხები განიხილება, სადაც ყველას თანაბრად აქვს სიტყვის უფლება, თუკი მონაწილენი, წინამძღვართა მეთვალყურეობის პირობებში, ნამდვილად კომპეტეტურნი არიან. ასეთი დიალოგი უფრო ნათლად ცხადყოფს, თუ როგორია კათოლიკე ეკლესიის ჭეშმარიტი მდგომარეობა. ამ გზით უკეთესად შევძლებთ, ერთის მხრივ, გამიჯნული ძმების სულისკვეთების შეცნობას, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენს სარწმუნოებას მათ უფრო ადექვატურად წარმოვუდგენთ.
10. წმიდა ღმრთისმეტყველების დარიგებანი და სხვა დისციპლინები, განსაკუთრებით ისტორიული საგნები, ეკუმენური ასპექტითაც უნდა ისწავლებოდეს, რათა მათ რეალურ ვითარებას უკეთესად უპასუხონ. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი მღვდლები და მღვდელმსახურნი ზუსტად ჩამოყალიბებულ თეოლოგიას დაეუფლონ, და არა ისეთს, რომელიც საკამათო მდგომარეობაშია, განსაკუთრებით როცა საკითხი ეხება კათოლიკე ეკლესიასთან გამიჯნული ძმების ურთიერთობას. სწორედ მღვდელთა მომზადებაზე არის დამოკიდებული ერთგულთა და მოწესეთა აუცილებელი განათლება და სულიერი აღზრდა. კათოლიკენი, რომლებიც მისიონერულ საქმიანობას იმ ქვეყნებში ეწევიან, სადაც სხვა ქრისტიანებიც არიან, უნდა გაეცნონ (ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოავანია) იმ საკითხებსა და შედეგებს, რომლებსაც ეკუმენიზმი მათი მოციქულობის წინაშე აყენებს.
11. კათოლიკური სარწმუნოების გამოხატვის ფორმა და ხასიათი არ უნდა აბრკოლებდეს ძმებთან დიალოგს. მთელი მოძღვრება ცხადად უნდა იქნას გადმოცემული. არაფერი ისე უცხო არ არის ეკუმენიზმისთვის, როგორც ის ცრუ ირენიზმი, რომელიც კათოლიკური მოძღვრების სიწმიდეს ზიანს აყენებს და მის ჭეშმარიტ და ზუსტ შინაარსს ჩრდილავს. კათოლიკური სარწმუნოება უფრო ღრმად და სწორად უნდა განიმარტოს, ისეთი ფორმითა და ენით, რომელიც გამიჯნული ძმებისთვისაც იქნება გასაგები.
ამასთანავე, ეკუმენურ დიალოგში, ეკლესიის მოძღვრების ერთგულმა კათოლიკე თეოლოგებმა, გამიჯნულ ძმებთან ერთად საღმრთო საიდუმლოებათა კვლევისას უნდა იმოქმედონ ჭეშმარიტების სიყვარულით, კეთილგანწყობითა და სიმდაბლით. მოძღვრებათა შეჯერებისას მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს კათოლიკური მოძღვრების ჭეშმარიტებათა რიგი ანუ „იერარქია“, რადგან სხვადასხვა არის მათი კავშირი ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველთან. ასე იქნება გაკვალული გზა, რომელიც ამ ძმური შეჯიბრის მეშვეობით ყველას მიიყვანს ქრისტეს გამოუკვლეველ სიმდიდრეთა უფრო ღრმა ცოდნისა და ნათელი გამოვლენისკენ.
12. დაე, ყველა ხალხთა წინაშე ყველა ქრისტიანმა აღიაროს რწმენა ღმრთისა, ერთისა და სამის, განხორციელებული ძისა, ჩვენი გამომსყიდველისა და ჩვენი უფლისა, და ერთობლივი მცდელობით, ურთიერთპატივისცემით, დაამოწმოს ჩვენი იმედი, რომელიც არ წარიშლება. დღეს, როცა ჩამოყალიბდა ძალიან ფართო თანამშრომლობა საზოგადოებრივ საქმეებში, უკლებლივ ყველა ადამიანი მოწოდებულია საერთო საქმისთვის, უპირველეს ყოვლისა ისინი, ვისაც ღმერთი სწამს, და განსაკუთრებით ისინი, ვინც ქრისტიანებად იწოდებიან. ყველა ქრისტიანის თანამშრომლობა ცოცხლად გამოხატავს იმ კავშირს, რომელიც მათ უკვე აერთიანებს ერთმანეთთან, და უფრო ნათლად წარმოაჩენს ქრისტეს, როგორც მსახურის სახეს. ეს თანამშრომლობა უკვე მრავალ ქვეყანაშია ჩამოყალიბებული. ის სულ უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სოციალური თუ ტექნიკური ევოლუცია მიმდინარეობს. თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს ადამიანის პიროვნების სწორად შეფასების სფეროს, მშვიდობისათვის ხელშეწყობას, სოციალური სფეროსადმი სახარების მისადაგებას, ქრისტიანული სულისკვეთებით მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებას, დახმარების სხვადასხვა საშუალებათა გამოყენებას თანამედროვე უბედურებათა სფეროში, როგორიცა სრის შიმშილი და უბედურება, წერა-კითხვის უცოდინარობა და სიღატაკე, საცხოვრებლის ნაკლებობა და სიმდიდრეთა არათანასწორი განაწილება. ამ თანამშრომლობის მეშვეობით ყველა, ვისაც ქრისტე სწამს, ადვილად შეძლებს ისწავლოს, სხვებს უკეთესად როგორ გაუგოს, მეტად როგორ დააფასოს და როგორ გაიკვალოს გზა ქრისტიანთა ერთობისკენ.
თავი III
რომის სამოციქულო საყდრისაგან გამიჯნული ეკლესიები და საკრებულოები 13. ახლა განვიხილავთ გამიჯნვის ორ ძირითადად კატეგორიას, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინეს შეუკერავ ქიტონზე. პირველად მათ აღმოსავლეთში იჩინეს თავი, ეფესოსა და ქალკედონის კრებათა დოგმატურ განსაზღვრებათა დადგენისას (contestatione), ან, მოგვიანებით, აღმოსავლეთის საპატრიარქოებსა და რომაულ საყდარს შორის საეკლესიო ურთიერთობის რღვევისას. სხვები დასავლეთში გაჩნდა ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, იმ მოვლენათა შემდგომ, რომლებიც ჩვეულებრივ რეფორმაციის სახელს ატარებს. ამის შედეგად რომაულ საყდარს მრავალი საკრებულო გაემიჯნა, როგორც ეროვნული, ასევე კონფესიური. ზოგიერთ მათგანში ნაწილობრივ შენარჩუნებულია კათოლიკური ტრადიციები და სტრუქტურები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ანგლიკანურ საკრებულოს უკავია. ეს სხვადასხვა განყოფანი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება, არა მარტო წარმომავლობის, ადგილისა და დროის საფუძველზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ბუნებითა და იმ საკითხთა მნიშვნელობით, რომლებიც საეკლესიო სარწმუნოებასა და სტრუქტურას შეეხება. მოცემული წმიდა კრება, ერთის მხრივ, არ უგულებელყოფს ვითარებათა სხვადასხვაობას, რომლებშიც სხვადასხვა ჯგუფი იმყოფება, და არც იმ კავშირებს ივიწყებს, რომლებიც, განყოფის მიუხედავად, მათ შორის კვლავაც არსებობს. გონივრული ეკუმენური ქმედების განხორციელებისთვის კრებას მიზანშეწონილად მიაჩნია, წარმოადგინოს ქვემოთ მოტანილი განაზრებები.
* * *
გაგრძელება
I. აღმოსავლურ ეკლესიათა საგანგებო განხილვა
14. უკვე რამდენიმე საუკუნეა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები თავ-თავის გზას მიჰყვებოდნენ, გაერთიანებულნი სარწმუნოების ძმური ერთობითა და საკრამენტალური ცხოვრებით. საერთო თანხმობით, რომის საყდარი არის წარმმართველი ძალა, როდესაც ეკლესიათა შორის წარმოიქმნება უთანხმოებანი სარწმუნოებასა თუ დისციპლინასთან დაკავშირებით. წმიდა სინოდი მოხარულია ყველას მოაგონოს, რომ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, აღმოსავლეთში არსებობს მრავალი ცალკეული ანუ ადგილობრივი ეკლესია, რომელთა შორის პირ
This post has been edited by მნათეუსი on 20 Jun 2009, 16:18