მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი თემაა და აქამდეც უნდა გაგვეხსნა.
ფსიქოანალიტიკურ მიდგომას რაც შეეხება - ჩემის აზრით ძალიან გაწეილილი მიდგომაა დროში, იმიტომ რომ როგორც ყველამ ვიცით, არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები როდესაც კლიენტი ამგვარი მიდგომის თერაპევტთან 1, 5, 10 და 15 წელიც კი დადის (ეს საზღვარგარეთ, თორე აქ არ ვიცი რა ხდება მაგ მხრივ).
როჯერსის მიდგომა - ძალიან ჰუმანისტური და თერაპევტის მხრიდან არაეგოისტური მიდგომაა, რაც მისასალმებელია.
ბიჰევიორისტული ტექნიკები - ფობიების მოხსნისთვის საკმაოდ კარგია, მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც მოხსნის ნაცვლად ან სანაცვლოდ კლიენტს ახალ-ახალ ფობიებს უჩენს.
მე პირადად მხარს ვუჭერ NLP-ს, ერიქსონისეულ არადირექტულ ჰიპნოზს, ირიბ სუგესტიურ (შთაგონებით) ტექნოლოგიებს და მათ კომბინაციას როჯერსის მეთოდთან, ასევე იუნგის ფსიქოანალიზსაც გარკვეულწილად, ხოლო ფროიდს რაც შეეხება, მისი დიდი თაყვანისმცემელი ნამდვილად არ ვარ