#14818640 · 23 Jul 2009, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის მედიცინის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას შემდეგ ფაკულტებებზე: 1. მოწყალების დის საქმე; 2. ტრადიციული მედიცინა; 3. ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოთერაპია; 4. რეაბილიტაცია და ფიზიკური მედიცინა; 5. პრევენციული და სოციალური მედიცინა.
ინსტიტუტში გაძლიერებულად ისწავლება გერმანული ენა. სასწავლო პროცესში მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტები. წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებისათვის გაიგზავნებიან პარტნიორი უნივერსიტეტის კლინიკებში გერმანიაში. მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან უმაღლესი და საშუალო სამედიცინო ან სხვა განათლების მქონე პირები (ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოთერაპიის ფაკულტეტზე _ მხოლოდ ის პირები, რომელთაც აქვთ დიპლომი სპეციალობით “სამკურნალო საქმე”). აბიტურიენტებმა ინსტიტუტის სამდივნოში 13 ივლისიდან 24 აგვისტომდე (ჩათვლით) უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 1. განაცხადი რექტორის სახელზე; 2. დახასიათება ან მოძღვრის რეკომენდაცია; 3. ავტობიოგრაფია; 4. ორი ფოტოსურათი 6X9; 5. განათლების მოწმობა (ასლი); 6. პირადობის მოწმობა. აბიტურიენტებთან 26 და 27 აგვისტოს ჩატარდება გასაუბრება, რის შემდეგაც დაიშვებიან გამოცდებზე: 1. ქართული ენა და ლიტერატურა (წერა); 2. ადამიანის ანატომია და ბიოლოგია (ზეპირი); 3. ქიმია (ზეპირი).
ტელ.: 8 77 40 28 64; 8 99 73 05 99. მისამართი: თარხნიშვილის ქ. 4 (საპატრიარქოს სამშობიარო სახლის შენობა, მე-4 სართ.)
This post has been edited by Entoz on 23 Jul 2009, 20:59
|