ვხსნი თემას ხელმეორედ, რადგან წინა თემა სხვადასხვა მიზეზების გამო გაფუჭდა.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ გამუქებულ ტექსტებს.არტთერაპია - ფსიქოთერაპული მეთოდია, რომელიც გამოიყენება ყველა ასაკში და არ აქვს შეზღუდვები და უკუჩვენებები. ფსიქოკორექციისათვის აქ გამოიყენება ხელოვნების და შემოქმედებითი მეთოდები, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, მუსიკა, ცეკვა, ისტორიების მოგონება, დრამა და სხვა.
ეს მეთოდი ხელს უწყობს ადამიანის ემოციებისა და აზრების გამოხატვას შემოქმედებითი პროცესის საშუალებით. აქ კარგად ვლინდება ადამიანის პიროვნული თავისებურებები. იგი ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვასა და თვითშეფასების აწევაში, ხელს უწყობს საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას, შინაგანი კონფლიქტების მოგვარებას თვითგამოხატვის გზით.
არტთერაპიის ავტორი და დამფუძნებელია ადრიან ჰილი, თუმცა ამ მეთოდებს იქამდეც იყენებდნენ ისეთი ფსიქოთერაპევტები, როგორებიცაა იუნგი და ფროიდი. ლეგენდის თანახმად ჯერ კიდევ პითაგორა კურნავდა ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს ქნარზე შესრულებული მუსიკით.
არტთერაპია საკმაოდ ეფექტურია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
- სტრესი და პოსტსტრესული დარღვევები;
- შიდა და პიროვნებათშორისი კონფლიქტები.
ასევე აქ ხერხდება
- კრეატულობის განვითარება;
- პიროვნული მთლიანობის განვითარება.
ჩვენ - ფორუმელმა ფსიქოლგებმა გადავწყვიტეთ ჩავატაროთ არტთერაპიის ტრენინგები. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ასაკის და სქესის მიუხედავად. ასევე არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რამდენად არის ეს ადამიანი ხელოვნებასთან ახლოს. აქ ხდება ხელოვნების საშუალებით საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა. ამიტომ შესრულებული სამუშაოს ესთეტიურობას ან ხარისხს ყურადღება არ ექცევა. ტრენინგის მიმდინარეობის დროს წამყვანი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მონაწილეებს აზრების, ემოციების თვითგამოხატვის მხრივ.
მაშ ასე
ტრენინგები იქნება 3 დღიანი და ჩატარდება 3-4-5 ივლისს. ჯგუფი 8 მონაწილისგან იქნება შემდგარი. გადასახდელი იქნება 5 ლარი თითოეული მონაწილისგან, რომლითაც შევიძენთ სამუშაო მასალებს: ფანქრები, ფურცლები, პლასტელინი და სხვა.
შუალედში მოეწყობა ბრეიქიტრენერები:
- TETISA. პროფესიით ფსიქოლოგი. მაგისტრი. მაქვს გავლილი არტთერაპიის ტრენინგები ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში ორ ეტაპად. პრაქტიკაში გამოყენებული მაქვს არტთერაპიის მეთოდიკები.
- Showman. აქვს ჩატარებული სამ სხვადასხვა ჯგუფთან ფსიქოდრამის 10 სესია (
ფსიქოდრამა) და ასევე სხვადასხვა არტთერაპიული ჯგუფების მუშაობაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორის დევნილებთან, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის ფარგლებში არსებულ ჯგუფში. ამჟამად მუშაობს მოზარდებთან ამ მეთოდების გამოყენებითაც.
- DrJones. წარდგენა არც სჭირდება მე მგონი. ყველა იცნობს მას.
მსურველების საყურადღებოდ!!!
მოგვწერეთ PM-ში ტრენერებს თქვენი:
1. სახელი
2. ასაკი
3. საკონტაქტო ინფორმაცია
4. საქმიანობა
5. მოკლედ დაწერეთ, რატომ გინდათ ამ ტრენინგში მონაწილეობის მიღებაიმ შემთხვევაში, თუკი მსურველების რაოდენობა 8-ზე მეტი იქნება, ტრენერები ავარჩევთ ამ ტრენინგის მონაწილეებს. ეს არჩევა არ მოხდება მხოლოდ ქრონოლოგიური პრინციპით. არსებობს ჯგუფის შედგენის წესები, რომლებსაც დავიცავთ ამ შემთხვევაში.
ახლო მომავალში ჩავატარებთ კიდევ ასეთ ტრენინგებს ისე, რომ არც ერთი მსურველი არ დაგვრჩეს გულდაწყვეტილი.ველოდებით თქვენს კითხვებს.

ამ ეტაპზე პირადი მონაცემები გამოგზავნილი აქვთ
_qaloba_
Mr Adam
Cruel Intentions
maka995
ვიცი რომ სხვებსაც გინდოდათ, me vs me, erwin_rommel, pataputina, Kessso (თუმცა მგონი გადაიფიქრა), Ze Moreira.
This post has been edited by Doloress on 26 Jun 2009, 10:33