Саакашвили наградил президента Литвы военным орденом
http://www.lenta.ru/news/2009/06/23/heroism/ ვიცი,რომ ეს კაცი და მისის ქვეყანა მხარს გვიჭერდნენ,მაგრამ სხვა ორდენი არ არსებობს საქართველოში ამით რომ არ დაეჯილდოვებინა?
აი თუ გინდაც ამ ჯილდოთი.
3. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთოებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.(26.06.98. N1501)
4.ვახტანგ გორგასლის ორდენი :
ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება ასეთი თანამიმდევრობით:
III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.
II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
http://www.president.gov.ge/?l=G&m=8 This post has been edited by lasha1997 on 23 Jun 2009, 19:39