როგორც იცით 1997 წელს გიორგი ქინქლაძე ბრწყინავდა მანჩესტერ სიტიში და სწორედ ამ დროს მისი საუკეთესო მეგობარი მამუკა წიკლური აპირებდა რინგის დაპყრობას. გიორგი ქინქლაძემ ხელი შეუწყო თავის საუკეთესო მეგობარს, რომ ბრიტანეთში ესინჯა ბედი. მამუკა წიკლაური ითვლებოდა იმ პერიოდში ტერორად თავისი წონის მოკრივეებში და მისი იმჟამინდელი მწვრთნელი გახლდათ სამერსბის მეგობარი სტივ ფოსტერი. გიორგი ქინქლაძე კი ახალბედა ბოქსიორს დიდი მხარდაჭერას უწევდა ინგლისში, როგორც გამოცემა იტყობინება იგი ცხოვრობდა გიორგი ქინქლაძის სახლში და ვარჯიშებზე სწორედ ქინქს დაყავდა თავისი მანქანით. ქინქლაძის აზრით კარგი იყო თავისი მეგობრის ჩამოსვლა დიდ ბრიტანეთში. ქინქლაძე დაინტერესდა კრივით მას შემდეგ რაც ნიკი სამერსბიმ წაიყვანა მანჩესტერში ერთ-ერთ ბრძოლაზე სადაც შეხვდა სტივ ფოსტერს. ხოლო გიორგის აზრით კარგი იქნებოდა მამუკა წიკლაურის ჩამოყვანა ინგლისში მისი წინსვლისთვის.
როდესაც იგი იბრძოლებს მე უფრო ვინერვიულებ ვიდრე ნებისმიერი მანჩესტერ სიტის თამაშის დროს, რადგან მამუკა ჩემი უახლოესი მეგობარია.
მამუკა წიკლაურს იმ დროისთვის ქონდა ჩატარებული 5-თი პროფესიონალური ბრძოლა: 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.
მამუკა წიკლაურს ძალიან სურდა, რომ ბრიტანეთში რინგზე მალე ეხილათ სტივ ფოსტერის მეთაურობით.
გაცნობებთ, რომ ამ ორი სპორცმენის კარიერა საკმაოდ კარგად აეწყო მამუკა წიკლაურმა თავის კარიერაში 6 - ჯერ მოახერხა საქართველოს ჩემპიონობა ასევე პირველი ქართველი ბოქსიერი გახლდათ, რომელიც ევროპაში საქართველოს სახელით გამოდიოდა შემდეგ კი იგი გახდა კობა გოგოლაძის მენეჯერი და მათ შესძლეს მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება სამოყვარულო კრივში. გიორგი ქინქლაძე საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იგი 2009 წელს დასახელდა მანჩესტერ სიტის ყველადროის საუკეთესო მოთამაშედ ასევე მან 1992 წელს და 1996 წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო სპორცმენის ტიტული იგი ქვეყნის ჩემპიონი თბილისის დინამოსთან ერთად 3 ჯერ გახდა.
* * *
უძლიერესი ბოქსიორი და ფეხბურთის მამა !
მიმაგრებული სურათი