საქართველოს პირველი ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის: ოთხ თამაშში 40 გოლი! ლოოოლ
6 ივლისს ქობულეთში დაიწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის, რომელსაც წინ უძღოდა გახსნის ცერემონიალი.
ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით პირველად ტარდება. გახსნის ცერემონიალს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გრიგოლ ცაავა, მსაჯთა და დამკვირვებელთა განყოფილების ხელმძღვანელი ამირან კაჭახიძე, ვეტერანი ფეხბურთელები სერგო კოტრიკაძე და რევაზ ჩელებაძე, ასევე ქობულეთის გამგეობის წევრები და ხუთასამდე გულშემატკივარი დაესწრო.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნზე საზეიმოდ აღიმართა ქვეყნის დროშა, რასაც წინ უსწრებდა აკაკი ხორავას სახელობის თეატრის მსახიობთა მიერ დადგმული ცეკვები.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს აჭარისა ტელევიზიის და ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტები დაესწრნენ. საინტერესოა, რომ გადაცემა ”დროება” სპეციალურ სიუჟეტს ამზადებს ქალ ფეხბურთელებზე.
რაც შეეხება ჩემპიონატის პირველ ტურს, ოთხ თამაშში არც მეტი, არც ნაკლები 40 გოლი გავიდა!
ა ჯგუფი: იმერეთი - გურია 13:0, სამეგრელო - თბილისი 0:8
ბ ჯგუფი: კახეთი - შიდა ქართლი 2:6, რაჭა-ლეჩხუმი - აჭარა 0:11
დღეს დილით ა ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა: იმერეთი - სამეგრელო 2:2, თბილისი - გურია 14:0.
შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატით გამოვლინდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ 18 და 20 ივლისს აზერბაიჯანთან შეხვედრებში.
This post has been edited by ტემპერა on 8 Jul 2006, 02:03