რამდენიმე თემა გაიხსნა აქ სხვადასხვა მედია-საშუალებაზე და დავამატებ მეც

არის რადიო "პალიტრის" ეგეთი თოქ-შოუ შუადღისას რომელსაც ხანდახან ვუსმენ ხოლმე სტრიმინგით. ჰოდა ამ ბოლო დროს აშკარად ვატყობ რომ შემდეგი პოსტულატების დანერგვა დაიწყეს:
1. დასავლეთმა რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესია ეპატია და მას საგარეო ასპარეზზე არანაირი პრობლემები არ ექმნება,
2. რუსეთი რა არის ყველამ ისედაც კარგად იცოდა აგვისტომდეც და აგვისტოს შემდეგაც,
3. თურმე ნატოს მოქმედებებმა ბელგრადში გამოიწვია რუსეთის ანალოგიური ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, რა არ იცოდნენ (დასავლეთმა)?
ჟურნალისტს, რომელიც დიდი ხანია უკვე საგარეო საკითხებზე მუშაობს, ან უბრალოდ ეზარება ყველაზე პირველი - დილაობით დასავლურ გამოცემებს გადაავლოს თვალი და უკეთ მოემზადოს გადაცემისთვის ან პირდაპირ რეგნუმზეა მიერთებული.
სხვა შემთხვევაში ასეთი უაზრობების პროპაგანდით არ უნდა იყოს დაკავებული.
მე-3 საკითხს რაც შეეხება - ნატოს ბალკანურ ამბებზე დავწერე ადრე ეროვნული ფორუმის თემაშიც
რუსეთი რომ გვემტერება ყველაფერი აშშ-ს ბრალია? (post #14233088) და ახლა მოკლედ ვიტყვი - რუსეთის არმიამ და მისმა შნირებმა ეთნოწმენდა რომ მოგვიწყვეს აფხაზეთში პირველი ომის დროს, ფაქტობრივი ოკუპაცია რომ მოახდინეს აფხაზეთისაც და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაწილისაც - ეგ რომელი პრეცენდენტის გამო მოხდა? სად იყო მაშინ კოსოვო და ა.შ.?
1-2 ამაზეც უამრავჯერ ითქვა უკვე. რუსეთის მიმართ დამოკიდებულება არ არის მარადიული. გერმანია ორი მსოფლიო ომის წამომწყებია - მაგრამ დღეს გერმანიასთან ურთიერთობებს ეს ფაქტი არ განსაზღვრავს.
ბუდაპეშტის, პრაღის, ავღანეთის ამბები ყველას ახსოვს, მაგრამ სსრკ რომ დაიშალა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება გადაფასდა. ბევრი დასავლელი პოლიტოლოგი თუ პოლიტიკოსი წერდა ამას და ძნელი არაა მოძიება, თუ ჟურნალისტს დააინტერესებს. არც მამა-ბუშის "ქათმის სიტყვა" კიევში ითქმოდა ბრეჟნევის რუსეთის დროს.
ნატო მიიჩნევდა, რომ სსრკ დაშლის შემდეგ ევროპასა და აზიაში აღარ იყო ქვეყანა, რომელსაც სამხედრო აგრესია შეიძლებოდა დამუქრებოდა, მაგრამ ეს არასწორი გათვლა აღმოჩნდა.
აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო მოქმედებებმა, ნატო აიძულა ამ კონცეფციისთვის გადაეხედა - ამას წერს ნატოს ამერიკელი გენერალი ქრედოქი.
ნატოს გენერალი ქრედოკი: რუსეთი სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს (post #13101666) წაიკითხეთ რა რაღაცა ბლიად მედია-მონსტრებო!
რუსეთის მეზობლებიც დაფრთხნენ - თურქმენეთის, ბელორუსიის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იცვლება. უკრაინაშიც კი იანუკოვიჩის რეგიონების პარტიაც ცდილობს რუსეთზე ორიენტირება დააბალანსოს. ნაბუკოს მხარდაჭერა და ჩრდილოეთის ნაკადზე შეტევა... მაგალითები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ზოგიერთ ჟურნალისტს გაუგია...
არ ვამბობ რომ ჩვენ ხარჯზე რომ ხდება ეს ყველაფერი კარგია მეთქი. მაგრამ რაც ხდება, ელემენტარულად ჟურნალისტი იქნება თუ ექსპერტი ცოტა უკეთ რომ გაერკვეს, არი იქნება ურიგო.
This post has been edited by Lord Vader on 25 Jun 2009, 11:48