#48148382 · 21 Jun 2016, 01:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე თვის წინ გამახსენდა რაღაცაზე და ვცდილობდი ირგვლივ მყოფებისთვის გამეხსენებინა ანტონა. ვერავინ გაიხსენა მერე ჩარლი ბარტლეტის პოსტერი ვანახე ინტერნეტში, მეგონა მაშინვე გაახსენდებოდათ ისევ ვერავინ გაიხსენა
ზოგ ფილმებს ზუსტად იმ დროს უყურებ როცა გჭირდება, ზუსტად ემთხვევა იმ დროის შენს განწყობას, ფიქრებს, სევდას. ამის შემდეგ ეს ფილმები სულ გახსოვს. ესეთია ჩემთვის ჩარლი ბარტლეტი. ამიტომ ელცინიც უბრალოდ დედამიწის მეორე ბოლოში მყოფი მსახიობი არ იყო ჩემთვის, ალბათ.
არც თუ ისე პოპულარული, დაახლოებით ჩემი ასაკის, რუსეთიდან ამერიკაში ემიგრირებული მსახიობი იყო, რომელიც საკუთარმა მანქანამ შეიწირა. არც წამლის ოვერდოზი მოსვლია, არც თავისი ფერარით აილეწა სადმე, არც ვინმეს უსვრია და არც თავი მოუკლავს ვარსკვლავური აღსასრული არ ჰქონია, ერთი სიტყვით. მაგრამ მე ელცინის სიკვდილში უფრო მეტ ტრაგიკულობას ვხედავ
|