გამარჯობათ.
ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემა:
ვმკურნალობ უკვე 3 წელია პროსტატაზე.
მოვიარე ყველა კლინიკა :
ტატიშვილი
თოდუა
რესპუბლიკური
იუნონა
ყველგან გამჭყიპეს ამ ანტიბიოტიკებით და გადასხმებით. ერთიდაიგივე ექოსკოპიები და წამლები ...
პრობლემა მაინც არ გვარდება

მაყვს ტკივილი სათესლე ჯირყვალში, საკმაოდ მაგარი და ყრუ, ვერ დავამუღამე როდის მტკივა ხოლმე, ხან მტკივა ხან არა, ისე მტკივა რომ ხან ერთი ფეხის მუხლს უკან ურტყამს ნერვი ხან მეორე.
პროსტატის არცერთი სინდრომი არ მქონია (წვა მოშარდვის დროს, ქავილი და ა.შ)
აგერ ცოტა ხანია კიდე აღმოვაჩინე საზარდული თიაქარი ხოდა თოდუაში გახარებულმა ექიმმა მითხრა მაგის ბრალიც შეიძლება იყოსო,.
გავიკეთე ოპერაცია და როგორც კი წამოვდექი ერთი 10 დღის მერე ფეხზე ისევ დამეწყო ტკივილები

ვერაფერი ვერ გავიგე სად უნდა მივიდე ან რისი ბრალი შეიძლება იყოს ....
სიგარეტსაც მივანებე თავი დალევასაც

არაფერი შველი ამ ჩემისას ....
ხო ისე ცხოვრების რეჟიმი მამაკაცისთვის ცოტა შეუფერებელი მაქვს ძალიან დიდი ხანი ვზივარ სამსახურში, დღის განმავლობაში სულ ვზივარ.