ჰმმ... აგერ მაქვს რამოდენიმე მამიალისტური მოთხრობა,ეგებ ივარგოს რომელიმემ

გვიანი ღამე იყო,მამია ქუჩაში თავისთვის მიდიოდა,თან სიგარას ქაჩავდა და ფულის შოვნის ახალ მეთოდებზე ფიქრობდა,უცებ უკნიდან უცნაურ ენაზე სიმღერის ხმა შემოესმა,მიიხედა და დიდი და მსუქანი,მაგრამ რატომღაც ორ ფეხზე შემდგარი დათვი დაინახა,რომელსაც წითელ მოსასხამში გამოწყობილი უჩვეულოდ გრძელყურება გოგონას მხარზე თავი მიედო და დრო და დრო ნამთვრალევი ხმით არიებს მღეროდა,მამიამ გადაწყვიტა უფრო ახლოდან დაეთვალიერებინა ეს უჩვეულო წყვილი და მიუახლოვდა მათ,შეხედა მარცხნიდან,შეხედა მარჯვნიდან და უცებ... დათვმა ფორმა იცვალა და დათვის ადგილას უკვე გაბანჯგვლული და ხალებიანი,ასე სამი მეტრის სიმაღლის არსება იდგა რომელიც თვალებს აბრიალებდა:
-სუნიანი ჰიუმანი? mad.gif
მამიამ შიშისაგან სიგარა გადაყლაპა და ახლაღა მოტვინა რომ დათვს კი არა ტაურენ დრუიდსა გადაეყარა,უცებ უკნიდან უჩვეულო ხმა მოესმა,მიტრიალდა და ახლა უკვე ისიც იხილა რომ ის გოგონა რომელიც მან დათვთან ერთად დაინახა გოგონა კი არა ფიმეილ ბლად ელფი ვარლოკი გახლდათ რომელსაც ის იყო სუკუბუსი დაესამონებინა,მამიამ გაამზადა ფეხები და მოკურცხლა,მაგრამ... უცებ რაღაც წვა იგრძნო და უკან მიიხედა,მამიას შარვალზე ცეცხლი ეკიდა,ვარლოკის ხელში კი აალებული ვანდი მოჩანდა,მამიამ გადაწყვიტა ასეთ წვრილმანზე ყურადღება არ გაემახვილებინა და სისწრაფეს მოუმატა,უცებ ზურგში რაღაც ბრჭყალების გამოსმის მსგავსი იგრძნო და... მამიამ დაინახა როგორ დაცვივდა მის ფეხებ ქვეშ მისი თირკმლები და პანკრეასი,რომლებსაც როგორც კი მამიამ მათი დავარდნის ადგილს მოშორდა მაშინვე დააცხრა საიდანღაც გამოვარდნილი ავაზა... მამიამ მთელი ძალა მოიკრიბა და ნაბიჯს მოუმატა და ასე მირბოდა სანამ მის წინ,შუა ქუჩაში სიმპათიური ქალი არ დალანდა,მამიამ გაიფიქრა მაინც შორს მოვიტევე მდევრები და ბარემ ცოტა თვალს წყალს დავალევინებო რომ უცებ ზურგში სიცივე იგრძნო და დაინახა როგორ ჩაურბინა ხანჯლიანმა გნომმა,მამიამ ძირს დაიხედა და... მისი კუჭ-ნაწლავი და მარჯვენა ფილტვი იქვე გუბეში იხილა,მამიამ მაინც სცადა გაქცევა,მაგრამ ამაოდ.. წინ ორი გარდასახული პრისტი დახვდა...
მეორე დილით გამვლელებმა ქუჩაში იპოვეს მამიას პანკრეასი,გული,ღვიძლი და ფილტვები,მაგრამ მამია არც აქ იყო,არც იქ და არც არსად...
ჭირი იქა,ლხინი აქა
გლობალი აქა,ავოე იქა
ეს ერთი
იჯდა თვითმფრინავში გრაფი დესიდერიუს რონოდი და ელოდებოდა თუ როდის ჩააღწევდა თბილისამდე სადაც თავი ახალ ინვესტორს,მამიას უნდა შეხვედროდა,ნაკლები ტრაფიკისაგან მეტი ფულის ამოწევის მამიასეული მეთოდების დასანერგად თავის სამშობლოში, უნგრეთში,როგორც იქნა თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა,დესიდერიუსმა შეიხსნა უსაფრთხოების ქამარი,წამოდგა,ჰალსტუხი შეისწორა,საგვარულო ღერბი-სამკერდე ნიშანი გამოსაჩენ ადგილას დაიბნია და თვითმფრინავიდან ჩავიდა,მამია პირდაპირ ტრაპთან დახვდა,
-დესიდერიუს რონოდი,გრაფი და დამწყები ინტერნეტ პროვაიდერის გენერალური დირექტორი-გაეცნო დესიდერიუსი
-მამია,მამია სანადირაძე,საქართველოს ევროპულ-დემოკრატიული ჯამაჰირიის უმსხვილესი და უმამესი ინტერნეტ პროვაიდერის გენერალური დირექტორი და "ნაკლები ტრაფიკი-ბევრი ფული"-ს რევოლუციური სისტემის გამომგონებელი
-დიახ,ვიცი,აი ზუსტად თქვენი ეს რევოლუციური მეთოდი მინდა დავნერგო ჩემს პროვაიდერში,იმდენად გაითქვა სახელი თქვენმა ამ მეთოდმა რომ ჩვენს შორეულ უნგრეთშიც კი ჩამოაღწია ამბებმა მისმა სიკეთეზე
-გასაგებია,მაგრამ ასე,შორიდან ამ საქმის ასე აწყობა არ გამოვა,პირადად უნდა წამოგყვეთ ბუდაპეშტში და მივადევნო თვალყური საქმის აღსრულებას
-არ არის პრობლემა,შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავფრინდეთ ბუდაპეშტში,თუნდაც დღესვე და ამ წუთშივე-გაიღიმა დესიდერიუსმა და მართლაც,ათიოდე წუთის შემდეგ მამია და დესიდერიუსი უკვე თვითმფრინავში ისხდნენ და ბუდაპეშტში მიფრინავდნენ.
ბუდაპეშტში ჩასვლის შემდეგ გეგმის განხორციელებას წინ არაფერი ედგა და მართლაც ცოტა ხანში წვიმასავით წამოვიდა ფორინტების ნიაღვარი დესიდერიუსისა და მამიას ჯიბეში,მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დესიდერიუსის ოფისში ტელეფონის ზარი გაისმა:
-ალო-უპასუხა დესიდერიუსმა
-ნამდვილი მძარცველები ხართ,მოვითხოვ თქვენი გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე გამომიგზავნოთ სახლში,უნდა გაჩვენოთ რას აკეთებს თქვენი ინტერნეტი...
-ბოდიშით ,მაგრამ ამისათვის ტექნიკური დახმარების ჯგუფი არსებობს,იქ უნდა გადაგერეკათ...
-რააა??!! ტექნიკური დახმარების ჯგუფი? მე,ზოლტან მარად იღბლიანს მიბედავთ იმას რომ მაბოლებთ ტექნიკური ჯგუფის ბიჭებით? მოდით და თავად ნახეთ რაც ხდება ან... და ზოლტანმა ყურმილი დააგდო
დესიდერიუსმა გონება დაძაბა და გაიხსენა ცნობილი მეცნიერ-გამომგონებელი ზოლტან მარად იღბლიანი,მათი პირველი საერთაშორისო მასშტაბის კლიენტი,მისი არ ნახვა ნამდვილად არ გამოდიოდა,ჰოდა დესიდერიუსმაც დაუძახა მამიას,ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ზოლტან მარად იღბლიანის სახლში,ქალაქგარეთ მდებარე ფერმაში,ადგილზე რომ მივიდნენ მეტად უჩვეულო სიტუაცია დახვდათ,ზოლტანის უზარმაზარი ბამბუკის კორომიდან უზარმაზარი კუდი მოჩანდა და გამალებული ხრამახრუმი მოისმოდა,დესიდერიუსმა და მამიამ რაღაც ცუდი იეჭვეს,მაგრამ გზა მაინც გააგრძელეს,გზად სულ გამოხრული ხეები და პატარა ცხოველები ეყარნენ,ბოლოს მიადგნენ ზოლტანის სახლსაც და მაშინვე თვალში მოხვდათ დინოზავრის ფორმაზე გამონგრეული სახლის მარცხენა კედელი,თუმცა შიში მოთოკეს და შიგნით შეაბიჯეს,სახლში არეულობა და სიცარიელე იყო,ხოლო პირდაპირ კარებთან ზოლტანის საყვარელი კატის მოჭმული ფეხი ეგდო.
-არის აქ ვინმე?-იყვირა დესიდერიუსმა
-არის აქ ვინმე?-აჰყვა მამიაც
უცებ კუთხეში მიგდებული დივანი შეინძრა და მისი ქვეშიდან პატარა ტანის ქალი გამოძვრა რომელიც ძალიან შეშინებულს ჰგავდა,დესიდერიუსმა იცნო ილონა,ზოლტანის ცოლი,
-რა ხდება? ან ზოლტანი სადაა?-იკითხა დესიდერიუსმა
-მემგონი იცით რომ ამ ბოლო დროს ზოლტანი დროის მანქანაზე მუშაობდა და...
-რა და...?
-რა და მემგონი ზოლტანის ლინიჯით გატაცებაზე გსმენიათ,ის ხომ უნგრეთის ლინიჯის მოყვარულთა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეც გახლდათ
-კი,გააგრძელეთ თუ შეიძლება
-ჰოდა ჩვენი წინა ინტერნეტ პროვაიდერი ამ ბოლო დროს ძალიან ჭედავდა და ჩვენც გადავწყვიტეთ ახალ პროვაიდერზე გადავსულიყავით და არჩევანი თქვესაზე შევაჩერეთ...
-მერე?
-მართალია ჭედვით ისე აღარ ჭედავდა,მაგრამ სამაგიეროდ გლობალი კვდებოდა თითქმის ყოველ წამს და ერთხელაც როცა გლობალი ვინ იცის უკვე მერამდენედ მოკვდა ჩემმა ქმარმა გაბრაზებულ გულზე ნერვების დასაყნარებლად ისევ თავის დროის მანქანას მიაშურა და რაღაც შეეშალა... ხომ იცით გამწარებული ადამიანი ვერ მუშაობს ისე როგორც დამშვიდებული და...
- რა შეცდომა დაუშვა ასეთი?
-რა და იურული პერიოდიდან ტირანოზავრები ჩამორეკა
-გასაგებია და თავად თქვენი მეუღლე სადღაა?-იკითხა ნაძალადევად მშვიდი ტონით მამიამ,თუმცა კი სული კინაღამ კოჭებში გაეპარა შიშისაგან
-გვერდით ოთახში ნახეთ
მართლაც,მამიამ და დესიდერიუსმა შეაღეს გვერდითი ოთახის კარი და ზოლტანი ზუსტად იქ დახვდათ
-სალამი დესიდერიუს,და ეს ტიპი ვიღაა?-კბილებში გამოსცრა ზოლტანმა
-ეს? ეს ჩემი ახალი ფინანსურ-სამომსახურებო საკითხების განმგებელია...
-მამია? ცნობილი მამია საქართველოდან?-თვალები ბრაზით აენთო ზოლტანს,-თქვენმა არამზადობამ დაღუპა ჩემი ექსპერიმენტი,თქვენს გამო გადაჯეგეს ტირანოზავრებმა ჩემი საყვარელი ბაღი და ლაბორატორია,გლობალი რომ არ გაგეთიშათ სიმწრისაგან საღ გონებას არ დავკარგავდი და ეს არ მოხდებოდა,კაცი არ ვიყო თუ აქედან დაუსჯელები გაგიშვათ! მართალია ყველაფერი დავკარგე,მაგრამ ეს ერთი რამ მაინც შემიძლია! და ზოლტანმა გემრიელად დაუსტვინა,კედლის გამონანგრევიდან რაღაც დიდმა არსებამ თავი გამოყო და დესიდერიუსი გადაყლაპა,
-ასე!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ზოლტანმა
-არა,არ გინდათ,ჩვენ მოვრიგდებით,ნუ მომისევთ დინოზავრებს,ქრისტიანი ხალხი ვართ...-შეევედრა მამია ზოლტანს
-კარგი,არ შეგაჭმევ დინოზავრს,სამაგიეროდ უკეთესი იდეა მაქვს biggrin.gif-და ამის თქმისთანავე ზოლტანი ეცა მამიას და სასწაულით გადარჩენილი დროის მანქანის სამოგზაურო სკამზე დააბა,შემდეგ დროის მანქანის პულტზე თარიღი აკრიფა,enter ღილაკსაც დააჭირა,მამიამ წამიერად გონება დაკარგა,და როცა გონს მოვიდა საკუთარი თავი მიწაზე მწოლიარე აღმოაჩნია,ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი,
-გადავრჩი-სიამოვნებით გაიფიქრა მამიამ,გაფიქრება იყო და მამიას ტუჩების ლოკვის ხმა მოესმა,თავი შეატრიალა და...
...და მიდიოდა ორი ნეარდატალელი მდინარის პირას ტუჩების ლოკვით,ხოლო სავსე მუცლები მიწამდე დასთრევდათ... boli.gif
ჭირი იქა,ლხინი აქა
ავოე იქა,გლობალი აქა
ეს ორი
ზაფხულის ცხელი დღე იდგა,მამიამ გადაწყვიტა ცოტა დაესვენა,ტურისტულ სააგენტოს მიაშურა და ბულგარეთის კურორტ ვარნის საგზური აიღო,თან გადაწყვიტა მაგისტრალისათვისაც დაეხედა,მამია გაუყვა აეროპორტისაკენ გზას და ბულგარეთამდე ისე წყნარად და უპრობლემოდ ჩააღწია რომ თავადაც გაუკვირდა და ამის აღსანიშნავად გადაწყვიტა რესტორანში შეევლო და მართლაც ზღვის ნაპირას,მაგისტრალის ხაზთან ახლოს მდგარ მამილო სტავჩოს რესტორანს მიადგა,რაკია და წიწაკის სალათი შეუკვეთა,ჩამოჯდა მაგიდასთან და ჭამას შეუდგა,მამია შუა ჭამაში გახლდათ რომ სტავჩო მის მაგიდას მიუახლოვდა:
-ბოდიშს მოგახსენებთ უხერხული კითხვისათვის,მაგრამ ძალიან მაგონებთ ჩემს ერთ ქართველ ნაცნობს...
-ქართველი ვარ დიახ და მაინც ვის გაგონებთ?
-ერთი ჩემი ძველი ნაცნობია,მამია სანადირაძე და...
-მე გახლავართ და რაღაც რომ არ მეცნობით...
-სამაგიეროდ მე გიცნობთ,ეს თქვენ ხართ ჩემს საყვარელ ბულგარეთს სახელს რომ უტეხთ და კაბელის ნებისმიერ დაზიანებას და თქვენს დაუდევრობას ჩვენ რომ გვაბრალებთ!-თვალები დააბრიალა სტავჩომ
მამია წამოდგომა სცადა,მაგრამ სტავჩომ დაიყვირა:
-კრუმ!ვესელინ! თქვენი დახმარება მჭირდება!-თქმა იყო და ორი,მაღალი,შავგვრემანი,შავებში ჩაცმული კაცი შემოვარდა უკანა კარიდან,მამიას ეცა,გათოკა და კედელზე მიაყუდა
-მშვენიერია,მშვენიერი-გაიღიმა სტავჩომ და მამიას მიუბრუნდა:
-აი ახლა ნახავ როგორ უმასპინძლდება მამილო სტავჩო მათ ვინც მის საყვარელ ბულგარეთს სახელს უტეხს... ბოიან,ნიკოლა,დიმიტარ,ნაიდენ,შემოდით! მამილო სტავჩოს სჭირდებით!-თქმა იყო და ოთხივე ახოვანი მზარეული შემოვარდა,გაიჯგიმა და სტავჩოს ერთხმად ჰკითხა:
-ბრძანება დაიდოს!
-სამზარეულოში რაც რაკია გვაქვს ყველაფერი რესტორნის უკან აუზში ჩაასხით,ხოლო შემდეგ ეს ტიპი კარგად გაასუფთავეთ.შეწვას ვუპირებ biggrin.gif
მზარეულები დაფაცურდნენ,მოზიდეს რაც რამ რაკია მოიპოვებოდა ახლო-მახლოს და აუზი გავსეს,შემდეგ მამიას ეცნენ,გააშიშვლეს და შიგ აუზში ჩააგდეს,ოთხ საათიანი ყურყუმელავის შემდეგ სტავჩომ გადაწყვიტა რომ საკმარისი იყო და თავის პატარა კირილს დაუძახა:
-კირილ,ბიჭიკო,მამას შენი დახმარება სჭირდება!
კირილმა მაშინვე მოირბინა
-აი,ეს ფული აიღე,ჩვენს მეზობელ ველიმირთან წადი და 10 კილო პაპრიკა იყიდე,გემრიელ კერძს ვამზადებ
კირილმა დაავლო ფულს ხელი და ცოტა ხნის შემდეგ პაპრიკით დატვირთული ურიკით დაბრუნდა
-ყოჩაღ-შეაქო სტავჩომ შვილი,ხოლო წიწაკა მზარეულებს გადასცა და უბრძანა:
-გამოტენეთ ეს არსება პაპრიკით და შესაწვავად გაამზადეთ!
მზარეულები დაფაცურდნენ,მაგრამ რადგანაც მამია ქარის წისქვილივით იქნევდა ხელ-ფეხს ამიტომაც მისი წესიერად გაკავება ვერ მოახერხეს,ამიტომაც სტავჩომ გადაწყვიტა ისევ დაცვისათვის დაეძახა:
-კრუმ,ვესელინ,ჩემთან! გააკავეთ ეს უნამუსო და დაეხმარეთ მზარეულებს მის შესაწვავად გამზადებაში,ხომ იცით ჩვენი აფრიკელი სტუმარი დღეს უნდა ჩამოვიდეს და თუ კმაყოფილი დარჩება კარგ საჩუქრებს დაგვიტოვებს ყველას,მათ შორის თქვენც givi.gif
კრუმი და ვესელინი ეცნენ მამიას,გააკავეს,პირი გაუხსნეს და მზარეულებს საშუალება მისცეს იგი პაპრიკით კარგად გამოეტენათ,შემდეგ კი სტავჩოს მოთხოვნისამებრ იგი ისევ რაკიაში გადაუძახეს რათა მის ხორცს სტავჩოს საფირმო მწვადისათვის საჭირო გემო მიეღო,მამია კი შიშით კანკალებდა,ყველაფრის მიუხედავად ის მაინც ცოცხალი იყო biggrin.gif
-აი ახლა კი მზადაა,მზარეულებო,ტაფა შემოათრიეთ!-თქმა იყო და მზარეულებმა უზარმაზარი ტაფა შემოაგორეს და კრუმის,ვესელინისა და კირილის დახმარებით როგორც იქნა ცეცხლზეც დადგეს,შემდეგ მზარეულები სწვდნენ მამიას და პირდაპირ,ტაფაზე,გახურებულ ზეთში გადაუძახეს,მალე არემარეს საუცხოო შემწვრის სუნი მოეფინა რომელმაც ქალაქში ვიზიტად მყოფი ბურუბუჟუბუნდის დიქტატორს,მზვატი ჩაკვამიჩეკვანესაც შეუღუტუნა ცხვირში და ამცნო რომ იქვე,ახლოს,რესტორანში მისი შეკვეთა შესრულებული იყო,მზვატიმ გემრიელად შეიყნოსა ჰაერი,დაუძახა თავის მცველებს და რესტორანს მიაშურა,სტავჩო და რესტორნის თანამშრომლები მას უკვე ელოდნენ,რესტორნის შუაში სუფრა უკვე გაშლილი იყო,ხოლო მის შუაში თავს იწონებდა საუცხოო შემწვარი...
სამი საათის შემდეგ რესტორნის გვერდითა ოთახში სახელდახელოდ მოწყობილ მოსასვენებელზე გემრიელად ეძინა შემთვრალ და ქონით პირგამოტენილ მზვატის,რესტორნის სხვენში მოწყობილ პატარა ოთახში სტავჩო,კირილი ,მზარეულები,კრუმი და ვესელინი ისხდნენ და ითვლიდნენ სიმპათიურ,მწვანე ქაღალდის ნაჭრებს ერთობ კმაყოფილი სახეებით,ხოლო მაგიდაზე ძვლებიღა დარჩენილიყო...
ჭირი იქა,ლხინი აქა
გლობალი აქა,ავოე იქა
ეს სამი
მზემ გამოანათა,მამიას მფრთხალი ძილით ეძინა,და აი,გაისმა კარების საფოსტო ყუთში რაღაცის ჩაშვების ხმაც,მართალია ხმა არ იყო დიდი,მაგრამ მამიას გასაღვიძებლად საკმარისი გამოდგა,მამია ზლაზვნით წამოდგა,კარებისაკენ გაემართა,წერილი ამოაძრო,გაშალა და წაიკითხა:
წერილში ეწერა: -ღრმად პატივცემულ ბატონ მამია სანადირაძეს,ინტერნეტ პროვაიდერ "კავკაზუს ონლაინი"-ს გენერალურ
დირექტორს:
-გითვლით სალამს თოვლიანი სკანდინავიიდან,თქვენი ბიზნეს მიღწევების ამბავმა ჩვენამდეც მოაღწია და ერთობ დაინტერესებულნი დაგვტოვა,ან როგორ არ დაგვტოვებდა,იშვიათად თუ ვინმე ახერხებს პრაქტიკა "ცოტა სიჩქარე,მეტი მაყუთი"-ს რეალურად განხორციელებას,რაც ერთობ შესაშურია და ასევე ერთობ რთული შესასწავლი,ამიტომაც ჩვენ მოხარულნი ვიქნებოდით თუ ამ გამოცდილებას გაგვიზიარებდით და ამიტომაც გიწვევთ ჩვენთან,სტოკჰოლმში,ფულის მქაჩავთა მსოფლიო კონფერენცია 2009-ზე და რაც შეიძლება მალე,თვითმფრინავის ბილეთები და მოწვევა კონვერტშივეა,გმადლობთ.
პატივისცემით კარლ ემილ თუნდერშილდი,ბარონი,ფულის საქაჩ მეცნიერებათა დოქტორი,ჩრდილოელ ყალთაბანდთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე,მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ციხეების საპატიო პატიმარი...(ჩამოთვლილია კიდევ სადღაც სამოცამდე მსგავსი ტიტული)
მამია სიხარულით ცას ეწია,შესაძლოა იმიტომაც რომ სიტყვა "ბარონი"-ს იქით ჩამოთვლილი ტიტულები არც წაუკითხავს,შეიძლება კი იმიტომაც რომ სულიერ ნათესავებთან შეხვედრის პერსპექტივამ აღაფრთოვანა... თუმცა ეს ჩვენ ზუსტად არასოდეს გვეცოდინება,მამიამ ჩაიცვა,გავარდა სახლიდან,ტაქსი დაიჭირა,შვედეთის საელჩოში გავარდა,მოსაწვევი ვიზად აქცია და აეროპორტისაკენ მიმავალ ავტობუსს შეახტა.
ცოტა ხნის შემდეგ მამიამ აეროპორტს მიაღწია,გაიარა შემოწმება და თვითმფრინავისაკენ გაუდგა გზას,ზედ ტრაპთან მამიამ მაღალი,ქერა მამაკაცის დაჟინებული მზერა დალანდა,მამია მიუახლოვდა მამაკაცს და უკმეხი ტონით ჰკითხა:
-რა ხდება,ჩემზე უკეთესი ვერაფერი ნახე? -და თვალებით მის უკან მომავალ გრძელფეხება ასულზე ანიშნა
-რას ვნახავდი,მე ხომ ზუსტადაც რომ თქვენს სანახავად და დასაკვალიანებლად გამომგზავნეს-მიუგო მამაკაცმა სუფთა ქართულით რომელსაც ცოტაოდენი რბილი აქცენტი დაჰკრავდა
-შემთხვევით ფულის მქაჩავთა ფედერაციიდან ხომ არ ბრძანდებით?-ჰკითხა მამიამ სახელდახელოდ დაშაქრული ტონით
-დიახ,ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ,იაკობ იუჰან ლევენი,მსოფლიოს ფულის მქაჩავთა ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში,ისე თვითმფრინავი უკვე მიფრინავს და ცოტა ხანში ჩასხდომა დამთავრდება,ჰოდა ეგებ იქ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი,ჩავაწყვე და ბილეთი თქვენს გვერდითა სავარძელზე ავიღე biggrin.gif-გაიღიმა იაკობ იუჰანმა,მამიას ხელი მეგობრულად გადახვია და ასე ავიდნენ თვითმფრინავში.
- და რაზე გინდოდათ გესაუბრათ?-ჰკითხა მამიამ იაკობ იუჰანს
-ჰო,ჩვენი სკანდინავიური ფილიალის უფროსი ბარონი თუნდერშილდი ინტერნეტ პროვაიდერების ბიზნესში აპირებს თავის შესაძლებლობების მოსინჯვას და კონსულტაცია სჭირდება ამ საკითხში,ხომ იცით პატიოსნად მუშაობას იგი საკუთარ თავს ვერ აპატიებს,მაგრამ რადგანაც ამ საკითხში გამოცდილება არ აქვს ამიტომაც ჩათვალა რომ კონსულტაცია ესაჭიროება და...
-და ჩემზე საიდან გაიგო?
-ჩემგან,მე ხომ საქართველოში მაქვს ოფისი -გაიღიმა იაკობ იუჰანმა
-აჰ,გასაგებია,გასაგები,უღრმესი მადლობა რეკომენდაციისათვის- მადლიერი ტონით მიუგო მამიამ.
რამდენიმე ხნის შემდეგ თვითმფრინავი სტოკჰოლმში დაეშვა და მამია და იაკობ იუჰანი თვითმფრინავიდან ჩავიდნენ,აეროპორტში მდგარ ლიმუზინში რომელსაც დოლარის ნიშანი და ნიღბიანი კაცის პორტრეტი ჰქონდა მიხატული,ლიმუზინმა მამია და იაკობ იუჰანი ერთ ძველებური ყაიდის შენობასთან მიიყვანა,რომლის ეზოშიც ორასამდე კარგად ჩაცმული,უნაკლო გარეგნობის და მზაკვრული გამომეტყველების მქონე ადამიანი შეკრებილიყო,სამოსზე და გარეგნობაზე მათ ეტყობოდათ რომ დედამიწის ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულნი.
-მოვედით,წამომყევი,დამკვეთი უნდა გაგაცნო-უთხრა იაკობ იუჰანმა მამიას,მოჰკიდა ხელი და ერთ კარგად ჩაცმულ,მწითურ წვერ-ულვაშიან ასე 45-50 წლის მამაკაცთან მიიყვანა:
-ჰერ თუნდერშილდ ეს ის მამია რომელზეც ამდენი გელაპარაკეთ, -მამია ეს ბარონი თუნდერშილდია,შენი დამკვეთი,ასე რომ ვთქვათ...
მამიამ და ბარონმა ერთმანეთშ ხელი ჩამოართვეს,ორიოდე სიტყვა გაცვალეს და საკონფერენციო დარბაზისაკენ გაეშურნენ და კუთვნილი ადგილები დაიკავეს,გამოვიდა რამოდენიმე მომხსენებელი რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ ყალთაბანდურ მეთოდებზე და დიდი ოვაციებიც დაიმსახურეს და აი დადგა მამიას ჯერიც
-მიდი,შენი ჯერია,გაგვიზიარე შენი გამოცდილება ტრიბუნიდან-ყურში ჩასჩურჩულა იაკობ იუჰანმა მამიას
მამია წამოზლაზნა,ავიდა ტრიბუნაზე და დაიწყო:
-ყალთაბანდობა ინტერნეტის ბიზნესში ეს მთელი ხელოვნებაა,გლობალის მხატვრულად გათიშვისა და ლაივსაპორტით ხალხის მხატვრულად დაბოლება... ასე გაგრძელდა 11 საათი,მამიას მოხსენების დამტავრების დროისათვის,მთელ დარბაზს,ბარონის გარდა უკვე ღრმა ძილით ეძინა,პირდაპირ მაგიდებთან biggrin.gif ბარონი კი თვალებგაბრწყინებული შესცქეროდა მამიას და ბოლო იყვირა:
-ევრიკა!!! ხვალვე ვიწყებთ ჩვენს ბიზნესს,შენ კი ჩვენი საერთო ინტერნეტ პროვაიდერის 50 პროცენტის მფლობელი და შემოსავლებისა და საზოაგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების გექნება ჩაბარებული!
თქმა იყო და აღსრულება,მეორე დღიდანვე მამიამ და ბარონმა საქმეს მოჰკიდეს ხელი,საქმე წარმატებით მიდიოდა,ჯერ კონკურენტი პროვაიდერები საეჭვო ვითარებაში გაკოტრდნენ,შემდეგ ლოკალური ანტი მონოპოლიური სამსახური რატომღაც გაუქმდა "ზევიდან" მოსული ბრძანების შედეგად,ხოლო ბოლოს შვედმა ონლაინ თამაშების მოყვარულებმა გაიგეს თუ რას ნიშნავდა გლობალის სიკვდილი,მარადიული ლაგი და "დაიცადეთ ოცი წუთი" შეტყობინება ტელეფონში,მამიასა და ბარონის ინტერნეტ პროვაიდერის შემოსავალი და კლიენტურა იზრდებოდა და იზრდებოდა,ისევე როგორც შვედი ლინიჯერების და წოწისტების მძვინვარება და მართლაც ცოტა ხნის შემდეგ მამიას ოფისში ერთი ჩვეულებრივი დღის შემდეგ,ზუსტად იმ დროს როცა სახლში წასვლას აპირებდა ქუჩიდან ყვირილისა და ჩოჩქოლის ხმა შემოესმა,მამიამ ფანჯარა გააღო და გადაიხედა,ოფისი ალყაშემორტყმული გახლდათ,მთელი ქუჩა ხალხით იყო გატენილი,ხალხის შუაში დიდი ტრიბუნა იდგა,რომლიდანაც ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო გეიმერები, ეპისკოპოსი სილვსტედი და პოლიციის შეფი ჰედმანი ხალხს მგზნებარე ტონით მიმართავდნენ და უსამართლობასთან ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ,მამიამ გაიფიქრა: "აჰა მგონი დროა ჩემი კავშირები გამოვიყენო და მთავრობასთან გადავრეკო",ამოაძრო მობილური და... უცებ ხალხში მეფე,დედოფალი და პრემიერ მინისტრიც შენიშნა რომლებსაც ეტყობოდათ რომ ყურადღებით უსმენდნენ ორატორთა გამოსვლას და სახეზე ეტყობოდათ რომ კიდეც იზიარებდნენ მათ პათოსს, მამია შიშმა აიტანა,მაგრამ მაინც გაიფიქრა ხალხს მაინც დავაწყნარებო,აიღო რუპორი და ხალხს სიწყნარისაკენ მოუწოდა.
-შეხედეთ ფანჯარას,აი ჩვენი გასაჭირის თავი და თავი!-დაიყვირა ეპისკოპოსმა სილვსტედმა როგორც კი მამიამ თავისი რეჩი სიწყნარეზე დააბოლოვა
- ჩამოხსენით ეს არამზადა ფანჯრიდან-მიაყოლა პოლიციის შეფმა ჰედმანმა,თქმა იყო და ხალხის ტალღა ორად გაიყო რათა მომავალი სახანძრო მანქანისათვის გზა დაეთმოთ,სახანძრო მანქანა პირდაპირ მამიას ადგილსამყოფელის წინ გაჩერდა და კიბე გაამზადა,მამიამ ფანჯარა სასწრაფოდ ჩაკეტა,დარაბებიც ჩარაზა და ბარონისა და იაკობ იუჰანის მოძებნა გადაწყვიტა,მაგრამ ორივენი სადღაც გამძვრალიყვნენ,უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო,ფანჯრის დარაბები უკვე თითქმის შელეწილი იყო სახანძრო ნაჯახებით და დრო აღარ ითმენდა,მამიამ გააღო კარი,უცებ ჩაირბინა კიბეები,გავარდა უკანა კარებიდან და იქვე მიგდებული,დაგლეჯილ შინელში გახვეულიმაწანწალა შენიშნა რომელიც უგონოდ მთვრალი ჩანდა,მამიას გაუხარდა,იფიქრა ავაცლი ამ მაწანწალა დაგლეჯილ შინელს და ეგებ თავის მაწანწალად გასაღებით თავი დავაღწიო ამ განსაცდელსო,მართლაც მამია მიადგა მაწანწალას და შინელის გახდა დაუპირა,მაგრამ უცებ მაწანწალამ გამოიღვიძა,მამია დაფრთხა,მაწანწალა მთელი ხმით აყვირდა,ყვირილის გაგონებისთანავე უკანა ეზოს ხალხის უზარმაზარი ბრბო მოაწყდა,იმდენად დიდი რომ ჩარაზული ჭიშკარი ყოველგვარი ხელსაწყოების დაუხმარებლად შელეწეს,ბრბოს წინ ეპისკოპოსი სილვსტედი მოუძღოდა
-შეხედეთ,ეს არამზადა ჩვენს გაქურდვას არ სჯერდება და საბრალო,გაჭირვებულ ადამიანსაც არ ინდობს და ერთადერთ შინელსაც ართმევს!აბა გულახდილად მითხარით რას იმსახურებს ეს ადამიანი?!-მიუბრუნდა ეპისკოპოსი სილვსტედი ხალხს
-სიკვდილს!-ერთხმად უპასუხა ხალხმა
-დაე დავსაჯოთ იგი ჩვენი ვიკინგი წინაპრების ხათრით!-იყვრია ეპისკოპოსმა და ანაფორიდან ალესილი საბრძოლო ცული გამოაძრო,იმწამსვე ხალხშიც იელვა ათასობით ალესილმა ცულმა და...
-არა,არა...-სცადა დაყვირება მამიამ,მაგრამ...
ათოდე წუთის შემდეგ ხალხი აღარსად ჩანდა,ხოლო იქ სადაც მამია იდგა მხოლოდ წითელი გუბეღა იყო დარჩენილი.
ჭირი იქა,ლხინი აქა
ავოე იქა,გლობალი აქა
ეს ოთხი
200X წლის ზაფხულის თბილი ღამე იდგა,მამია სანადირაძემ ძილის წინ შხაპი მიიღო,ჩაი დალია,კბილები გამოიხეხა და დასაძინებლად დაწვა,მაგრამ ვერ დაიძინა,როგორც კი თვალს მოხუჭავდა თვალწინ წოწისტი დიმა და მისი მეფუნთუშეები ედგნენ და ერთი ადგილის ტკივილი ეწყებოდა რაც მაშინვე აფხიზლებდა,უძილობით შეწუხებულმა მამიამ გემრიელად შეიკურთხა,წამოიზლაზნა ლოგინიდან და გადაწყვიტა ნაცნობი მაგისათვის დაერეკა,ამოაძრო მობილური და აკრიფა ნომერი:
- მაგ ჰერაკლიუს ლევის ბინაა?
-დიახ,და თქვენ ვინ ბრძანდებით? ამ ღამით რა გაგჭირვებიათ?
-მამია გახლავართ.მამია,თქვენი ძველი კლიენტი,აი იმ ამბის მერე რომ მოგმართეთ,ეს დღეებია რაღაც უცნაური კოშმარები დამჩემდა,მოვხუჭავ თუ არა თვალს ხილვის სტილის სიზმარს ვხედავ რომელშიც... ხზ... აი ის შვიდი ტიპი საფუნთუშიდან ჩემს სახლთან დგანან და მერე ერთი ადგილის სასტიკი ტკივილი მაღვიძებს ხოლმე,მოვკვდი კაცი ამდენი უძილობით
-მოიცათ თქვენ ხილვის სტილის სიზმარი ახსენეთ?
-კი,კი
-ჰო,ასეთი სიზმარი წინასწარმეტყველური ხასიათისაა ხოლმე...
-ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ... ის ამბავი განმ...
-შესაძლოა,მაგრამ ასე,შორიდან ამის თქმა შეუძლებელია,ამისათვის საჭიროა ჩემთან მოხვიდეთ,უნდა გაგსინჯოთ და რაც მთავარია ამ ღამითვე! არანაირი ხვალ და მაგრამ!
-კარგით,კარგით,ოღონდ ამისაგან მიხსენით და...
მამიამ ჩაიცვა,გააღო კარები,ეზოში ჩავიდა,რადგანაც მანქანა ვერ დაქოქა ტაქსი დაიჭირა და გავარდა ჰერაკლიუს ლევის სახლისაკენ,ჰერაკლიუსის ბინას რომ მიაღწია კარები ღია დაუხვდა,მამიამაც დანდობილად შეაბიჯა და დაინახა რომ ჰერაკლიუს ლევი სიმწრისაგან თმას იგლეჯდა,ხოლო იქვე კომპიუტერის ეკრანზე ჩანდა წარწერა: "disconnected from the server"
-რა ხდება შენს თავს ძმაო ჰერაკლიუს?-იკითხა მამიამ
-ისევ გათიშეს გლობალი ამათი ^*&^*&^&*^*&^&*^ არადა ილიდანი თითქმის დაგდებული გვყავდა
-ვიზიარებ,იმედია მალე ჩართავენ-უცოდველი ტონით უპასუხა მამიამ
-ისე თუ ზუსტად მახსოვს შენც სადღაც პროვაიდერში მუშაობ ხომ?-ჰკითხა ჰერაკლიუსმა
-კი,გენერალური დირექტორი ვარ ერთგან...
-რომელ პროვაიდერში?
-კავკაზუს ონლაინში
-ეს შენ ხარ? ნაბიჭვარო,არადა სახელი მამია და გვარი სანადირაძე კი მეცნო,მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი რომ ეს გარეწარი ჩემი კლიენტი აღმოჩნდებოდა!-დაიბუხუნა ჰერაკლიუსმა და სპელების წიგნი დააძრო
-არა,არ გინდათ,არ მომკლათ და გლობალი სულ გექნებათ ამას იქით-ამოიკნავლა მამიამ
-არც მოგკლავ,უარესს გზამ!-იღრიალა ჰერაკლიუსმა ისეთი ხმით რომ შორეულ არგენტინაში აივანზე გამოსულ უწყინარ მოხუც გაუჩო ჰექტორს გული გაუხეთქა
-არა,ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ...
-არანაირი მოლაპარაკება.ანჰილდე ოს....
-არ...
-ანჰილდე ოსოლა!!!-იღრიალა ჰერაკლიუსმა პირველივე შელოცვა რომელიც ხელში მოხვდა.
გაისმა ტკაცანი და იმ ადგილას სადაც მამია იდგა დიდი,შავი და მსუქანი ტარაკანი გაჩნდა,ჰერაკლიუსმა დადო სპელების წიგნი,აიღო კომპიუტერის სკამთან დადებული ჩუსტი და ტარაკანა შეუბრალებლად დაასრისა მიწას.
ჭირი იქა,ლხინი აქა
გლობალი აქა,ავოე იქა
ესეც ხუთი
This post has been edited by salvatore on 23 Jun 2009, 02:20
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.