"მე გამომგონებელი ვარ, დამსახურებით განსხვავებული ყველასგან, ვინც კი ჩემამდე იყო. სულაც მუსიკოსი, რომელმაც მიაგნო რაღაც სიყვარულის გასაღების მსგავსს. ამჟამად -- ბატონი ერთ უნაყოფო სოფელში, ფხიზელი ცის ქვეშ, ვცდილობ თავი გამოვიღვიძო მოგონებებით ჩემი მათხოვრული ბავშვობის, ჩემი შეგირდობისა თუ ჩემი ხის ფეხსაცმელების, პოლემიკების, ხუთი თუ ექვსი დაქვრივების, იმ რამდენიმე წვეულების შესახებ, რომლების დროსაც ჩემმა სიჯიუტემ შემიშალა ხელი, მივწვდომოდი ჩემი ამხანაგების დიაპაზონს. მე არ ვნანობ ჩემ წილ ღვთაებრივ სილაღეს, უწინ რომ მქონდა: ამ უნაყოფო მიწების ფხიზელი ჰაერი მძლავრად კვებავს ჩემს ულმობელ სკეპტიციზმს. მაგრამ რადგან ეს სკეპტიციზმი საქმეს მეტად ვეღარ მოხმარდება და რადგან, სხვა მხრივ, თავი ახალ სატანჯველს მივუძღვენი, მოველი, ვიქცე მეტისმეტად ბოროტ შეშლილად."
-- არტურ რემბო, ცხოვრებანი, II. ("ილუმინაციებიდან")
"ალბათ ყველაზე ოქსიმორონული ფორმა, რომელიც კი კაცობრიობას შეუქმნია. ხანდახან ვფიქრობ და ვერ ვხვდები ზუსტად რამდენი სინაგლე გჭირდება, რომ რაღაც ასეთი დაწერო. როგორც შეუძლებელია ისეთი რამის არსებობა, როგორიც აზრია, ან სიკეთე, ისევე შეუძლებელია იარსებოს პროზაულმა პოემამ. მაგრამ მაინც არსებობს. წერენ, ვწერთ და ვკითხულობთ იმას, რასაც არავითარი ყოფნითი საყრდენი არ გააჩნია. პრობლემა, ერთ თანამედროვე ირლანდიელ მოაზროვნეს რომ დავესესხოთ, მეტაქსოლოგიურია."
-- r/iamverysmart
ეს ყველაფერი ხუმრობით

სინამდვილეში ერთი გარიყული და დაჩაგრული ფორმაა, რომელშიც ძირითადად იმიტომ წერენ, რომ სხვანაირად წერა არ გამოსდით. ეს თემა იმათი იყოს, ვისაც სხვა არაფრის წერა და კითხვა არ შეუძლია, გარდა პროზაული პოემებისა.
This post has been edited by Finwelir on 23 Mar 2020, 05:33