ტანკე"ომი რომ დაიწყოს,მე კომპიუტერთან ვიჯდები და ყველას მოგიწოდებთ,გავერთიანდეთ ჩვენი პრეზიდენტის გარშემო,რათა რუსეთის წისქვილზე წყალი არ დავასხათ.მოგიწოდებთ,ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს და ცოცხალი ჯაჭვი შევქმნათ,მერე ჰოპ ზილინა ზილინააა ვითამაშოთ.მერე თემას გავხსნი და მოგიწოდებთ, სისხლის ჩაბარებით მაინც შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ სამამულო საქმეში.ნუ,იასნია,სისხლს არ ჩავაბარებ,უბრალოდ,თემას გავხსნი,ვითომ ჩავაბარე და მოგიწოდებთ,რომ თქვენც ჩააბაროთ სისხლი.მერე გავიზმორები მონიტორის წინ და მკერდზე მჯიღის ცემას დავიწყებ,პახოდუ რუსეთუმეებს ვაგინებ ფორუმზე და ჩემს ქართველობასა და ვაჟკაცობას ასე დავამტკიცებ.
მერე წავალ და ხოშიანად გამოვიძინებ.საღამოს ისევ დავჯდები კომპთან და ქაუნტერ სტრაიკს ვითამაშებ.მერე ახალ თემას გავხსნი ფორუმზე და რუსების დახოცვის ტუტორიალებს დაგიწერთ ქაუნტერ სტრაიკის სტრატეგიის მიხედვით.მერე წავიმარიაჟებ,მთელი დღე კომისარიატის რიგში ვიდექი,მაგრამ მაინც არ მომცეს იარაღი - მეთქი. ხო,სინანულის სმაილაკების რიგიც არ დამავიწყდება
ლიუზერების "აუ,საღოლ,ბრატ"-ებს ოლიმპიური სიმშვიდითა შევხვდები და თავმდაბლურად დავუწერ ხოლმე - "გაიხარეთ ".
მერე ისევ რუსეთუმეებს ვაგინებ და 37 მანეთის ხსენებასაც არ დავივიწყებ.რა თქმა უნდა,”######### მძინარე ცხინვალიც” არ გამომრჩება.
მერე რუსთაველზე გავალ და ღრეობაში მივიღებ მონაწილეობას,ე.წ. ტაშ-ფანდურში,რომელსაც ჩემი პრეზიდენტი მიშიკო გამართავს წაგებული ომის აღსანიშნავად.
მერე იქიდან წამოსული გზაში ვიყვირებ: ბადრიის რაააა???? დედის ...
მიშა,მიშა,მიშა,საქართველოოოო,რუსეთს რაააააა?დედის.....,მიშააააააა,მესიიიიიიიიი!!
მერე გვიან ღამით ისევ ფორუმზე შევალ და პოლიტიკის განყოფილებაში პატივს მივაგებ დაღუპულ მეომართა ხსოვნას,შემდეგ ფოტოალბომის თემაში ფოტოშოპში დამუშავებულ სურათსაც ავაგდებ,სადაც ჯარისკაცის ფორმაში ვიქნები გამოწყობილი და ვინჩესტერი მეჭირება ხელში და შავი სათვალეებიც მეკეთება,ნუ,მთლად ისეთი მოდური და შავი არა,გიო707-ს რომ უკეთია ხოლმე,მაგრამ მაინც...მერე ძუძუების სურათებს დავდებ სხვადასხვა პოლიტიკურ თემებში,ძირითადად-ოპოზიციურ თემებში და ჯუკბოქსის თემაში დიმუ ბორგირის სიმღერებსაც მოვუსმენ ადგილობრივი როკმენების ხათრით.
მეორე დღეს,როცა მიშიკო კაპიტულაციას გამოაცხადებს და რუსები შემოვლენ თბილისში,მეც ტრიკოლორის დროშას დავიყენებ ავათარად და სიგნაჩაში ჩავიწერ:
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი!"
ნამდვილი პატრიოტი ხარ, მიშა იამაყებს შენით

.
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.