განვეკუთვნები "მოლანდებებიანი" პაციენტის რიცხვს
სულ რაღაც მეჩვენება, მაგრამ ამჯერად საბაბი მაქვს ასე ვიფიქრო
ორი დღის წინ ვიბანავე ცივი წყლით, ონკანის ჩვეულებრივი ცივი წყლით დავიბანე თავი (ნუ სისულელე გავაკეთე)
ხოდა მაგის მერე გავიდა ორი დღე
ამხანაგმა მითხრა, გაგიჟდიო, მასე შეიძლება მინინგიტი დაგემართოსო და ამეკვიატა ახლა ეს მინინგიტი
ძალიან ვთხოვ თუ არიან აქ ექიმები, თუ აქ არ გნებავთ პასუხის გაცემა, პიემით მაინც მითხარით, ან აქ დაწერეთ, როგორ გავიგო მინინგიტი მაქვს თუ არა? სულ ამაზე ვფიქრობ
ძლიერი ტკივილები არ მქონია, მხოლოდ ოდნავი მქონდა მეორე და მესამე დღეს
მოდერატორს ვთხოვ, თუ იყო მსგავსი თემა, გამაფრთხილოს და დავხურავ, აქ იშვიათად შემოვდივარ ხოლმე
მადლობა წინასწარ
მინინგიტზე მაინტერესებს და მფრინავი მინინგიტი, ესეც ამხანაგისგან გავიგე
ორივეს გაგება როგორ შეიძლება გჭირს თუ არა?პ.ს. მართლა ძალიან ვნერვიულობ და იქნებ გამცეთ პასუხი, ძალიან შთაბეჭდილებიანი ვარ მედიცინის სფეროში, შემთხვევა ყოფილა რაღაც გამიგია, მომჩვენებია, რომ მჭირს და ტყუილად დავეხეტებოდი ექიმებში და არასაჭირო კვლევებს ვიკეთებდი
გთხოვთ არ დაიზაროთ რა პასუხი

მომწერეს უკვე, მადლობა , დავხურავ თემას

'
მადლობა
This post has been edited by amelia on 20 Jun 2011, 22:55