მოკლედ, დღეს, 30.06.09 12:15 დან (დამაგვიანდა) ეული მდუმარე აქცია ჩატარდა ჩინეთის საელჩოს წინ.
დავდექი ქუჩის მეორე მხარეს მე-3 სართულის პორტალიანი აივანის წინ.
ჯერ "მუშა" გამოვიდა- ვითომ კედელს წმენდდა. მერე ვიღაც ღონღოლი ნაჩალნიკი ატმისფერ პერანგში დაცვის ჯიხურთან მივარდა, ფოტოაპარატი შეაჩეჩა ბიჭებს და ღონღოლურად აღმოხდა რამოდენიმე ბრდღვინვითი ბგერა.
დაცვამ (საქართველოს მოქალაქეები) მორცხვი მორჩილებით გამოართვა და დაიწყო ჩემი ჩხაკუნი...
როცა ვიგრძენი, რომ ჩემში მწიფდება კითხვა:"რას გიხდიან იმდენს, კეთილო...", მივხვდი, ჩტო ია მოგუ პოტერიატ ბეზ უპრეჩნოსტ -და დავახვიე... პლაკატი.
მადლობა იმათ, ვინც ახლოს დისციპლინირებულად აიდგა

იყო ესე 12;45
პ.ს. ხვალ გერმანიის საელჩოს წინ, ტრადიციულად 12:00 დან.