#14473532 · 28 Jun 2009, 20:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემოგთავაზებთ 2 მიმართულებას: პირველი ხელშემწყობი ტელევიზიებია: 2009 წლის 12 მარტს მიღებული სამაუწყებლო კოდექსით საქართველოში ნებადართულია: 1)უხამსი ქცევა 20 საათის შემდეგ (რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აკრძალულია 24 საათი) 2) თვითმკვლელობის, წამების, ძალადობის ჩვენება ნებადართულია 15 წამის განმავლობაში (ასეთი ნორმა მსოფლიოში არსად არ არსებობს). ტელეკომპანია "იმედმა" უკვე აჩვენა თვითმკვლელობის სცენა თბილისში თავიდან ბოლომდე. საღამოს 8 საათზე. 3) ნებადართულია შიშველი სხეულის ჩვენება. ქართული ტელევიზიები უკვე 15 წელია გადასცემენ ისეთ სცენებს, რომლებიც ტრანსლირებისთვის მაგალითად აშშ-ში აჯარიმებენ 325 ათასი დოლარით.
მეორე ფაქტორი არის საშუალო სკოლების IX კლასიდან სქესობრივი განათლების შემოღება, რომელიც უკვე დაიწყო იმერეთისა და კახეთის სკოლებში, მოსწავლეებს აძლევენ დავალებას დეტალურად დახატონ სასქესო სისტემის აგებულება, შემდეგ კი უხსნიან, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის კონდომის (პრეზერვატივის) გამოყენება. უკვე 10 წელია ტელეარხები სავსეა უსაფრთხო სექსის, კონტრაცეფციისა და პრეზერვატივების რეკლამით, რაც ასევე შეზღუდულია განვითარებულ ქვეყნებში. ევროპის ქვეყნებში პრეზერვატივების კი არა წამლების რეკლამაც კი აკრძალულია. დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფ საქართველოში ყველაზე დიდი ფული დაიხარჯა (3 მილიონ დოლარამდე) და დაიხარჯება კიდევ რეკლამაზე "კონტრაცეფცია თანამედროვე არჩევანია"
|