გიორგი, მიროტაძე...
29 დეკემბერს დაიღუპა... ომში ღიმილით წავიდა აკადემიკოს სოკრატ არშბას შვილიშვილი... თბილისის ზღვიდან გავაცილეთ... ღიმილიანი სახით ავიდა ავტობუსში... მამაჩემმა მაინც უთხრა "გიორგი შენ რატო მიდიხარო, ომი შენი საქმე არ არისო" (ჩემ ძმას ვაცილებდით ომში, გიორგი ჩემი ძმის უსაყვარლესი ძმაკაცი იყო)... გიორგიმ უპასუხა "დემური ძია მე ვალდებული ვარ წავიდეო... ბრძოლის ველზე დაჭრილ ქართველს და აფხაზს ერთნაირად ვუშველიო - (სან-ინსტრუქტორი იყო) - ... მე პასუხისმგებელი ვარ ჩემი ქართველობის და ჩემი აფხაზობის წინაშეო..."
--------------
ჩემი ძმის ძმაკაცები ერთმანეთს ეუბნებიან ხოლმე: "ჩვენ შორის ყველას სიკვდილს წარმოვიდგენდით და მივიღებდითო - გიორგის გარდაო"... ცხოვრებაში ღიმილის და სიკეთის მეტი არაფრი უთესია ამ კაცს...
----
გიორგის ორმეტრიანი ცხედარი ესვენა მის სახლში... გაოგნებული იყო ყველა... და ჩემი ძმა მის დაკრძალვამდე, მის ცხედართან ზუსტად ასე იჯდა:
This post has been edited by bestic on 29 Jun 2009, 00:06
მიმაგრებული სურათი