1. არეგისტრირებ რომელიმე ჰოსტინგს
2. ჰოსტინგი გაძლევს Name Server-ებს სადაც უნდა დასვა დომეინი
3. შედიხარ საიტზე
http://registration.ge და ავსებ განაცხადს, და NS-ებში უთითებ ჰოსტინგის Name Server-ს
4. მიდიხარ რუსთაველის 31-ში, Caucasus Online-ის ოფისში, ფოსტის შენობაში პირველ სართულზე, იქ დიდად აწერია Caucasus Online, შუშის დიდი ფანჯრები აქვს ფასადად. ხო და შედიხარ მანდ
5. ეუბნები რომ ესა და ეს დომეინი დავარეგისტრირეო registration.ge-ზეო და გამოვაგზავნეო, და მინდა დარეგისტრირებაო, შემდეგ გეტყვის კაიო და ხელს მოგაწერიებს საბუთზე და გეტყვის 5 დღის განმავლობაში დარეგისტრირდებაო მაგრამ არ დაუჯერო და უთხარი თუ შეიძლება დამიჩქარეთო აუცილებლად მჭირდებაო და კაი იქნება თუ 5 დღეს არ გადააცდენთო, შემდეგ გამოხვალ, ჩაჯდები მანქანაში და მერე სად წახვალ უკვე ეგ თავად გადაწყვიტეთ
გაითვალისწინე რომ მიხვალ კაუკასუსის ოფისსში, მიიტანე აუცილებლად პირადობის მოწმობის ქსერო ასლი, ან თუ არ მიიტან არაა პრობლემა პირადობა მიიტანე და იქვე გვერდზე გადააქსეროქსებშემდეგ რომ დარეგისტრირდება დაუკავშირდები ჰოსტინგის ადმინისტრაციას და დანარჩენს ჰოსტინგიდან მიხედავ.
ხო კიდე, თუ იურიდიულზე არეგისტრირებ მაშინ ინდ.მეწარმის ან შპს.-ს საბუთი მიიტანე და ბეჭედი თუ გაქვს.
ხო, კიდე თუ რამე კითხვები გექნება აქ დარეკე სამუშაო დღეებში 11-იდან 5 საათამდე და გიპასუხებენ 97-00-37
This post has been edited by _D_I_T_O_ on 23 Aug 2009, 23:51