საქართველოში უკვე გამოჩნდნენ და მომრავლდნენ მორმონები ე.წ. "იესო ქრისტეს ეკლესია" - რომლებსაც ძალიან დიდი გადახრა აქვთ ქრისტიანობასთან.
სამწუხარო ის არის, რომ როცა რუსთავი2-ზე იყო გადაცემა მათზე კარგი გემრიელი რეკლამა გამოუვიდათ.
მათს სწავლებებზე გეტყვით ცოტას (თუ სწორად ვიცი)
მოკლეთ იყო და არა იყო რა იყო ღმერთი ელოჰიმი
მან შეირთო ცოლად მარიამი და ეყოლა სამი ძე
1. ადამი, 2. იესო ანუ იეჰოვა და 3. ლუციფერი
შექმნა სამყარო და დაუტოვა თავის შვილებს და წავიდა
ამბობენ, რომ "სწამთ მამის, ძისა და სულიწმიდის" - მაგრამ არ აღიარებენ წმიდა სამებას.
მათი მოსაზრებით, თუ "კარგი მორმონი" იქნები შენც გარდაცვალების შემდეგ ღმერთი გახდები, შექმნი სამყაროს და მიდი მოვდივარ.
მათი დამფუძნებელია ვინმე იოსებ სმიტი,
რომელსაც "ანგელოზი" გამოეცხადა - მორმონის წიგნი (და თუ არ ვცდები "ძვირფასი მარგალიტიც") გადასცა. უთხრა, რომ ქრისტიანები ყველანი მაგრად ცდებიან და უბრძანა ექადაგებინა მორმონის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა ანგელოზი.
ჯოსეფ სმიტმა დაიწყო ქადაგება და ამ დროისათვის ძალიან ბევრნი არიან. ცნობისათვის სასტუმრო მარიოტის ქსელი მათ ეკუთვნით. და აშშ-ში მთელი იუდას შტატი ეგენი არიან, და ავიწროებენ სხვა მიმდინარეობებს.
ხალხო რა იცით მათ შესახებ?
იქნებ ვინმე არის აქ მორმონიც?

ჰა?
მაგათი "ეკლესია" მდებარეობს სპორტის სასახლის უკან. შეამჩნევთ ყველაზე კარგი სახლია იმ უბანში.
მიმაჩნია, რომ ქრისტიანობამ უნდა ამოიღოს ხმა, ვიდრე გვიან არაა.