rockforever
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10793
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08
|
#14510177 · 1 Jul 2009, 13:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ზამთრამდე ეს ხელისუფლება აღარ იქნება" "ეს ის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტიც ერთი კაცია, მოსამართლეც და პროკურორიც, ამიტომაც არაფერი უნდა გაგიკვირდეს", - ასე ახასიათებს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. მისი პროგნოზი ასეთია - ზამთრამდე ეს ხელისუფლება აღარ იქნება.
- ხელისუფლება იმდენადაა გათავხედებული, ადამიანის უფლებებს ისე თელავს, როგორც მოეპრიანება. მათ არაფრად მიაჩნიათ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ადამიანებს იმას აბრალებენ, რაც მოუნდებათ. ამიტომაც, არც კი გამკვირვებია, როცა ლევან გაჩეჩილაძისა და კახა თარგამაძის შეხვედრის მოტივად საპროტესტო აქციების დაფინანსება დაასახელეს. ისე, სხვათა შორის, კანონის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, კერძო თუ ფიზიკურ პირს, სრული უფლება აქვს 30 ათასი ლარის ოდენობის თანხა მიიღოს, ოღონდ უნდა მიუთითოს წყარო და დაფინანსების წარმოშობა. თუ ეს ფული პოლიტიკური პროცესების წარმართვას მოხმარდება, სულაც არ არის კანონდარღვევა, მთავარია, დაფინანსების პროცესები გამჭვირვალე იყოს.
- თუმცა ხელისუფლებაში უკვე ლაპარაკობენ საქმეში სამართალდამცველების ჩარევაზე... - არც გამიკვირდება. გარდა იმისა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია, ის პროკურორიც არის და მოსამართლეც. ამიტომ არაფრის გაკეთება არ გაუჭირდებათ, რაც მათ ინტერესებში შედის. ახლა, რა თქმა უნდა, სჭირდებათ საზოგადოების ყურადღების სახელმწიფოებრივი პრობლემებიდან უმნიშვნელო და არაფრის მომცემ საკითხებზე გადატანა. როგორმე ხომ უნდა მიჩქმალონ, რაჭაში რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი რუსებს რომ ჩააბარეს. ვერც ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში ხედავენ ტრაგედიას და არც გაეროს მისიის შეწყვეტა ადარდებთ, მერე რა, რომ რუსებთან პირისპირ დავრჩით, ანუ ყოველდღე გვიუარესდება მდგომარეობა, მაგრამ ამათ არაფერი ადარდებთ. ის გზა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს აღებული, წარმოუდგენელი სისულელეა, ან გააზრებული და მიზანმიმართული შეცდომა.
- ბატონო სულხან, ის ფაქტი, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ყველაზე რეიტინგული ლიდერი შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკს შეხვდა, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, არაფერს ნიშნავს? - არა, განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ის ადამიანი არის საქართველოს ყოფილი შს მინისტრი, ამჟამად კი რუსეთის მოქალაქე და რატომ არის მასთან შეხვედრა დანაშაული ან საფრთხის შემცველი? თუ მას აგენტობას აბრალებენ, დადონ შესაბამისი დასკვნა. ვინ გადაწყვიტა, რომ რუსული წარმოშობის ფული აუცილებლად კრიმინალურია, ხოლო ბალტიისპირეთიდან ან დასავლეთიდან შემოსული თანხები "სუფთა"? ასეთი ცალსახა მსჯელობა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ ამ ხელისუფლების სულელ წარმომადგენლებს შეეფერებათ.
- როგორც ცნობილია, ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ, რა სტადიაშია თქვენი საქმე? - მისი განხილვა უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი.
- სასამართლო პროცესის მოგების შემთხვევაში, რა თანხა შეიძლება დაეკისროს საქართველოს ხელისუფლებას? - სტრასბურგის სასამართლოში სტანდარტი დაახლოებით 50 ათასი ევროა, თუმცა ამ ხელისუფლებამ იმდენი ოჯახის გაუბედურება მოასწრო, იმდენი უდანაშაულო პატიმარი ჰყავს, იმდენ ოჯახს მიაყენეს ტკივილი, რომ მათ დანაშაულს ვერავითარი თანხა ვერ აანაზღაურებს.
- აპირებთ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ, ვინც თქვენს წამებაში მონაწილეობდა? - რა თქმა უნდა, დადგება დრო და ყველას თავისი მოეთხოვება, თუმცა ჩემი ტკივილებისთვის კი არა, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.
- ბატონო სულხან, გია გაჩეჩილაძის საკანში სტუმრობა თქვენი ინიციატივა იყო? - დიახ, გია გაჩეჩილაძე ჩემთვის სამოქალაქო თავდადებისა და ვაჟკაცობის მაგალითია, რომელიც ქვეყნისთვის სერიოზულ საქმეს აკეთებს. ეს არის კაცი, რომელსაც არც ეკონომიკურად უჭირს და არც სხვა მხრივ, მაგრამ მიაჩნია, რომ როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, ერთი პიროვნების, ერთი ოჯახისა და სანათესავოს კარგად ყოფნას აზრი არ აქვს... რა უნდა გვახარებდეს ქვეყანაში, რომლის ისედაც ერთ ბეწო მიწას ნაბიჯ-ნაბიჯ ყიდიან. რაზე უნდა იბჟუტურონ ბოკერიამ, რამიშვილმა და კუბლაშვილმა, ამ სულიერად და მორალურად დამბლადაცემულმა ადამიანებმა, რომლებიც სამშობლოს ფულზე, ქაღალდზე ყიდიან. - პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას ხომ არ აპირებთ? - პოლიტიკაში არ ვარ? იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია. მე არც თანამდებობა მინდა და არც კეთილდღეობა, მით უმეტეს ამათგან... პროფესიით იურისტი, ადვოკატი ვარ და როცა სისხლისმსმელი ხელისუფლება წავა, ჩემს პროფესიას დავუბრუნდები.
- თუმცა ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ზაფხულში საპროტესტო მუხტი განელდება და ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში ჩაჯდება... - რა მნიშვნელობა აქვს, ზაფხულში იქნება მრავალათასიანი აქციები თუ არა, პროგნოზი ისეთია, რომ ზამთრამდე ეს ხელისუფლება აღარ იქნება.
- თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? - ერთი ოპერაცია უკვე გავუკეთეთ, შემოდგომაზე მეორე ოპერაციაც არის დაგეგმილი... არ მინდა, აქცენტი მხოლოდ ჩემს შვილზე გავაკეთო, მაგრამ როცა მოზარდების მიმართ ასეთი აგრესია სისტემატიურად ხორციელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია. რუსეთის ავადსახსენებელი "კგბ"-ს, "გრუ"-სა და დანარჩენი საშინელი სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც კი არ ატარებენ მოზარდების მიმართ ასეთ სასტიკ სპეცოპერაციებს. საქართველოს "დემოკრატიულ" ხელისუფლებას კი შეუძლია, არაერთი ასეთი "გმირული" ფაქტით დაიკვეხნოს.
მარიამ ლაღიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
|