Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ბიზნესი და ეკონომიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
პოტენციური დარგები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
legion
Junior Member
ჯგუფი: Registered
legion
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 43864
რეგისტრ.: 12-October 07
#14739776
· 17 Jul 2009, 20:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რისი წარმოების პოტენციალი აქვს საქართველოს ?
:baby:
საკვები პროდუქცის, სამშენებლო მასალის, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის, ინტელექტუალური კადრების ... ყველაფრის ყველაფრის
დაწერეთ რამე რა თორემ მგონია მარტო ბანკებზეა სისტემა აწყობილი ...
:user:
როგორ წარმოგიდგენიათ ეკონომიური აღორძინების (არარსებული :cry: ) გეგმა : რას აქვს პირველადი მნიშვნელობა
გადაყიდვის გარდა არაფერი ვიცით ? მარტო სერვისია ეკონომიკა ?
:du:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FiLiPe
Super Member
ჯგუფი: Registered
FiLiPe
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 600
წევრი No.: 90355
რეგისტრ.: 2-May 09
#14740458
· 17 Jul 2009, 21:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სერიოზულ პოტენციალს ვხედავ სოფლის მეურნეობაში... ამ ეტაპზე დარგი ფაქტიურად მკვდარია... ექსპორტზე საუბარი ზედმეტია, საკუთარი სამყოფი პროდუქტი ვერ მოგვიყვანია... გლეხი დოვლათის შექმნის ნაცვლად გადამყიდველობას ეწევა და ამ საქმიანობაში კიდევ სიკეთე და ხეირი არაფერია... გლეხმა არ იცის თანამედროვე აგრომიღწევების შესახებ (გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანას არ ვგულისხმობ) ახალი და რენტაბელური კულტურების შესახებ... ამ ყველაფრის მოწესრიგებას ჭირდება თავდაუზოგავი შრომა, გლეხების ინფორმირება და რამე ბერკეტის შექმნა იმისათვის რომ გლეხი დაინტერესდეს... ევროპამ ბაზარი გაგვიხსნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისთვის ( ISO სერთიფიკატი, ე.წ. ტავარნი ვიდი...) მოკლედ, დრო, კადრი და ფული უნდა სოფლის ფეხზე დაყენებას და ძლიერი სოფელი გადაგვარჩენს...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმპოტენტს შევადარებდი, რომელიც მხოლოდ პრელუდიით შემოიფარგლება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iko-iko
Crazy Member
ჯგუფი: Members
iko-iko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08
#14740721
· 17 Jul 2009, 22:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
FiLiPe
100% გეთანხმები სამინისტრო არაფერს არ აკეთებს და არც აპირებს მგონი. მარტო სამინისტრო ვერაფერს იზავს თუ პრიორიტეტად არ იქცა სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობა. არადა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სოფლის მეურნეობაა და ამის პოტენციალი იმხელაასაქართველოში რო 10 ჩვენნაირ ქვეყანას შევინახავთ. ახლა კი ყველაფერი შემოგვაქ და როდემდე ვიცხოვრებთ სხვისი ნაჩუქარი ფულებით უცნობია. ერთი კი ფაქტია რო საქართველოში ეკონომიკა არ არსებობს!!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lashalasha8549
Member
ჯგუფი: Registered
lashalasha8549
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 94
წევრი No.: 92220
რეგისტრ.: 26-May 09
#14742278
· 18 Jul 2009, 00:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სერიოზულ პოტენციალს ვხედავ სოფლის მეურნეობაში
გეთანხმები,ძირითადში ეგრეა, მაგრამ ჩვენ ხო ჯერ სხვებს უნდა გავუსაღოთ პროდუქტი, საქონელი და მერე ჩვენზე ვიპიქროთ :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FiLiPe
Super Member
ჯგუფი: Registered
FiLiPe
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 600
წევრი No.: 90355
რეგისტრ.: 2-May 09
#14743115
· 18 Jul 2009, 01:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ელემენტარული თავმოყვარეობა არ აქვთ ქართველ ბიზნესმენებს (ხიშნიკებს)... მოჭრილი მაყუთის აღება ურჩევნიათ იმპორტზე აგებული საქმეებიდან... სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბალერინები კი არა აგრონომები, საქმის მცოდნე და შრომისმოყვარე ხალხი უნ და ყავდეთ...
რაღაც საქმეზე დავრეკე სამინისტროში ( შეთავაზების გაკეთება მინდოდა) გოგომ მიპასუხა და ვეუბნები სერიოზული სახელმწიფო მნიშვნელობის შეთავაზება მინდა და სად და ვის უნდა შევხვდეთქო :givi: თურმე ეს გოგო ყოფილა აგრონომიის დედა და სამყაროს ჭიპი :eeh: გაკადნიერდა და სრულიად უტაქტოდ მითხრა ტელეფონში შეგიძლიათ მომიყვეთო რას ეხება და რამეო :vik: არა და დარწმუნებული ვარ მის მიერ ხშირად მოხმარებული ყავის წარმომავლობის, დამზადების ტექნოლოგიის გონზე არ იყო... ნუ მოხარშვასაც ცოდნა უნდა :ups:
ხოდა ბევრ მსგავს სიმახინჯესთან გვაქვს საქმე იმიტომაც გვენწკვრის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iko-iko
Crazy Member
ჯგუფი: Members
iko-iko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08
#14745311
· 18 Jul 2009, 08:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
FiLiPe
ისევ ორივე ხელით გეთანხმები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ავად გაუხდა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. იცით რატო არსებობს ეგ სამინისტრო საერთოდ? იმიტო რო პროსტო სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა იყოს რა, სირცხვილია სხვები რას იტყვიან :lol: თორე დარწმუნებული ვარ მიაწეპებდნენ ეკონომიკას და ეგაა რა. ღვთის მადლით ყურძენი მოდის ხოლმე კახეთში ისიც ინერციით მოდის რაც ძველი ვენახებია (მალე ეგეც აღარ იქნება რადგან ხალხს ინტერესი არააქ) და იმდენი ექსპორტის შექმნა არა შეუძლიათ რო ამ ერთადერთი ნედლეულის პროდუქტები გაზიდონ და სახელმწიფოში ინტერესი შეიქმნას ისევ გააშენონ ან დარჩენილ ვენახებს მოუარონ და არ გაჩეხონ. ამის შემხედვარეს იმედი ჯერჯერობით არ მაქვს რო სოფლის მეურნეობა გაიქაჩოს ჩვენთან.
ბიზნესმენი კი ფულს იმაში დებს რაც სწრაფია და მოგებას დიდი ხნით არ დაელოდება. როგორ გგონიათ რატო განვითარდა მეკვერცხული მეფრინველეობა ასე კარგად? საბედნიეროდ დღეს კვერცხი არ შემოდის არსაიდან (ნუ ფრინველის ხორცი ჯერ ვერ დაძლიეს). განვითარდა იმიტო, რო ბევრი დრო არ ჭირდება და დეს და დეს ბიზნესმენებმა ფულები ამ მეკვერცხული მიმართულების მეურნეობებში და ეხლა კვერცხი სად წაიღონ არ იციან.
სხვა დარგებმა რა ქნან. სოფლის მეურნეობა ძირითადად დამოკიდებულია მიწათმოქმედებაზე და ჩენ კი სარწყავები არა გვაქ რო რაღც სერიოზულზე იფიქრო კაცმა. შირაქი რო გაასარწყაო პროდუქტით წალეკავს საქართველოს და წარმოიდგინეთ რამდენი ასეთი მაღალმოსავლიანი მიწაა საქართველოში სადაც გუთანი არ დაუდიათ. ეეეეეჰ :mad:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Frusciante
Super Member
ჯგუფი: Registered
Frusciante
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 683
წევრი No.: 77880
რეგისტრ.: 9-December 08
#14783696
· 21 Jul 2009, 11:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სოფლის მეურნეობა, ისევ სოფლის მეურნეობა და კვლავ სოფლის მეურნეობა..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Liberal
Super Member
ჯგუფი: Registered
Liberal
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 63486
რეგისტრ.: 4-June 08
#14783847
· 21 Jul 2009, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი აზრით რთულია ასე ერთი შეხედვით ვთქვათ, თუ რისი წარმოება და ექსპორტი შეუძლია უკეთ ქვეყანას და რომელი დარგის განვითარების ხელშეწყობაა საჭირო.
სოფლის მეურნეობაზე როდესაც კეთდება აქცენტი, რათქმაუნდა არის მასში კონკრეტული მიმართულებები სადაც წარმატების მიღწევა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ ზოგადად სოფლის მეურნეობა როგორც დარგი ვერასოდეს ვერ იქნება საქართველოსთვის მომგებიანი. უმარტივესი მიზეზის გამო - არ გვაქვს დიდი სავარგულები.
დარგის პრიორიტეტულობას კი ყველაზე უკეთ თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს.
ჩემი აზრით უკეთესი იქნება განათლებაში ინვესტირება და ინტელექტუალური კადრების ბაზრის განვითარება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Frusciante
Super Member
ჯგუფი: Registered
Frusciante
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 683
წევრი No.: 77880
რეგისტრ.: 9-December 08
#14783969
· 21 Jul 2009, 11:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Liberal @ 21 Jul 2009, 11:37 )
ჩემი აზრით უკეთესი იქნება განათლებაში ინვესტირება და ინტელექტუალური კადრების ბაზრის განვითარება.
სასტიკად არ გეთანხმები.... მაგის გამო არის დღეს , ტაქსისტი 7 დიპლომით, და "მარშუტკის" მძღოლი PhD.... სად მიგყავს ამდენი განათლებული და კვალიფიციური კადრი?? ყველას კაბინეტი და ჰალსტუხი რომ უნდა მაგიტომაც არის ქვყანა ზედმიწევნით კარგ მდგომარეობაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი
ჯგუფი: Moderators
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10789
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08
#14784076
· 21 Jul 2009, 11:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Liberal
QUOTE
არ გვაქვს დიდი სავარგულები.
ამას ნუ იტყვი
შეიძლება ხორბლისთვის მართლა პატარა მიწები გვაქვს ანუ ექსპორტზე ვერ გაიტან, მაგრამ სხვა რამეც ხო არსებობს? აი მაგალითად ელემენტარული და რაც ყველას ჭირდება - მწვანილი. უბრალო ''პეტრუშკა'' იცით ნახევარ ევროპას მწვანილით ვინ ამარაგებს? ვინ და ისრაელი, რომელმაც უდაბნოზე გააშენა ოაზისები და იქ მოყვანილი მწვანილი კონკურენტუნარიანი გახადა!!!!!
ამიტომ მაგას ნუღა იტყვით.
ელემენტარული წიწაკა აიღე, ბადრიჯანი და ა.შ.
რამდენიმე სფეროზე უნდა კონცენტრირება და დიდი ჯაფა, ჰოდა ყველაფერი კარგად იქნება
ღვინოს რაც შეეხება - ქართველებს გვაქვს ენდემური ვაზის ჯიშები, რომელიც სხვაგან არსად არ მოდის და იმას უნდა მიხედვა. ეს ჯიშებიც ალბათ უკვე გადაგვარების პირასაა, იმიტომ რომ არავითარი ყურადღება აღარ ექცევა ამ ჯიშებს და მხოლოდ საოჯახო დონეზეღა ვითარდება.
ვაზთან შეხება ვისაც ქონია დამეთანხმება ალბათ რომ ძალიან სათუთი რამეა - საკმარისია ვენახს ერთი წელი რამე დააკლდეს (შეწამვლა, მიწის დამუშავება, მორწყვა ან გასხვლა) რომ მთელი ვენახი გადაჯიშდება და იმას ვეღარ გამოასწორებ ვერასდროს, თავიდან უნდა დაიწყო... დაკარგავს ნაყოფიერებას და საუკეთესო თვისებებს.
ხო კიდე რა: ხეხილის განვითარება შეიძლება კიდე ოდნავ მთაგორიან რელიეფებზე, მითუმეტეს რომ ძირითადად უდაბნოს ხალხი გვყავს მეზობლად: ბაქო, ირანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ა.შ. მაგ ბაზარზე ტუ შეხვალ სათანადო სახელმწიფო მხარდაჭერით, ვერავინ გამოგაძევებს იქიდან.
მეცხოველეობა: ქათმებზე ზევით კარგად ეწერა
iko-iko
-ს.
ამ ბოლოს რაც ხდება რძის მრეწველობაში ის მინდა გითხრათ - ათასგვარი კომპანიაა რძის მომხმარებელი და 90 % რძის ფხვნილს მოიხმარს, არადა რძე ბევრად იაფი ჯდება, თუ დაინტერესება და სტიმული მიეცი. ელემენტარულად სოფლებში ნახევარი ლიტრა მაწონი იყიდება 40-50 თეთრად. ანუ შესაძლებელი ყოფილა თურმე ამ ფასზეც მოგების ნახვა და არაა საჭირო 400 გრ სანტეს, ფერმერის, ამალთეას და ა.შ. ფხვნილიანი მაწონი 1 ლარი ღირდეს!
სამშენებლო მასალების მოპოვება-გადამუშავებაზე (ბაზალტი, მარმარილო, კვარცი, ქვანახშირი) ხვალ მოგახსენებთ :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FiLiPe
Super Member
ჯგუფი: Registered
FiLiPe
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 600
წევრი No.: 90355
რეგისტრ.: 2-May 09
#14785303
· 21 Jul 2009, 13:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩემი აზრით უკეთესი იქნება განათლებაში ინვესტირება და ინტელექტუალური კადრების ბაზრის განვითარება
ინტელექტუალური კადრების არსებობის აუცილებლობაში ორი აზრი არ არსებოსბს... მაგრამ მატერიალური დოვლათი ვინღა უნდა შექმნას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Liberal
Super Member
ჯგუფი: Registered
Liberal
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 63486
რეგისტრ.: 4-June 08
#14787637
· 21 Jul 2009, 16:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Frusciante
QUOTE
სასტიკად არ გეთანხმები.... მაგის გამო არის დღეს , ტაქსისტი 7 დიპლომით, და "მარშუტკის" მძღოლი PhD.... სად მიგყავს ამდენი განათლებული და კვალიფიციური კადრი?? ყველას კაბინეტი და ჰალსტუხი რომ უნდა მაგიტომაც არის ქვყანა ზედმიწევნით კარგ მდგომარეობაში.
საქმეც მაგაშია რომ ტაქსისტი 7 დიპლომით არანაირად არ ნიშნავს განათლებულს. ერთია დიპლომის ქონა და მეორე ცოდნის. სამწუხაროდ რეალობა ისეთია რომ ასნთლითაა საქართველოში საძებარი პროფესიონალები (7 დიპლომიანები იცოცხლე, რამდენიც გინდა იმდენია).
Did_Giorgi
მარტო ხორბალზე არაა საუბარი, ზოგადად ვამბობ რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საკმაოდ ცუდი პირობები გვაქვს და კონკურენციას ვერ გავუწევთ სხვა ქვეყნებს. ეს ზოგადად, როგორც დარგი, თორემ მის შიგნით დაყოფა შეიძლება.
იგივე ვაზი და ღვინო, აბსოლუტურად გეთანხმები რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რასაც სამწუხაროდ არ ვიყენებთ.
FiLiPe
QUOTE
ინტელექტუალური კადრების არსებობის აუცილებლობაში ორი აზრი არ არსებოსბს... მაგრამ მატერიალური დოვლათი ვინღა უნდა შექმნას?
თავისუფალი ვაჭრობის პირობებში არაა აუცილებელი ყველაფერი ადგილზე შევქმნათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი
ჯგუფი: Moderators
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10789
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08
#14788104
· 21 Jul 2009, 17:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Liberal
QUOTE
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საკმაოდ ცუდი პირობები გვაქვს და კონკურენციას ვერ გავუწევთ სხვა ქვეყნებს.
რომელი პირობებია ცუდი და არაკონკურენტუნარიანი?
რაც მთავარია კლიმატური პირობები ხელსაყრელია, დანარჩენი ცვლილებას ექვემდებარება და შესაცვლელი რომაა მაგიტომ ვერ ვუწევთ კონკურენციას.
შესაცვლელია მაგ: პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებ. დანარჩენი გვაწყობს – დემოგრაფიულიც, კლიმატურიც და სოციალურ–კულტურულიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lashalasha8549
Member
ჯგუფი: Registered
lashalasha8549
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 94
წევრი No.: 92220
რეგისტრ.: 26-May 09
#14788612
· 21 Jul 2009, 17:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ელემენტარულად სოფლებში ნახევარი ლიტრა მაწონი იყიდება 40-50 თეთრად. ანუ შესაძლებელი ყოფილა თურმე ამ ფასზეც მოგების ნახვა და არაა საჭირო 400 გრ სანტეს, ფერმერის, ამალთეას და ა.შ. ფხვნილიანი მაწონი 1 ლარი ღირდეს!
მართალი ხარ, თვითონ მომხმარებლისთვისაც კარგია როცა ის სუფთა ნატურალურს ჭამს და არა რძის ფხვნილისაგან დამზადებულს თან როცა ისიც კი ძვირი ღირს...
* * *
QUOTE
მაგრამ მატერიალური დოვლათი ვინღა უნდა შექმნას?
ჩვენი მატერიალური დოვლათი არის ამერიკელების ხორბალი, ტურქების კიტრი და პამიდორი,სომხების სამცხეში მოყვანილი კარტოფილი,თურქების წარმოებული ტანსაცმელი,რუსების წარმოებული მარცვლეული,ალკოჰოლუტი სასმელები,ჩინელების წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა,გერმანელების მანქანები და ა.შ.
ისმის კითხვა: ჩვენი რაღაააა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iko-iko
Crazy Member
ჯგუფი: Members
iko-iko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08
#14788793
· 21 Jul 2009, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Liberal
რას ამბობ ცუდი პირობები კიარა ცუდი ინვესტიციებია, ზევითაც ავღნიშნე რო სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას უნდა რამდენიმე წელიწადი და ამაში აქ ფულს არავინ არ დებს რადგან ყველას იმისი შიში აქ რო არ დაკარგოს. დღევანდელი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა რო ჩვენს პირობებში ვაწარმოოთ იმდენი პროდუქცია რო დავიხრჩობით და სხვა ქვეყანასაც მოვამარაგებთ. როგორ გგონია მიხო სვიმონიშვილი სულელია ამხელა ფინანსები რო მეცხოველეობაში ჩადო? მითუმეტეს რო საკვებწარმოება არააქვს საერთოდ მაინც იმხელა მეღორეობისა და მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმები აქვს რო ჯერჯერობით ზომით პირველია. იცი რო რძეს ვერ ასაღებენ გლეხები ქვეყანაში არსებული ამ დარგის უყურადღებობის გამო?
ყველა მაღალგანვითარებული კაპიტალისტური ქვეყანა რომელსაც სოფლის მეურნეობა წინა პლანზე აქვს წამოჭიმული ეხმარება მეწარმეს რო მისი პროდუქცია არ ჩაიძიროს და რასაც თვითონ ვერ იყენებენ ექსპორტზეც კარგად ზრუნავენ.
იცი რო ჩვენს მიწებზე მექანიკური მოვლის პირობებში საშუალოდ ჰექტარზე 15 ტონაზე მეტი რქაწითელი ვერ მოყავთ? არადა ამ დროს რქაწითელის მოსავლიანობა ანალოგიურ პირობებში 30-40 ტონაა. შეუწყონ ხელი გლეხებს და მისცენ ყველა საშუალება მოიყვანონ ყურძენი და მოსავალი დააბინავებინონ აბა თუ არ იქნება მოწინავე ქვეყანა მეღვინეობაში მარა ჩვენი ქვეყანა ამ დარგში იმპოტენტია და სოფლის მეურნეობა ინდუსტრიულ საწყისებთან კიარა გლეხის დონეზეც ვერ დგას რადგან ყველას კიდიაააა
* * *
მარტო ჯანდარის ტბა რო გაათევზიანო და სწორად აწარმოო რეწვა ნედლი თევზი მთელ საქართველოს ეყოფა ასეულობით ტონა თევზის მოცემის საშუალებაა აქვს მარტო მაგ ტბას.
უბრალოდ სოფლის მეურნეობის დარგებს წინა პლანზე არავინ აყენებს და გადასულები ვართ მკაცრ იმპორტზე ამერიკის ნაჩუქარი ფულებით!!! არადა ეხლა ყველაზე დიდი შანსი აქვს საქართველოს რო ეს ჩამკვდარი დარგები ააღორძინოს და ის სპეციალისტები რომელიც დასაქმებას ელოდებიან ბოლოსდაბოლოს დასაქმდნენ.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ბიზნესი და ეკონომიკა
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0260 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.